workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
ინტერვიუ რობერტ ლევანდოვსკისთან

ინტერვიუ რობერტ ლევანდოვსკისთან

“ბარსელონას” ახალწვეული, რობერტ ლევანდოვსკი კლუბის ოფიციალურ არხს ესაუბრა.

“ბაიერნში” გატარებული ამდენი წლის შემდეგ, რა თქმა უნდა, კლუბის შეცვლა მარტივი არ იყო, მაგრამ, ყველამ იცის, რომ ლა ლიგაში თამაში ყოველთვის მსურდა.

“ბარსელონას” ფეხბურთელებიდან რამდენიმეს უკვე ვიცნობდი, მათ შორის, მათაც, ვისთანაც არასდროს მითამაშია, და პირადი კონტაქტი მქონდა, რამაც გადაწყვეტილება გამიადვილა. ამასთან, ობამეიანგთან “დორტმუნდში” მითამაშია და მას კარგად ვიცნობ. ვფიქრობ, ადაპტაცია რთული არ იქნება, რადგან ამ პროცესისთვის საუკეთესო გზა იმის ჩვენებაა, რაც მოედანზე შეგიძლია და ასევე მის გარეთ.

ერთად გასატარებლად საკმარისი დრო გვაქვს და “ბარსელონაში” ჩემს მომავალს მოუთმენლად ველოდები.

როცა პირველად გავიგე, რომ “ბარსა” ჩემით ინტერესდებოდა, ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან საინტერესო იქნებოდა და ვამაყობდი. რა თქმა უნდა, “ბაიერნში” ყველაფრის მოგების შემდეგ, მინდოდა, კარიერაში ახალი ნაბიჯი გადამედგა.

როდესაც მატეუ ალემანისა და პრეზიდენტს ვესაუბრე, მივხვდი, რომ მათ გუნდში ჩემი მიყვანა ძალიან სურდათ და ტრანსფერისთვის ყველაფერს აკეთებდნენ – ჩემთვის ეს ნიშანი იყო, რომ საკუთარი თავისთვის მეთქვა: “კარგი, მზად ვარ, თქვენთან გადმოვიდე და “ბარსელონას” ღირსება დავიცვა.”

“ბარსასთვის” ბოლო თვეებიც კი რთული იყო, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ მომავალში ყველაფერი კარგად იქნება და გუნდი მწვერვალისკენ სწრაფად მიემართება. ამიტომაც, “ბარსელონაში” გადმოსვლაზე ბევრი არ მიფიქრია – ეს ჩემთვისა და კლუბისთვის სწორი დრო იყო.

მე ვარ ადამიანი, რომელსაც მოსმენა უყვარს და ასევე იმის თქმა, თუ რა შესაძლებლობები აქვს, ამიტომ, პრობლემები არ მექნება.

ჩავისთან პირველი საუბრის დროს მივხვდი, რომ ის საკმაოდ მკაცრია და იცის, რა უნდა გააკეთოს. ყველაფრისთვის მზად ვარ და ვიცი, რომ ერთად მუშაობით მომავალში ბევრს მივაღწევთ.

ჩავისთან მუშაობით აღფრთოვანებული ვარ, რადგან ვიცი, ფეხბურთელობის დროს მას მოედნის როგორი ხედვა ჰქონდა, ახლა კი ამას მწვრთნელის რანგში გააკეთებს. ეს ჩემთვის კარგია, რადგან კარიერის განმავლობაში ბევრი დიდებული მწვრთნელი მყოლია – იურგენ კლოპით დაწყებული, შემდეგ პეპ გვარდიოლა, ანჩელოტი, ჰანსი ფლიკი… ისინი განსხვავებული სპეციალისტები იყვნენ. ვიცი, რომ ჩავის ხელმძღვანელობით წარმატებების მიღწევა შეგვიძლია.

თუ ლა ლიგასა და ბუნდესლიგას შევადარებთ, შემიძლია ვთქვა, რომ სიჩქარეებისა და ბურთის გარეშე მოქმედების მიხედვით გერმანია უფრო ძლიერია, ესპანეთში კი უფრო მეტი ტექნიკა და ბურთის შენარჩუნება გჭირდება. პრიმერა დივიზიონში იმდენი სირბილი არ გიწევს, რამდენიც ბუნდესლიგაში. მე შემიძლია, ნებისმიერ სისტემას მოვერგო.

პეპმა ბევრი რამ ამიხსნა, არა მხოლოდ ფეხბურთზე, ის “ბარსელონაზეც” მესაუბრებოდა. გვარდიოლა 2 წელი მწვრთნიდა, მაგრამ ეს ყველაზე გრძელი 2 წელი იყო ფეხბურთში, რადგან ბევრი რამ ვისწავლე და ვესაუბრე.

ესპანური კლუბების წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე მითამაშია და მათი დონე ვიცი.

ალბათ, არ ვარ ადამიანი, რომელიც ყოველ წუთს საუბრობს, მაგრამ ვცდილობ, მოედანზე ლიდერი ვიყო და თანაგუნდელებს დავეხმარო.

