ჟიულ კუნდეს “ბარსელონაში” ტრანსფერი, შესაძლოა, დღეს გაოფიციალურდეს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფრანგ მცველს “ბარსაში” გადმოსვლამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს. “სევილიასთან” ვერბალური შეთანხმება მიღწეულია და მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს – მხარეები საბოლოო დეტალებს მალე მოაგვარებენ.
კუნდე და მისი აგენტი, პირადი კონტრაქტის გასულ კვირაში გაფორმების შემდეგ, კლუბების შეთანხმებას ელოდებიან. ტრანსფერში მთავარი როლი ჩავი ერნანდესმა ითამაშა.
გავრცელებული ცნობებით, “ბარსელონა” ჟიულის სანაცვლოდ €55+€5 მილიონს (ბონუსები ადვილად მისაღწევი იქნება) გადაიხდის და ფეხბურთელს 5-წლიან ხელშეკრულებას გაუფორმებს – მისი ხელფასი €6 მილიონი იქნება. პირველად “ბარსამ” ანდალუსიელებს €40+€5 მილიონი შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.
ძალიან კარგი, უნდა დაველოდო დღეს მთელი დღე. სანამ არ გავიგებ ვერ მოვისვენებ.