გვარდიოლას პრეს-კონფერენცია

გვარდიოლას პრეს-კონფერენცია

მიუხედავად მოგებული ტიტულებისა და მიღებული ოქროს მედლისა, კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ (პეპ) გვარდიოლა არ კარგავს მოტივაციას. გვარდიოლამ ორიოდე დღის წინ მიიღო კატალონიის პარლამენტისგან ოქროს მედალი, თუმცა მთელი მისი კონცენტრაცია “რეალ სოსიედადთან” მატჩზეა. გვარდიოლა არ აპირებს იმ 12 ტიტულზე გაჩერებას, რომელიც 15 შესაძლებელიდან მოიპოვა და სურს, რომ თავისი საქმე კარგად შეასრულოს მანამ, სანამ ამ პოსტზე მუშაობს. პეპმა პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა თავის მიზნებზე და ფეხბურთელებზე, რომლებიც დაბრუნდნენ სანაკრებო ბატალიებიდან.

 

საქმის კარგად კეთება

 

“მე მიყვარს მწვრთნელობა, ჩემი საქმე. ერთადერთი, რაც მე მაღელვებს არის ის, რომ გავაკეთო ჩემი საქმე კარგად. კარიერა შესანიშნავი მიღწევებით დავიწყე. ვცდილობ არ დავკარგო პერსპექტივა. მე არ ვნერვიულობ არაპროგნოზირებად რაღაცეებზე. ამ საქმეზე დიდხანს ნამდვილად არ ვფიქრობ. ადრე ძალიან მიყვარდა ფეხბურთის თამაში, ახლა კი მწვრთნელობა. ვცდილობ გუნდი კარგად ვათამაშო, რათა გავახაროთ ის ხალხი, რომელსაც უყვარს ლამაზი ფეხბურთის ცქერა. ყოველთვის ვეცდები, რომ ჩემი საქმე გავაკეთო საუკეთესოდ. ჩვენ ტიტულები რომც ვერ მოგვეგო, მაინც ბედნიერი ვიქნებოდი, რადგანაც ამის გასაკეთებლად ყველაფერი გავაკეთეთ”.

 

ჯგუფის მნიშვნელობა

 

გვარდიოლას ძალიან არ მოსწონს ის ფაქტი, როდესაც მასზე ამბობენ “ბარსას” გასაღებიაო. პეპი თვლის, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მწვრთნელის დამსახურება არ არის: “გუნდის სიძლიერე მდგომარეობს თითოეულ აქ მომუშავე ადამიანში. გუნდი მხოლოდ ერთ პიროვნებაზე არაა დაფუძნებული. ამ ყველაფერში მონაწილეობას იღებს მენეჯმენტი, მწვრთნელი, ფეხბურთელები, პარტნიორები… კლუბი იმ შემთხვევაში აგრძელებს მწვერვალების დაპყრობას, თუ ერთი და იგივე პერსონალი დიდხანს მუშაობს ერთად. მართალია, რომ ორ წელიწადში ბევრი ტიტული მოვიგეთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ “ბარსელონა” 100 წელზე მეტია არსებობს”.

 

პეპმა უარყო ის ფაქტი, რომ კარიერის დასრულების შემდეგ პოლიტიკაში წავიდოდა: “მე ვარ მწვრთნელი. მე არანიარი პოლიტიკური მოწოდება არ მაქვს. ყველა მწვრთნელს უყვარს თავისი საქმე. ნუთუ მოვახერხებდი 15-დან 12 ტიტულის მოგებას სხვა კოლექტივთან ერთად? მე ვამაყობ თითოეული ჩემთან მომუშავე პერსონით. ასეთი შეკითხვები დისკონფორტს მიქმნის… საკმარისია!

 

“ფიფას ვირუსი”

 

შაბათს, “რეალ სოსიედადთან” გასამართი მატჩის წინ პეპ გვარდიოლა ღელავს იმაზე, რომ ფეხბურთელები შეიძლება გადაღლილები იყვნენ სანაკრებო ბატალიების გამო. მოწინააღმდეგე გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს, ამიტომაც ხოსეპისთვის ამოუცნობია “სოსიედადის” თამაშის სტილი.

 

გვარდიოლამ განაცხადა, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა ამ სეზონში იქნება: “ლა ლიგა როგორც ყოველთვის, შენ ყოველ თამაშში ფრთხილად უნდა იყო. ეს დიდი გამოწვევაა. ეს ძალიან რთულია ჩვენთვის, მაგრამ ყოველ წელს უფრო და უფრო რთული ხდება”.

 

კარლეს პუიოლი

 

გვარდიოლას განკარგულებაში კიდევ 4  ფეხბურთელია. პუიოლი, მაქსველი, ადრიანო და აფელაი. მედიკოსებმა მათ თამაშის ნება დართეს. მწვრთნელი ძალიან გახარებულია ამ ამბით: “ყველა ფეხბურთელი საჭიროა, რათა ყოველ თამაშში ბოლომდე ვიბრძოლოთ”.

 

როგორც იცით, “ბარსას” კაპიტანს ძალიან დიდი ხნით ჰქონდა ტრავმა: “მისი დაბრუნება ჩვენ ძალას შეგვმატებს. ის ძალიან ფუნდამენტალური ფეხბურთელია ჩვენთვის, გვაძლევს იმას, რასაც სხვები ვერ ახერხებენ. იგი ნამდვილი ლიდერია და აქვს ნებისმიერ სიტუაციაში თამაშის დიდი გამოცდილება. ბედნიერები ვართ იმით, რომ ის დაუბრუნდა გუნდსა და ვარჯიშებს. კარლესი ეფექტურობის გარანტიაა”.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი