მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რას გვიმზადებს გვარდიოლა ახალ სეზონში?  (ნაწილი V)

რას გვიმზადებს გვარდიოლა ახალ სეზონში? (ნაწილი V)

1.ჩვენ ვხედავთ, როგორ გარდაიქმნა “ბარსელონასთვის” კლასიკური 4–3–3 ფორმაცია მრავალ ახალ ფორმაციად, მათ შორის” : 4-2-3-1, 4-2-4, 4-2-2-2, 3–4–3. თუმცა ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ყოველი ცვლილების შემდეგ ტაქტიკა უფრო შემტევი ხდებოდა. თუ საჭირო იქნება რისკზე წასვლა, ეჭვი არ მეპარება პეპი არ დაიბნევა და უცებ გადააწყობს გუნდს ყველაზე შემტევ ტაქტიკაზე.. 

     ფრთხილი ტაქტიკა ჩვენ მხოლოდ რამდენიმეჯერ ვნახეთ, მაგალითად 2009/10 წლების სეზონში “რეალთან”,  “ბერნაბეუზე”.

2.ტაქტიკური ცვლილებები, რომლებიც ეხება უშუალოდ ფეხბურთელებს, გამოვყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი 3.

  ა) მესის როლის ევოლუცია, რომელმაც პეპის წყალობით ითამაშა შეტევის: ცენტრში, მარცხენა ფლანგზე, მარჯვენაზე, ვინგერად და ა.შ. რაიკაარდთან ის მხოლოდ მარჯვენა თავდამსხმელი იყო. ამას გარდა ჩამოყალიბდა “ბარსას” მთავარ მეპასედაც.

 ბ)  ალვეშის როლის ევოლუცია. ის ადრეც ერთვებოდა შეტევებში, თუმცა არა ასე სტაბილიზირებულად, მისი სახით ფაქტიურად მივიღეთ არამარტო მცველი არამედ მარჯვენა თავდამსხმელიც, რომელიც მთელი მატჩი აკონტროლებს თავის ფლანგს.

  გ) სერხიო ბუსკეცის ევოლუცია.იგი ჩამოყალიბდა არამარტო კარგ ამრთმევად არამედ ადამიანად, რომელიც შესანიშნავად კითხულობს თამაშს. მისი მთავარი მოვალეობაა მოწინააღმდეგის შეტევის ჩაშლა და ბურთის მიტანა გუნდის ტვინამდე–ჩავიმდე( იშვიათად ინიესტამდე ან ტიაგომდე).

3. “ბარსელონაში”  ყოველთვის იყვნენ უნივერსალური ფეხბურთელები, თუმცა გვარდიოლას ფილოსოფიამ ამ საკითხში აპოგეას მიაღწია, გუნდში მას ჰყავს ისეთი 15–16 ფეხბურთელი, რომელსაც სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლიათ. პეპისთვის ყველაფერი შესაძლებელია: მას შეუძლია აათამაშოს ორი საყრდენი: ბუსკეტსი და მასკერანო ცენრალურ მცველად, აათამაშოს ალვეში და ადრიანო ფლანგურ თავდამსხმელად ან ითამაშოს გამოკვეთილი ფორვარდის გარეშე.

4.რომელი სქემა იქნება ძირითადი?

ალბათ მოწინააღმდეგეს გააჩნია. ისეთ გუნდებთან რომელთანაც ცენტრის დაკავებაა სჭირო 3–4–3 უკეთესია, სხვებთან უფრო 4–3–3 გამოდგება. 3–4–3 უფრო სარისკოა და ალბათ ჯობია კარგად დამუშავდეს საშინაო მატჩებში სუსტ მეტოქეებთან.  ახლა “ბარსელონას” მეტოქეს მოუწევს სულ მცირე 2 ვარიანტი განიხილოს იმისას, თუ რა ტაქტიკით ითამაშებს მის წინააღმდეგ კატალონიური კლუბი. ჩავის, მესის, ინიესტას, პედროს, ვილიას წელს სანჩესი და ფაბრეგასი დამატათ, ეს კი უფო გაართულებს მათ  ისედაც ურთულეს დავალებას, შეაჩერონ ბარსა.

დასასრული…………………….

 

 

პ.ს.  უკვე ძალიან მომბეზრდა სხვადასხვა სპორტულ ფორუმებზე იმის მტკიცება, რომ გვარდიოლა საფეხბურთო მოვლენაა და უნიკალური მწვრთნელია. ჩემი აზრით ეს 5 ნაწილიანი სტატია, შესანიშნავი “მზა იარაღია”  მისი სკეპტიკოსების საპასუხოდ . მე, პირადად მართლა გაოცებული ვარ მისი გამჭრიახობით და ნოვატორული იდეებით, ცოტა ხანში აუცილებლად მოვამზადებ სტატიას იმაზე, თუ რამხელა ფსიქოლოგი და მოტივატორია პეპი. მერე კი შემიძლია გვარდიოლაზე კამათში  ნებისმიერს დავუპირისპირდე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში