workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბერნარდუ სილვა საკუთარ მომავალზე: წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდება

ბერნარდუ სილვა საკუთარ მომავალზე: წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდება

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი და “ბარსელონას” სატრანსფერო სამიზნე ბერნარდუ სილვა ESPN-სთან საკუთარ მომავალზე საუბრობს.

ყოველთვის ვამბობ, რომ აქ ბედნიერი ვარ, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდება. კლუბთან ძალიან გულწრფელი ურთიერთობა მაქვს – “სიტის” მესვეურებთან ღია ვარ და მათ იციან, რა მინდა.

თუ დავრჩები, ბედნიერი ვიქნები, კლუბს პატივს ვცემ და მისთვის საუკეთესოს გავაკეთებ. თუ ასე არ იქნება, ეს ფეხბურთია. ვნახავთ, რა მოხდება.

“სიტი” დიდი კლუბია და მათ ისეთი ფეხბურთელების ყოლა არ სურთ, რომლებიც ბედნიერები არ არიან. ისინი ყოველთვის გვეუბნებიან, რომ თუ ბედნიერები არ ვართ, შეგვიძლია, წავიდეთ. რა თქმა უნდა, ეს ბიზნესია და მათ ჩვენ სანაცვლოდ შესაბამისი ოდენობის თანხის მიღება სურთ. 

როგორც ვთქვი, მე ყოველთვის პატივს ვცემ ჩემს ურთიერთობას “მანჩესტერ სიტისთან”, გულშემატკივრებთან, პერსონალთან, თანაგუნდელებთან, ასე რომ, რაც მოხდება, აუცილებლად პატივისცემის ფარგლებში მოხდება.

“ბარსელონას” ბერნარდუ სილვას შეძენა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. როგორც სანდო წყაროები ირწმუნებიან, კატალონიელები როგორც “სიტისთან”, ისე ფეხბურთელთან უკვე შეთანხმებულნი არიან. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 11 აგვ 2022, 16:26

    ძაან გაახურეს, უკვე ნერვები მაქვს დაწყვეტაზე.

  • ROUCH
    schedule 11 აგვ 2022, 00:30

    ვინც გვყავს იმათ ვერ ვარეგისტრირებთ. ამიტო ცოტა დასტოინად და პოჭო დააყე გვარდიოლას თავი არ შეაძულო და ბოლოს ისე არ მოხდეს არც აქანა მიგიღონ და მანდაც სკამი მოაპრიალო პოჭოთი გვარდიოლას თავისი წიკები აქ თუ შეჯდა ვირზე ოოო

  • azulgerana
    schedule 10 აგვ 2022, 19:33

    შენ დარჩები სიტიში

  • EL MAESTRO 6
    schedule 10 აგვ 2022, 18:49

    ძაან კლასნია რა, მინდა ეს ბარსაში

  • katalomia
    schedule 10 აგვ 2022, 18:43

    ციტატა: gio.mm
    ტრაორე ინგლისში დაბრუნდა ხომ?

    ჩელსის უნდა დათრევა

  • gio.mm
    schedule 10 აგვ 2022, 18:28

    ტრაორე ინგლისში დაბრუნდა ხომ?

  • El pistolero 9
    schedule 10 აგვ 2022, 18:19

    80 მლნ. ია ამის ფასი. დეიონგი თუარ წავიდა ისე ეს როგორ უნდა იყიდონ არვიცი.

  • getsby
    schedule 10 აგვ 2022, 18:18

    უფრო მეტად დამევასა ასეთი საუბრით და თუ მოყვანაა ეს უნდა მოვიყვანოთ ასეთი ფეხბურთელები ქმნიან ისტორიას და იმედია ყველაფერს გააკეთებენ მოსაყვანად.

  • La Pulga10
    schedule 10 აგვ 2022, 18:18

    მოდი მოდი

  • Kingleo10
    schedule 10 აგვ 2022, 18:13

    ახლა ვუყურებდი დემბელეს პრესეზონის თამაშებს და არ ვიცი ღმერთმა რა მოწყალება გაიღო მაგის თავზე მაგრამ ასე თუ ითამაშა ეს სეზონი ჩვეულებრივად საუკეთესო ოცეულში მოხვდება ოქროს ბურთის

  • Ko Ke
    schedule 10 აგვ 2022, 17:55

    Ფრენკის მაგივრად ეს თუ მოვიდა კანფეტ, სატრებლე გუნდი გვეყოლება