ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 20 ივლისი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 20 ივლისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 20 ივლისს მოხდა.

თამაშები

20 ივლისს "ბარსელონას" ოფიციალური თამაში არ ჩაუტარებია.

1933 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი დირექტორი ჟასინტ ბორასი. ნუნიესის პრეზიდენტობის დროს მან, ხაუმე როსელთან (სანდრო როსელის მამა) ერთად დაამზადებინა პრეზიდენტის საწინააღმდეგო ბანერები, რომლებიდანაც ნუნიესის მეუღლეს მიმართავდა. ბანერებზე ეწერა: "მარია ლუისა, წაიყვანე მეუღლე კინოში" და "მარია ლუისა, უფლება მიეცი მას, გადადგეს."

1975 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მცველი კიკე ალვარესი. 1993-1997 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 5 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

1993 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მცველი ლუკა დინი. 2016-2018 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 47 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. დინმა კატალონიურ გუნდთან ერთად 2 ესპანეთის თასი, 1 ესპანეთის სუპერ თასი და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

2001 წელი

"ბარსელონამ" გულშემატკივრებს ახალწვეული, ხავიერ სავიოლა წარუდგინა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 21 ივლისი 2021 17:19
    0
    ციტატა: GRIEZMAN✓™
    ახლა მაინც გვყავდეს ლუკა დინი

    აბა, რაც ბარსადან წავიდა მგონი ტრამვა არ მიუღია.
    Culé [?]
    #1 20 ივლისი 2021 14:22
    0
    ახლა მაინც გვყავდეს ლუკა დინი
    --------------------
    მე გუნდური მოთამაშე ვარ და ყოველთვის ვცდილობ თანაგუნდელების დახმარებას. ინდივიდუალური სტატისტიკა არ მაღელვებს , მთავარი გუნდის წარმატება და ყოველ შეხვედრაში 3 ქულის მოპოვებაა - ანტუან გრიზმანი❤️