“ბარსელონა” მარჯვენა მცველის პოზიციის გაძლიერებაზე მუშაობს, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო სასურველი მოთამაშის შეძენას ვერ ახერხებს.
კატალონიელთა რჩეულები ხუან ფოიტი და ტომას მუნიე არიან, თუმცა მათი დამატება ძვირი სიამოვნებაა – “ვილიარეალი” ფოიტს €42 მილიონად აფასებს, დორტმუნდის “ბორუსიას” კი ბელგიელი ფლანგელის სანაცვლოდ €15 მილიონი სურს. თუ კლუბი რომელიმე მათგანის შეძენას ვერ მოახერხებს, გეგმა B-ზე გადაერთვება, რაც ექტორ ბელერინის ტრანსფერია.
“ბლაუგრანა” სათადარიგო ვარიანტად ყოფილი ფეხბურთელის დამატებას განიხილავს, რაც კლუბს უფასოდ შეუძლია.
ნებისმიერ შემთხვევაში, “ბარსა” მარჯვენა მცველს მხოლოდ სერჟინიო დესტის გაშვების შემთხვევაში მოიყვანს, რომლის მომავალიც ჯერ არ გარკვეულა.
იან კოუტოს დააკვირდნენ და ზამთარში წამოიყვანონ
დოდო ძალიან კარგი ვარიანტია თუ ბერნარდო სილვა აღარ მოჰყავთ მითუმეტეს
რაღაც ნამეტანი გაუტიეს ახალი ფეხბურთელების ძიებაში ამათ. დახურეთ ეს ლამასია და ეგ იქნება, ხარჯიც მოგაკლდებათ.
ბერნადო არ მოგვყავს და დროა ფული ერთ სერიოზულ ფლანგის მცველში ჩავდოთ,ჰაკიმი, არნოლდი, ჯეიმსი ან საერთოდ ერთი კარგი როზაა დოდო ძაან დაუფასებელი როჟაა და მე მაგრად მომწონს, მარცხნივ მომავალ წელს ტეო თუ ვითრიეთ კანფეტტ
ამათმა რა გაახურეს ტოო ფული არააო და ბოლოს ამ ჩამოწერილ ხალხში იმდენს ხარჯავენ ნორმალურ ტრანსფერს გაჩარხავდა ნებისმიერი სხვა