ელენა კონდისის ინფორმაციით, “ბარსელონა” ჟიულ კუნდეს ნელ-ნელა უახლოვდება.
“ლურჯ-ბროწეულისფერებს” საკუთარი შანსების სჯერათ, მაგრამ ტრანსფერი დახურულად ჯერ არ მიაჩნიათ. “ბარსამ” იცის, რომ ფრანგს კატალონიურ კლუბში გადმოსვლა სურს, რაც მთავარი ფაქტორია.
ამჟამად ჟიული “სევილიასთან” ერთად პორტუგალიაში იმყოფება და “ბარსელონას” ელოდება.
ჟერარ რომერო კი კვლავ ამტკიცებს, რომ კუნდეს “ბარსაში” ტრანსფერი მხოლოდ დროის ამბავია – მხარეები საბოლოო დეტალებს აგვარებენ. ესპანელი ჟურნალისტის ცნობით, “ბარსელონას” დელეგაცია, რომელიც ლას ვეგასში იმყოფება, ამბობს, რომ შეთანხმება მიღწეულია.




ბარსელონა ჟიულ კუნდეს ნელ-ნელა უახლოვდება..
რატომ ნელ-ნელა? მაგ მონაკვეთზე 30კმ/სთ სიჩქარის ნიშანი დგას???

————————————
მ კვირას დადასტურდება თუ მართალია რასაც წერენ
ისე საინტერესოა რო გადმოვა(ამაში ეჭვი აღარ მეპარება) თამაშს როდის შეძლებს, თითქოს ოპერაცია ქონდა გაკეთებული.
ჩვენთან რომ არ მოდიოდეს უკვე ჩელსის ფეხბურთელი იქნებოდა წესით დროის ამბავია 💆
ჯერ ტყუილად არ ჩავთვქლოთ რომ ბარსას ფეხბურთელია, მეც ძაან მინდა მაგრამ ჯერ სანდო ჟურნალისტებიდან არცერთს დაუწერია და მხოლოდ რომერო ამტკიცებს, ვნახოთ რა იქნება, თუ ვერ დავითრიეთ მაგაზეც არ იდარდოთ დიდად, სხვა კარგი ვარიანტებიც არის
ფეოლას სტატიას ველოდები ალემანზე ☺️🤭
Other clubs : We have money
Barcelona : We have Alemani..