“ბარსელონას” პოლონელი თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი, კატალონიური კლუბის YouTube არხის რუბრიკაში – MY TOP 4 – თითოეულ პოზიციაზე თავის ფავორიტ ფეხბურთელს ასახელებს.
ლევის ჩამონათვალში “ბარსას” ყოფილი მოთამაშეებიც – კარლეს პუიოლი და ტიერი ანრი – მოხვდნენ.
მეკარე – ფაბიენ ბარტეზი
ჩემი ფავორიტი მეკარე ბარტეზია, რადგან საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და შესანიშნავად ასპარეზობდა. მისი სტილი ბრწყინვალე იყო.
მცველი – კარლეს პუიოლი
დაცვაში კარლეს პუიოლს დავაყენებ – ის ნამდვილი ლიდერი და უკანახაზის ბოსი იყო. პუიოლი ყოველთვის მზად იყო, ეთამაშა და ებრძოლა. მის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული გახლდათ.
ნახევარმცველი – ბასტიან შვაინშტაიგერი
რა თქმა უნდა, ბასტიანს ვიცნობ, მასთან ვთამაშობდი და შესანიშნავი ნახევარმცველი იყო. შვაინშტაიგერიც მსოფლიო ჩემპიონია და 90 წუთი ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა.
თავდამსხმელი – ტიერი ანრი
ტიერი ჩემი კუმირია და მის მატჩებს ყოველთვის ვუყურებდი. ანრის სათამაშო სტილი და ტექნიკა გასაოცარი იყო.
ჩემი კუმირები ჩამოთვალა ეს ნახე რაა. ბარტეზი ხო ჩემი ფავორიტია. პუიოლი ბასტიანიც ერთერთი ფავორიტია თუმცა ვერონი ვიეირა იაია ტურეც კაი იყო ხოლო ანრი ჩემი ფავორიტია
ანრი იყო სასწაულად მაგარი ვისაც არ გახსოვთ ნუ დაიწუნებთ მაიმც, ანრისნაირი ბევრი არ ყოფილა, პუიოლი ზუსტად დაახასიათა 👌 შვაინი მაგარი კი იყო თუმცა ძაან ბევრის დასახელება შეიძლება გაცილებით დიდი ფეხბურთი რომ აქვთ ნათამაშები, ბარტეზი კიდე რავი ჩემთვის ათეულშიც არაა და ლევანას კი ნაყვარება გურულის არ იყოს 😃
რა ბარტეზი ლევან რა ბარტეზი…
თვალებიანი ხორცის ნაჭერი ნომერი 2 იყო ტიპი. სიმენის მერე ანუ
nika 54,
ანრის თამაში არ გინახავს ეტყობა ან ბარსელონაში რაც გადმოვიდა მის მერე უყურე თორემ პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო თუ არა ერთერთი საუკეთესო თავდამსხმელია. და ამას ახლაც გეტყვის ინგლისელი ფანების უმეტესობა
ერთი პუიოლი მოარტყა ნორმალური, ეგეც ეტყობა აქ ურჩიეს.
რა უცნაური ხალხი დაასახელა .