”ბარსელონას” ბებია

”ბარსელონას” ბებია

მარიე ფერნანდეს ლაურო 106 წლისაა. ის მირო დალკოიში ცხოვრობს და ადრეული ასაკიდან მხოლოდ ერთი გატაცება აქვს – ”ბარსელონა”.

მარიეს ცხოვრებაში არცერთი ფეხბურთელი არ გაუცნია. ის ”ნოუ კამპზეც” კი არ ყოფილა, მაგრამ სიყვარული ”ბარსელონასადმი” ოჯახის წევრებისგან გადაყვა.

მისი ძმა, რომელიც ფეხბურთელი იყო ”ბარსელონაში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო… მას რუბიჩეს ეძახდნენ და თამაშობდა ”ფეროლში” და ”ნოიეშე” – ამბობს მარიეს შვილთაშვილი.

მისი კუმირი ”ბარსელონაში” რა თქმა უნდა ლეო მესია. მისი მეორე სისუსტე ჩიკი ბეგირისტაინი იყო, რომლის შესახებაც ის სიამოვნებით საუბრობს.

დღეს მას სმენის და ხედვის ორგანოები აქვს დაქვეითებული, რის გამოც მატჩებს ისე ვერ უყურებს, როგორც სურს. ისე არ გავა დღე, რომ ”ბარსელონას” შესახებ ინფორმაციებს არ გაეცნოს და მისი მეტოქის, მადრიდის ”რეალის” შესახებაც. ასევე დიდი ინტერესით ეცნობა ინფორმაციებს ”ალკოიანოს” და ”დეპორტივოს” შესახებ, რადგან ეს კლუბები მის გულში დიდ ადგილს იკავებენ.

რამდენიმე წლის წინ მისი დილა ”სპორტის” წაკითხვით იწყებოდა. ის ყველა სიტყვას ზედმიწევნით კითხულობდა. ”ბარსას” შესახებ იმაზე მეტი იცოდა, ვიდრე მთელმა ჩვენმა ოჯახმა ერთად. ყოველთვის იცოდა რა შედიოდა კლუბის ინტერესებში. ახლა კი გაზათის წაკითხვას მე მთხოვს” – ამბობს ხორხე, რომელიც აღფრთოვანებულია ბებიით.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია