2022/23 წლების სეზონი ბოლო იქნება, როდესაც ესპანეთის ჩემპიონატს La Liga Santander ერქმევა. COPE-ს ცნობით მომდევნო სეზონიდან ტურნირის სახელწოდებაში სპონსორის ადგილს კომპიუტერული თამაშების ცნობილი მწარმოებელი EA Sports დაიკავებს.
ამჟამად ლა ლიგის სპონსორი ბანკი სანტანდერია, რომელიც ესპანურ ფეხბურთს ყოველწლიურად დაახლოებით 20 მილიონ ევროს უხდის. ერთი წლის შემდეგ თანამშრომლობას ვადა გასდის და ხავიერ ტებასის ორგანიზაციამ უფრო მომგებიანი პარტნიორის ძებნა დაიწყო. ესპანური მედიის ცნობით, გადაწყდა, რომ 2023/24 წლების სეზონიდან 5 წლის განმავლობაში ლა ლიგის სპონსორი EA Sports იქნება და ამ თანამშრომლობის პირობებში ლა ლიგის წლიური შემოსავალი 40 მილიონი ევრო გახდება.
მოსალოდნელია, რომ ეს ინფორმაცია მიმდინარე თვეში ოფიციალურად დადასტურდება.
მთავარია რომ ლა ლიგა დარჩეს სახელად ისე მიჩვეული კი ვიყავი ვამბობდი ხოლმე ლა ლიგა სანტანდერი თქო მაგრამ არაუსავს ლა ლიგაც კარგად ითქმის მოკლე😄😄
პრიმერა დივიზიონი უკეთ ჟღერდა ადრე, ეგრე ერქვა ადრე ოფიციალურად თუ უბრალოდ ეძახდნენ ხო არ იცით?
ისე ამხელა ჩემპიონატის სპონსორი 20 მილიონს უნდა იხდიდეს, კლუბებს ყავთ უფრო შეძლებული სპონსორები.
არასდროს არ მითქვამს ლალიგა სანტანდერი😃 ისე სუ მიკვირდა ეს სანტანდერი რა სიქიმბალაათქო, ქალაქის გარდა?! დაგუგლვაც მეზარებოდა)) (სანტანდერის რასინგი კი ვიცი კლუბი)😃
შეეხარბა ტებასიტოს ლაპორტას ჩალიჩმაისტერობა და აჩალიჩდა თითონაც)
ლა ლიგის ბრენდის დიზაინი სპონსორზეა დამოკიდებული? იქნებ რაღაც შეცვალონ. ტოპ 5 დან დიზაინით ყველა ჯობია ლა ლიგას