ჟერარ პიკე აცნობიერებს, რომ მოედანზე “ბარსელონასთვის” ისეთი მნიშვნელოვანი აღარ იქნება, როგორიც ყოველთვის იყო, მაგრამ სჯერა, რომ გასახდელ ოთახში გუნდის დახმარება ჯერ კიდევ შეუძლია და ხელფასსაც იმცირებს.
“ბარსა” და პიკე ამჟამად ლა ლიგის დასტურს ელოდებიან, რომ განახლებული პირობებით გაფორმებული კონტრაქტი დაარეგისტრირონ. ვეტერანი მცველი პირველი იყო, რომელმაც ანაზღაურების შემცირება მოინდომა, როგორც გასულ წელს, როცა ამის საშუალებით კლუბმა მემფის დეპაისა და ერიკ გარსიას დარეგისტრირება შეძლო.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტ ლაპორტასა და შტაბის წევრებთან შეხვედრისას პიკემ კატალონიურ გრანდს კონტრაქტში ამოწურვამდე, 2 წლით უფასოდ თამაში შესთავაზა – კლუბმა ჟერარს ამ ჟესტისთვის მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ იურიდიულად ეს შესაძლებელი არაა.



ამის მერე კიდევ იტყვიან გუნდიდან წავიდეს და კლუბი დატოვოსო,მისი ადგილი კლუბში აღარ არისო, მერამდენედ უნდა დაამტკიცოს ამ ადამიანმა კლუბისადმი ერთგულება და სიყვარული,ან კიდევ რა უნდა გააკეთოს საამისოდ, სულით და გულით იმდენად კულეა უფასოდ თამაშზეც კი თანახმაა.
დარწმუნებული ვარ მის მსგავსად არავინ და არცერთი არ მოიქცევა კლუბის დასახმარებლად.მერე რეაქციები მაინტერესებს აქ ზოგიერთის როცა პრეზიდენტად მოვა.
რავიცი სეზონის წინ ნებისმიერ მცველს ვისაც იყიდით სკამს ვახეხინებოდა ახლა მიხვდა რო აღარააქ მაგის ერთი ადგილი?
Ყველაზე დიდი კულეა პიკე❤️❤️
რაც შეუძლია აკეთებს ამ კაცს.
პიკე დიდი გაიძვერაა ))) იყნოსა ყველაფერი, მერე გაიხსენა მესის ამბავი და უცებ მიიღო გადაწყვეტილება ))) ითამაშებდა უფასოდ.. დრო იყო ხელფასის შემცირებაზე წუწუნებდა…)))
არა მგონია დეპაი მიდის ბრეითვაიტიც წავა უმტიტიც ფრენკისაც გავყიდით ჩელსიში კაპიტნები იმცირებენ ხელფასებს დანარჩენებიც თუ შეიმცირებენ შევძლებთ დავარეგისტრიროთ ლევანდოვსკი რაფინია და ასე ვისაც ვიყიდით სხვებიც სილვა? ძვირი დაგვიჯდება მარა ვნახოთ
ბიჭებო შემდეგ სეზონშიც ასე გვექნება რეგისტრაციის პრობლემა თუ რაარი ბლიად
მაგარი კაცია პიკე, უდიდესი კულე და ლეგენდა