როცა პედრი, გავი და ანსუ ფატი პირველად ვნახე, მივხვდი, რომ მათ უდიდესი პოტენციალი აქვთ. დარწმუნებული ვარ, ისინი ყოველ მატჩში განვითარდებიან.

“ბარსელონას” ადგილი მწვერვალზეა. მინდა, ფანებს უდიდესი ბედნიერება მივანიჭო.

“ბარსას” წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო მატჩები? ეს შეხვედრები მარტივი იყო, რადგან კლუბს პრობლემები ჰქონდა, მაგრამ “ბარსელონა” მაინც დიდი გუნდია, შესანიშნავი ისტორიით.

შემიძლია, ნებისმიერ სტილში ვითამაშო – მოკლე თუ გრძელი პასებით.

პეპთან მუშაობის შემდეგ, ვფიქრობდი, რომ “ბარსელონაში” თამაში უფრო გამიმარტივდებოდა. გვარდიოლა დიდებული მწვრთნელია, რომელსაც თავისი ფილოსოფია და ტაქტიკური განათლება აქვს. მასთან მუშაობამ ფეხბურთზე წარმოდგენა შემიცვალა.

– უთხრა პოლონელმა Barça TV-ს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • nika 54
    schedule 24 ნოე 2024, 13:09
    #12

    ორი აზრი არაა, პროფესიონალია თავის საქმეში.

  • C.PC5
    schedule 23 ნოე 2024, 10:35
    #11

    ეს სეზონი ბოლომდე მიიყვანე როგორც თამაშობ და შენს ოქროს ბურთსაც ჩაიხუტებ საბოლოოდ.

  • alwaysculerr
    schedule 23 ნოე 2024, 09:09
    #10

    კაცი ხარ კაცური

  • La Pulga10
    schedule 23 ნოე 2024, 09:07
    #9

    ლომი ხარ ბებერ. ბევრს მაზავს თორე ყოველ თამაშში ჰეთრიკებს უნდა ასრულებდეს.

  • nika 54
    schedule 23 ივლ 2022, 17:25
    #8

    ხვალ დილით გამოჩნდება როგორ აითვისე პეპის გაკვეთილები. იმედია რეალს ასიამოვნებ და ბენზემას მასტერ კლასს ჩაუტარებ.

  • VanillaSoul
    schedule 23 ივლ 2022, 03:13
    #7

    ციტატა: .Gladiator.

    ციტატა: VanillaSoul
    პაუ ტორესზე იწერება და არ არის ცუდი ვარიანტი ნამდვილად.


    ლენგლეა ოღონდ მაღალი 😂


    ჯერ ერთი ლანგლეც საკმაოდ მაღალია, მერე კიდე ლანგლეზე გაცილებით უკეთესი მცველია პაუ.

  • Prometheus
    schedule 22 ივლ 2022, 22:55
    #6

    ვილიარეალის ამოტენას ველოდები ;დდდ
    კიდე არ მჯერა რო ეს კაცი ჩვენთან ითამაშებს

  • .Gladiator.
    schedule 22 ივლ 2022, 22:21
    #5

    ციტატა: VanillaSoul
    პაუ ტორესზე იწერება და არ არის ცუდი ვარიანტი ნამდვილად.


    ლენგლეა ოღონდ მაღალი 😂

  • katalomia
    schedule 22 ივლ 2022, 22:18
    #4

    მახსოვს ანრის ზუსტად ასეთივე სიტყვები პეპზე : ფეხბურთი არ მცოდნია რა ყოფილაო პეპამდეო. სპუტნიკიდან რო შეხედო მთლიან დედამიწას, დაახლოებით ნასე ხედავდნენ ფეხბურთს ყველა, პეპის ბარსამდე, შემდეგ კი : იგივე სპუტნიკიდან ასჯერ მეტი ზუმით რო დაინახო, კონტინენტები, მერე ქვეყნები გამოჩნდება, მერე დედაქალაქები და ა.შ. აი ხავი, ვფიქრობ უფრო ღრმად "კამპნოუმდე" დაანახებს ყველას ფეხბურთს😃

  • VanillaSoul
    schedule 22 ივლ 2022, 21:39
    #3

    პაუ ტორესზე იწერება და არ არის ცუდი ვარიანტი ნამდვილად.

  • ChuxrELia
    schedule 22 ივლ 2022, 21:22
    #2

    ნაგელსმანი ანუ დილდოაო? 🤭

  • Nodariko Dzadzamia
    schedule 22 ივლ 2022, 21:04
    #1

    პრობლემის მოგვარების ხერხი მომაფიქრდა ბარსას მაღაზიაში ხომ არ აქვთ ასო დაბლიუ რადგან მის სახელში ორი დაბლიუ უწერია მეორე ამოიღონ ჩასვან გ და გამოვა მისი ნამდვილი სახელი ლევანგოლსკი