workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ ბუსკეტსს ახალი კონტრაქტი შესთავაზა | MD

ბარსელონამ ბუსკეტსს ახალი კონტრაქტი შესთავაზა | MD

“ბარსელონა” სერჟიო ბუსკეტსთან ხელფასის შემცირებასა და გადავადებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს განაგრძობს, რათა კლუბმა ლა ლიგაში ფეხბურთელების დარეგისტრირება შეძლოს. კაპიტანი მზადაა, “ბარსას” დაეხმაროს, ამჟამად მხარეები ფორმულას ეძებენ.

თავდაპირველად “ბლაუგრანას” ბუსკეტსისთვის კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივება სურდა, თუმცა თუ 34 წლის ფეხბურთელი 2023 წელს წასვლას გადაწყვეტდა, ეს პრობლემას გამოიწვევდა, ამიტომ აღნიშნული ვარიანტი გამოირიცხა.

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, ფერან მარტინესის ინფორმაციით, “ბარსელონამ” ბუსკეტსს 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომელიც ცხადია, ხელფასის შემცირებასა და გადავადებას ითვალისწინებს. წყაროს თანახმად, კაპიტანს გადაწყვეტილების მისაღებად 48 საათი აქვს. 

როგორც დაიწერა, ესპანელ ნახევარმცველს ახალი ხელშეკრულების გაფორმება არ სურს, ვინაიდან ის სეზონის ბოლოს კარიერის MLS-ში გაგრძელებას აპირებს, თუმცა ბუსკეტსი “ბარსას” დახმარების სურვილს გამოთქვამს, ამიტომ მოსალოდნელია, რომ ის კლუბისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • Albicelecte
    schedule 10 აგვ 2022, 20:05

    იცის, რომ როზე უნდა წავიდეს;
    ვერც ვერავინ დაადანაშაულებს კლუბს, რომ კიდევ შეძლო თამაში და ძაღლივით გააგდესო

  • EL MAESTRO 6
    schedule 10 აგვ 2022, 18:31

    თვითონ იცის რომ აღარ შეეძლება და ჯობია წავიდეს მომავალ წელს, უდიდესი ლეგენდაა❤

  • Ko Ke
    schedule 10 აგვ 2022, 17:54

    Ეს წელი რომ ბოლო იყოს ყველასთვის კაი იქნება❤️

  • shu1987
    schedule 10 აგვ 2022, 17:32

    ამ გადავადებებმა დაადო ერთიანად დიდი ვალი გუნდს და კიდე გადავადება უნამუსობაა, ამ ასაკში ასეთი ლეგენდა თავისით უნდა ხვდებოდეს და რაღაც დათმოს უნდა

  • El pistolero 9
    schedule 10 აგვ 2022, 17:10

    გაახანგრძლივოს 2 წლით. გაისად მესი თუ დააბრუნა ლაპორტამ მერე ეს, მესი და სუარესი ერთად დააწვნენ მლს-ში. თუ უნდათ პიკეც და ალბაც გაიყოლონ.

  • nika 54
    schedule 10 აგვ 2022, 16:06

    ძალათ დატოვებაც არ გამოდის, ისე თუ სეზონის ნახევარს ითამაშებს ისიც კაი იქნება, თან ახალგაზრდებსაც დაეხმარება თავისი გამოცდილებით.