მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუსკეტსი: ”ჩვენს შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ”

ბუსკეტსი: ”ჩვენს შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ”

კვირას სერხიო ბუსკეტსმა ”ანოეტაზე” დაფიქსირებულ ფრეზე ისაუბრა. ”ჩვენს შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. ამაზე საუბრის შანსი ჯერ არ გვქონია, მაგრამ ამას გავაკეთებთ. ახლა ”მილანთან” გასამართ მატჩზე ფიქრის დროა” – განაცხადა ნახევარმცველმა.

შაბათის მატჩის შეცდომები სერხიო ბუსკეტსის პრეს-კონფერენციაზე მთავარი თემა იყო. ”გასული სეზონი ჩვენ პრობლემებით დავიწყეთ და ”ერკულესთან” დავმარცხდით. მწუხარებით ვერაფერს მოვიგებთ. მომხდარი უნდა გავაანალიზოთ, ვიმუშაოთ შეცდომებზე და ამ მომენტიდან ვიფიქროთ ”მილანთან” მატჩზე”.

სანაკრებო მატჩები

”ანოეტაზე” მომხდარი ფაქტის ერთ-ერთ მიზეზად სერხიო ბუსკეტსმა სანაკრებო მატჩები დაასახელა. ”სანაკრებო მატჩების შემდეგ ადვილი არაა თამაში. უნდა დაბრუნდე სხვა წრიდან, სხვა გუნდიდან და სხვა პარტნიორებისგან. რთულია ერთად შეთამაშება, მაგრამ ასეთი რამ აღარ უნდა დავუშვათ”.

მან განაგრძო: ”შესვენების დროს მსგავს რამეზე ვერც ვიფიქრებდით, რადგან ყველაფერი წესრიგში იყო, ხოლო შედეგი კომფორტული. საერთოდ სახლის გარეთ გამარჯვება რთულია და ყოველ ჯერზე უფრო რთული იქნება. ასეთ საკითხებზე ჯერ არ მოგვწევია საუბარი, მაგრამ ვისაუბრებთ”.

”მილანთან” მატჩი

ბუსკეტსის სიტყვებით ”მილანთან” მატჩი სულ სხვა ისტორიაა: ”ეს სხვა მატჩი და სხვა ტურნირია. ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. გულშემატკივრების მხარდაჭერით საღამო დაუვიწყარი იქნება”.

მეტოქის ფეხბურთელებზე საუბრისას სერხიომ იტალიელების შეტევითი ხაზი გამოყო: ”იბრაჰიმოვიჩი, რობინიო, პატო და კასონო ძალიან სახიფათონი არიან და მათ წინააღმდეგ ძალიან დიდი ყურადღებით უნდა ვითამაშოთ” – განაცხადა ბუსკეტსმა. ასევე მან გაგვაფრთხილა: ”ამასთანავე ყურადღება ყველა ფეხბურთელს უნდა მივაქციოთ. ისინი იტალიის ჩემპიონები არიან”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში