workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ჟიულ კუნდეს ტრანსფერი დახურულია

ოფიციალურად: ჟიულ კუნდეს ტრანსფერი დახურულია

გუშინ დადასტურდა, რომ “ბარსელონამ” ჟიულ კუნდეს თაობაზე “სევილიასთან” პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია. 

ეს ნიშნავს, რომ ფრანგის ტრანსფერი სამედიცინო შემოწმების გავლაზე იყო დამოკიდებული – ფეხბურთელმა ეს პროცესი წარმატებით გაიარა და, შესაბამისად, ის, უკვე სრულყოფილად, “ბარსელონელია”.

კუნდე “ბარსასთან” 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი €1 მილიარდი იქნება.

ჟიულის პრეზენტაცია 1 აგვისტოს, თბილისის დროით 13:30 საათზე გაიმართება.

სრული განრიგი შემდეგნაირად გამოიყურება:

13:00 | კონტრაქტის გაფორმება სიუტატ ესპორტივას ოფისში;

13:30 | კონტრაქტის გაფორმება საჯაროდ, ტიტო ვილანოვას სახელობის სავარჯიშო მოედანზე და პრეზენტაცია ლურჯ-ბროწეულისფერი ფორმით;

14:15 | პრესკონფერენცია სიუტატ ესპორტივას ოთახში.

კლუბის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, 23 წლის მცველმა დღეს, დარბაზში ინდივიდუალურად უკვე ივარჯიშა, შემდეგ კი სიუტატ ესპორტივაზე გარკვეული სამუშაოებით დაკავდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 30 ივლ 2022, 15:32

    23 წლის მცველმა დღეს, დარბაზში ინდივიდუალურად უკვე ივარჯიშა, შემდეგ კი სიუტატ ესპორტივაზე გარკვეული სამუშაოებით დაკავდა.
    ამ სამუშაოებში რა შედიოდა, ხო არ არემონტებინებენ სტადიონს. satisfied

  • isakichi
    schedule 30 ივლ 2022, 02:46

    სერიოზული შენაძენიაა,უკვე საკმაოზე მეტი რესურსია გუნდში,ბერნარდოც თუ დავიმატეთ ეგ უკვე ძაან დიდი ფუფუნება იქნება,ეგ ბიჭი არი ფუნდამენტი და უნივერსალი ცენტრში,ფიზიკურად რო შეხედავ დაბალი ბუსკეცია ტიპი,მაგრამ მე სიტის თითქმის ყველა თამაშს ვუყურებ,ძაან მოძრავია,ნახევარდაცვაში ყველგანაა,ახლა კლასნი და მაღალი დონე როა მაგას აღარ დავამატებ,ამ ყველაფერს ემატება მისი ბარსაში თამაშის ოცნება,პლიუს ის რომ გვარდიოლას სკოლა ექნება გამოვლილი,აქეთ ხავი დახვდება გვარდიოლას მოწაფე და არც ადაპტაციის პრობლემა იქნება,მოკლედ მეგობრებო ძაან გაგვანებივრენ ტრანსგრებით,მაგრამ ბერნარდო იქნება ამ სატრანსფერო ფანჯრის კულმინაცია

  • MARI=BARCA-fan
    schedule 30 ივლ 2022, 00:32

    პიკეს აჯანყებას უნდა ველოდოთ!!!
    laughing ::დდდ

  • DesmondHume
    schedule 29 ივლ 2022, 23:44

    აი ახლა უკვე ოფიციალურად გილოცავთ კუნდეს დამატებას. დაცვის ცენტრი სადღაც 10 წელი გაუვალი უნდა გვყავდეს არაუხო-კუნდეს სახით <3