იმის შესახებ, რომ მესი ბევრი რამით ჰგავს დიეგო მარადონას, ჯერ კიდევ ლეოს კარიერის დასწყისში იყო ლაპარაკი. ეროვნება, სიმაღლე, გარეგნობა, თამაშის მსგავსი მანერა და არანორმალური ტექნიკა ამის საბაბს ნამდვილად იძლეოდა და მესიმაც, თითქოს შეკვეთით, ხელითაც გაიტანა გოლი და მარადონას ლეგენდარული გოლიც გაიმეორა, ჩამოიტოვა 6 მეტოქე და ულამაზესი გოლი შეაგდო. ამიტომაც უცებ მიაკერეს მეტსახელი “მესიდონა”.
გავიდა დრო და მესიც გამოვიდა თავისი წინამორბედის სახელის ჩრდილიდან, ძირითადად მისი გუნდის შესანიშნავი თამაშით. როგორც კრიტიკოსები ამბობენ: გამოჩნდა საჭირო დროს, საჭირო ადგილას და აალაპარა მსოფლიო. ამაში ჩავის როლი უდავოდ დიდია, ასეთი მეპასე რომ მყავდეს, მეც გავხდებოდი საუკეთესო, აღნიშნა ერთხელ ერთმა “მანჩესტერის” ფანმა.
და ამასობაში გაჩნდა კიდეც კითხვა: მესი თუ მარადონა? და აქ ლეოს ბევრი არგუმენტი აღმოაჩნდა: ზედიზედ სამჯერ (უკაცრავად, ბოდიშს ვიხდი, უნდა დაველოდოთ წლის ბოლოს) მოპოვებული ოქროს ბურთი, 24 წლის ასაკში, 3–ჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგა (რაც დიეგოს არც დასიზმრებია), კიდევ ბევრი რეკორდი და ახალგაზრდა თაობასაც გამოუჩნდა თავისი დროის ცოცხალი ლეგენდა, უკვე აღარ გვჭირდება მამების მონათხრობი მარადონაზე, პლატინიზე და ა.შ
თუმცა უკვე დიდი ხანია, რაც არის ლაპარაკი იმის შესახე, რომ მესი დიეგოს გვერდით ვერ დადგება. და დამნაშავე ამაში არის მხოლოდ…..ნაკრები, რომელშიც ლეო თავის თავს არ ჰგავს. მას სერიოზული არაფერი მოუგია ნაკრებში. ამიტომაც ამბობენ: სანამ ის მსოფლიო თასს არ აღმართავს, დიეგოს ვერ შეედრება. ამბობენ რომ ჩავი–ინიესტას გარეშე ის არანაირი ღმერთი არ არის და ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელია. წარმოიდგინეთ თვითონ მესის როგორ მობეზრდა ალბათ ასეთი საუბრები….
მოდი ჩვენ კი დავიწყოთ გაანალიზება მათი თამაშისა, შევადაროთ ეს ორი ფეხბურთელი და გავამახვილოთ ყურადღება რამდენიმე ფაქტორზე, რომელიც ხშირად ავიწყდებათ ამ ორი გენიის შედარებისას.
1)დრო... მარადონა თამაშობდა მაშინ, როდესაც საფეხბურთო მოდაში იყო მოკლე ტრუსები და გრძელი გამაშები. აშკარაა ფეხბურთი შეიცვალა…დიდებული მცველები მაშინაც იყვნენ, თუმცა სადავო არაა, რომ დაცვას ახლა უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ. ტაქტიკური სქემები, ჩანაფიქრები, რას არ გააკეთებ, როცა ფეხბურთში ამდენი ფულია. ჩემპიონთა ლიგის ფლეი–ოფში ერთი ბურთის გაშვებაც კი საკუთარ მოედანზე სრული კატასტროფაა და ნებისმიერ გუნდს შეუძლია ამის გაკეთება. მარადონას დროს კი ფეხბურთი უფრო რომანტიული იყო, მაშინ მას ერთი ფინტით შეეძლო 3 მცველი ჩამოეშორებინა, ახლა კი, როცა საფეხბურთო სისწრაფეები გაიზარდა და დაცვის ორგანიზებაც უკვე ორ ეშელონად ხდება, ეს ძალზე იშვიათი შემთხვევაა.ეს იმის გამო არაა, რომ ცუდი თავდამსხმელები თამაშობენ, უბრალოდ ახლა კლუბები თავიანთ ქმედებას უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ. მცველების დაზღვევაც უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა. სწორედ ამიტომაა მესი ასეთი დიდი, რომ იმას აკეთებს, რასაც მარადონა აკეთებდა, ოღონდ 25 წლის შემდეგ . ესაა დასაფასებელი, ვერავინ შეედრება დიდებულ ლიონელს ბურთის ფლობის ტექნიკასა და მასთან ერთად გადაადგილებაში. ჰოდა, ჩნდება ერთი ძალიან საინტერესო კითხვა: როგორი იქნებოდა დღეს მარადონა?
I ნაწილის დასასრული



