“პუმასთან” 6-0 მოგების შემდეგ პედრი გონსალესიც საუბრობს:
ჩვენ “ბარსა” ვართ და ყოველთვის ტიტულებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, განსაკუთრებით – ამ სეზონში.
ლევანდოვსკისთან თამაში დიდი ფუფუნებაა – ეს ნამდვილი შოუ იყო. რობერტს საკმაოდ კარგად ვუგებ და ვცდილობ, ის მოედანზე მოვძებნო. პოლონელს მუდმივად გატანა სურს.
ფანების გამო ამ მატჩის მოგება გვსურდა. გუნდში დიდი ოპტიმიზმი სუფევს.
პრეზიდენტმა და მთელმა შტაბმა კარგად იმუშავეს, რომ ახალი ფეხბურთელები მოეყვანათ.
ახლა ლა ლიგის დაწყებას ველით. გუნდი მზადაა.
პედრიმ დღეს დუბლი შეასრულა და ლევანდოვსკის ასისტი გაუკეთა. ეს უკანასკნელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.




Ჩემთვის მაინც ყველაზე იმედის მომცემი და სასიამოვნო საყურებელი ფეხბურთელია ბარსაში პედრი პოტერი❤️❤️
პედრიმ დღეს დუბლი შეასრულა და ლევანდოვსკის ასისტი გაუკეთა. ეს უკანასკნელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ამაზე ნაკლები შედეგიანობა აღარ ყოფილიყოს ამათ თამაშში.
ლა ლიგა მოდჟვით წელს!!!
ლევანას და პედრის მაგარი შეთამაშება აქვთ, თითქოს დიდი ხანია ერთად თამაშობენ, მაგრად უგებდნენ დღეს ერთმანეთს და ორივემ უმაგრესი პერფონმანსი დადეს
მართლაც კარგად გაუგეს ერთმანეთს