AS-ის ინფორმაციით, ჟერარ პიკე ექიმებისგან თამაშის ნებართვას მალე მიიღებს და, შესაძლოა, ხვალ “რეალის” წინააღმდეგ მოედანზე ვიხილოთ.
ვეტერანმა მცველმა ტრავმა ლა ლიგის გასული სეზონის 34-ე ტურში მიიღო და, მიუხედავად იმისა, რომ გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მას შემდეგ არ უთამაშია. ჟერარს ბარძაყის ტრავმა აწუხებდა.
ზემოხსენებული წყაროს ცნობით, “რეალთან” მატჩს ფერან ტორესი გამოტოვებს და, შესაძლოა, მწვანე მინდორს “იუვენტუსთან” შეხვედრაში (27 ივლისს) დაუბრუნდეს. მან წინა სეზონში საკმაოდ ბევრი ითამაშა და ახლა მთავარი მიზანია, ლა ლიგის ახალი სეზონის პირველი ტურისთვის მზად იყოს.




არა სულ ეგრეა ვარჯიშებზე, ვადევნებ თვალს😄
პიკე გადაეჩვია ტრუსების ქალურად აკეცვას?
გაუსწორდე იქნება ამ ტორესს რაზვალი