workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუსკეტსს ბარსელონასთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს

ბუსკეტსს ბარსელონასთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს

ცნობილია, რომ სერხიო ბუსკეტსი მზადაა, “ბარსელონას” დასახმარებლად ხელფასი კიდევ ერთხელ შეიმციროს.

გავრცელებული ინფორმაციით კლუბი კაპიტანს 2023 წლამდე მოქმედი კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებას შესთავაზებს იმისათვის, რომ მან კუთვნილი თანხა მიიღოს, მაგრამ წლიური ანაზღაურება ნაკლები გამოუვიდეს.

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, ფერნანდო პოლოს ცნობით, ბუსკეტსს “ბარსელონასთან” ხელშეკრულების გახანგრძლივება არ სურს. მას უნდა, რომ კლუბი 2023 წელს დატოვოს.

გავრცელებული ინფორმაციით სერხიო “ბლაუგრანადან” აქამდეც წავიდოდა, რომ არა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხერხდება კონტრაქტის გახანგრძლივების გარეშე ბუსკეტსის ანაზღაურების შემცირება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 10 აგვ 2022, 12:23

    რას ერჩით, დაბერდა და გრძნობს. ძალიან კაცურად იქცევა, როგორც ფეხბურთელი იყო თავმდაბალი ისე ადამიანურად იქცევა.

    ციტატა: nika 54
    რას ერჩით, დაბერდა და გრძნობს. ძალიან კაცურად იქცევა, როგორც ფეხბურთელი იყო თავმდაბალი ისე ადამიანურად იქცევა.


    P.S. იმედია ამას ღირსეულ გაცილებას მოუწყობენ, ამდენი წელია გუნდში და ერთი შენიშვნა არა აქვს ადმინისტრაციიდან.

  • Albicelecte
    schedule 10 აგვ 2022, 01:08

    იცის თუ როდის უნდა წავიდეს;
    თან პიკესაც ანამუსებს laughing smiley

  • basa7
    schedule 09 აგვ 2022, 22:37

    ციტატა: CHEPE
    ჰო ეგ ისედაც თქვა ამოწურა თავი ბარსელონაში უკვე ნუ აქამდეც ამოწურული ჰქონდა მარა უკვე ძაან შენელდა მარტო კლასი იყო დარჩენილი და კლასის ხარჯზე ყოფნა არ გამოვა მარტო… ასე რომ დიდი პატივის მიუხედავად უნდა დაგვტოვო მსოფლიოში საუკეთესო საყრდენო


    ზუსტა ხვდება თვითონაც ამ ყველაფერს და პლიუს გუნდზეც ფიქრობს, ყველანაირად კლასია ეს კაცი

  • Ko Ke
    schedule 09 აგვ 2022, 21:57

    Კარგია რომ ხვდება ეს მისი ბოლო სეზონია❤️ მიყვარხარ ბუსი!!! Ლეგენდა ხარ მსოფლიო ფეხბურთის და დიდი პატივია შენი ყურება❤️❤️

  • katalomia
    schedule 09 აგვ 2022, 21:54

    ციტატა: C.PC5
    აქმდეც წავიდოდაო😏 ეგ რო მართალი იყოს ეს ჩავიც და ინიესტაც უნდა დაკიდო ნოუკამპის ბოლო სკამიდან ცალი ფეხით😤 რატო ვამბობ ამას? იმიტომ რომ წინა სეზონი ბუსკეცმა ჩაატარა როგორც მინიმუმ ძალიან კარგად, ესეიგი შეძლებია კიდე თამაში, ჩავისა და ინიესტაზეც არსებობს იგივე მოსაზრებები, ჩავიც ნაადრევად წავიდა და ინიესტაც, მაგხელა კლასის მქონე ფეხბურთელს არ უნდა აშინებდეს ასაკი.

    ასაკი ერთნაირად არ მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობაზე და ასაკი კიარ აშინებს და მიდის ფეხბურთელს არამეტ ხვდება რო ვეღარ აქვს ის კონდიციები და დატვირთვას ვეღარ უძლებს საიმისოდ რო ტოპ გუნდში ყველა ტურნირის მოსაგებად მზად იყოს. ნამუსი აქ და მიდის თორე შიში ასაკის არაფერ შუაშია.

  • ROUCH
    schedule 09 აგვ 2022, 21:53

    ნახეთ რა დაიწერა გაუხანგრხლიოს უნდაო რო მაგალითად 20 მილიონი თუ აქ 10 ეხლა მიცეს 10 მერე. ბართომ რო იგივენაირად უქნათ სხვებს რო იმ წამში დაეზოგა და საბოლოოდ მაინც თავისა მიეღოთ ის უკანონოა და ეს არ იქნება? ის 310 მილიონი თუ რაღაცა რამდენი კაცის რამდენი წლისა გამოვიდა 1წელიწადში კი არ მიცათ ეგ თანხა

  • C.PC5
    schedule 09 აგვ 2022, 21:04

    აქმდეც წავიდოდაო😏 ეგ რო მართალი იყოს ეს ჩავიც და ინიესტაც უნდა დაკიდო ნოუკამპის ბოლო სკამიდან ცალი ფეხით😤 რატო ვამბობ ამას? იმიტომ რომ წინა სეზონი ბუსკეცმა ჩაატარა როგორც მინიმუმ ძალიან კარგად, ესეიგი შეძლებია კიდე თამაში, ჩავისა და ინიესტაზეც არსებობს იგივე მოსაზრებები, ჩავიც ნაადრევად წავიდა და ინიესტაც, მაგხელა კლასის მქონე ფეხბურთელს არ უნდა აშინებდეს ასაკი.

  • EL MAESTRO 6
    schedule 09 აგვ 2022, 20:13

    ჭკვიანია ბუსი, იცის რომ მეტად ვეღარ გაქაჩავს და წავა თავისი ფეხბით, ეგ დასაფასებელია, სანამ შეძლო იქამდე ბევრი რამ აკეთა გუნდისთვის და უდიდესი ლეგენდაა, ესეც იმსახურებს გაცილებას

  • Iniesta_8
    schedule 09 აგვ 2022, 19:36

    უნდა წავიდეს ეს და პიკე ზაფხულში აუცილებლად, ამათ თავისი საქმე გააკეთეს უკვე და ყველასთვის ჯობია რომ წავიდნენ. ვეღარ აკმაყოფილებენ ბარსას დონეს წლებია უკვე. ახალგაზრდა და ენერგიული ფეხბურთელები გვჭირდება.