workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მემფის დეპაის სანაცვლოდ იუვენტუსი მირალემ პიანიჩის ბონუსებს თმობს

მემფის დეპაის სანაცვლოდ იუვენტუსი მირალემ პიანიჩის ბონუსებს თმობს

მემფის დეპაი “იუვენტუსს” უფრო და უფრო უახლოვდება, მაგრამ მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება ჯერ არ შემდგარა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ არც “იუვენტუსი” და არც დეპაი “ბარსასთან” არ არიან შეთანხმებულები.

ცნობილია, რომ “ბარსელონას” უნდა, დეპაიში მცირე თანხა მაინც აიღოს, თავად ნიდერლანდელი კი კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ კომპენსაციას ითხოვს.

ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ტრანსფერის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. იტალიელი ჟურნალისტის ცნობით “ბარსელონა” და “იუვენტუსი” შეთანხმებასთან ახლოს არიან, ეს შეთანხმება კი დეპაის “იუვეში” უფასოდ გადასვლას, ხოლო ტურინელთა მხრიდან მირალემ პიანიჩის ბონუსების ნაწილის დათმობას ითვალისწინებს.

როდესაც პიანიჩი “ბარსელონაში” გადმოვიდა, როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება ხოლმე, გარიგებას თან ახლდა ბონუსების სისტემაც, რომლის ერთ-ერთი ნაწილიც ჩატარებულ თამაშებზე დამოკიდებული ბონუსებია. დი მარციოს ცნობით დეპაის სანაცვლოდ “ბარსელონა” ამ ბონუსების გაუქმებას მიიღებს და კატალონიურ კლუბს ტურინელებისთვის თანხის გადახდა აღარ მოუწევთ, რამდენი თამაშიც არ უნდა ჩაატაროს ბოსნიელმა “ბლაუგრანას” მაისურით.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 18 აგვ 2022, 19:24
    #5

    საინტერსოა, თითქოს ეს არტურში ფულის დამატებით გავცვალეთ და ის ფული უკვე გადაგვიხადეს ახლა რო არარსებულ ბონუსების გაუქმებას გვთავაზობენ. საიდან ბონუსები ერთი ნორმალური თამაში არ ჩაუტარებია. და ვერც იმას იტყვიან თამაში არ გამოუტოვიაო.

  • EL MAESTRO 6
    schedule 18 აგვ 2022, 16:58
    #4

    აი მემგონი აუბა და დეპაი ორივე რომ გავუშვათ არც ეგაა პრობლემა, ფორვარდად ანსუსაც და ტორესააც შეუძლია თამაში, დაჟე ანსუ ვინგერიც არაა მე თუ მკითხავთ, ხოდა ფლანგზე ბლ9მად გვყავს ხალხი და ამენი შემტევი რათ გვინდა როცა სხვა პოზიციები გვაქვს გასაძლიერებელი, მაგარითად ფლანგის მცველები, მარცხნივ ალბა, ალონსო და ბალდე კი ხო მაგრამ დესტი და რობერტო კატასტროფაა, ტოპ კლასის მარჯვენა მცველი გვინდა

  • shu1987
    schedule 18 აგვ 2022, 16:25
    #3

    არუნდათ პიანიჩიც მიიყოლონ ზედ

  • Ko Ke
    schedule 18 აგვ 2022, 15:49
    #2

    Დეპაითი იუვეს გარდა ვინმე რომ ყოფილოყო დაინტერესებული ობას მსგავსად 20 მილიონს მაინც ავიღებდით და ახლა კიდე მხოლოდ ეს ჟმოტი ბებერი ქალბატონია მყიდველთა სიაში

  • Truxilio
    schedule 18 აგვ 2022, 14:55
    #1

    არ ვიციი დეპაი 5 მილიონად მაინც როგორ ვერ გაყდიდა სიტყვაზე ….

    პიანიჩს როდის უთამაშიაა ან როდის უნდა ითამაშოს ბონუსიი რო იყოო გადასახდელი : ))))))))))

    ნუ თავიდანვე ცხადი იყოო დეპაიი კუმანი და ა.შ ბარსას დონის ხალხი არ იყოო .

    კუმანმა რაც ქანა ლა მასა რესურსი გამოიყენა …

    დანარჩენი ეხლა რა სატრანსფერო პოლიტიკა მიდის ვერ გავიგე … თავდამსხმელებს ყიდიან ერთი ტრამვა და ხვრელია ფაქტია ტორესის იმედად ?

    ფლანგის მცველებზე რა ხდება ? !

    ვიხილავთ კიდევ ერთ ჩაგდებულლ სეზონს ?