Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ “ჩელსი” ობამეიანგის სანაცვლოდ დიდ თანხას იხდის, თავად ფეხბურთელს “ბარსელონას” დატოვება არ სურს.
ცოტა ხნის წინ “ლურჯების” თავკაცმა, ტომას ტუხელმა გაბონელი ფეხბურთელი პრესკონფერენციაზე შეაქო და განაცხადა, რომ მასთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს. ინგლისურმა პრესამ ამ განცხადებასთან დაკავშირებით დაწერა, რომ მწვრთნელი ხსენებულ ურთერთობას მოთამაშის გადასაბირებლად გამოიყენებდა.
გამოცემა Mirror-ი კი ავრცელებს ცნობებს, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ტუხელს პირადად აცნობა, რომ მისთვის პრიორიტეტული “კამპ ნოუზე” დარჩენაა და რომ ახლა მის ცხოვრებაში ცვლილებების დრო არ არის.
მიუხედავად დაფიქსირებული პოზიციისა, არ არის გამორიცხული, რომ ობამეიანგმა აზრი შეიცვალოს – ვინაიდან, მას ახალ კლუბში სასტარტო თერთმეტეულში ადგილი გარანტირებული ექნება.
იმედია ეს დარჩება, ტუხელს დეპაი შევთავაზოთ.
Ძაან კაი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა წახვიდე, უმაგრესი კაცი ხარ
ხოდა დეპაი გავყიდოთ, ობამა მაინც კლასნია
არ შეიძლება ობამას გაშვება
საჭიროა ობამა
აესე რა თვითონ უნდა უთხრას უარი, თორე ლაპომ ჭკვა დაკარგაო ვერ ვიტყვი მაგრამ რაღაცას ხლართავს, და ამის გაყიდვა სჭირდება. არადა ძლიერი სკამი იგებს ტიტულებს (რეალზე ეს არ ვრცელდება სკამის გარეშე მოიგეს ყველაფერი) ეს და ლევანდოვსკი ორივე საჭიროა.
ეხლა 2 კვირა გაგვიხურებენ ამ ობამეებით დეპაი და სილვებით საქმეს
დარჩეს რა ობა ძაან კლასნია,ყველაზე მეტად ამის წასვლა გამიტყდება