“ბარსელონამ” რობერტ ლევანდოვსკი უკვე წარადგინა, მაგრამ ჯერ არ ვიცით, პოლონელი რა ნომერს მოირგებს და ის საქმეში არც ამხანაგურ მატჩში გვინახავს.
Sport-ის ინფორმაციით, “ბარსას” სურს, კლუბის ვარსკვლავურმა ახალწვეულმა 9 ნომერი ატაროს, რაც მარკეტინგული გათვლაც იქნება. კატალონიელები მისი ფორმების გაყიდვით დაახლოებით €20 მილიონის გამომუშავებას ვარაუდობენ.
ამავე წყაროს ცნობით, ეს მხოლოდ “ბარსელონას” სურვილი არაა – ლევანდოვსკის კონტრაქტში არის პუნქტი, რომელიც სწორედ 9-ნომრიანი მაისურის მორგებას ითვალისწინებს.
ამჟამად, ხსენებული ნომერი მემფის დეპაის ეკუთვნის, რომელმაც, შესაძლოა, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგები ამ ზაფხულში დატოვოს. თუ ასე არ მოხდა, კლუბს მოუწევს, ის 9-იანის დათმობაზე დაითანხმოს.
დიდი ალბათობით, ლევანდოვსკის დებიუტი 24 ივლისს, “რეალის” წინააღმდეგ შედგება და საინტერესოა, ამ მატჩში ის მოედანზე რა ნომრით გავა.




nika 54,
მეც მაგას ვამბობ მეგობარო ეს ჩამორთმევა რა პონტია თუ წავიდა კი ბატონო არანაირი პრობლემა არ იქნება უბრალოდ პიროვნულად უნდა გადაწყვიტოს ტიპმა მაშინ მიცემს თუ არა 9 ნომერს
სატელევიზიო უფლებების გასხვისება ან დღეს ან ხვალ გაოფიციალურდებაო ბარსა მაქსიმალურად ცდილობს რომ დააჩქაროსო დღესვე უნდა მოყომარება რომ კუნდეს ოფიციალური შეთავაზება გაუკეთოს მოცდა სთხოვა კუნდესო დაველოდოთ რა როგორ იქნება…
რაც არ უნდა გვიხაროდეს ამის 9 ნომრით ხილვა, მაინც ადამიანურად არ არის სწორი რასაც აპირებენ. კონტრაქტს რო აფორმებდნენ სადმე ეწერა რო 9 ნომერი თავისუფალია-ო? ან კონტრაქტში ასე უწერიათ თუ დეპაი არ მისცემს თავის ნომერს გავაგდებთო? აქ საქმე თვითონ დეპაიმ უნდა გადაწყვიტოს თუ თვითონ კაცურად მოიქცევა და იტყვის აგერ შენ ძმაო 9 ნომერი უფრო გეკუთვნისო მე სხვას ავიღებო, როგორც ნეიმარმა შესთავაზა მესის ან არ მისცემს თუ პრინციპზე დადგება და მერე რა ხდება? გააგდებენ იმიტომ რო ნომერი არ დაუთმო? მოკლედ ეს დიდი სისულელეა თუ კონტრაქტში მართლა ჩაუწერეს ეს პუნქტი. რაც ყველაზე ცუდია არავაჟკაცური და ბარსას ეს არ ეკადრება.
კლუბი ჩამოართმვს დეპაის 9 ნომერს და მისცემენ ლევანას როგორც ბრაიტას თემა იყო ისე
დეპაი წავა დიდი ალბათობით, კარგი ფეხბურთელია, ამ ეტაპზე დემბელეზე და ტორესზე მაღლაც დგას მაგრამ ასეა საჭირო და უნდა წავიდეს, შეტევაში და ნახევარ დაცვაში არავის დამატება არ გვჭირდება, აი დაცვაში 2 კაცი გვინდა, ერთი აზპი და მეორე კუნდე, მაგრამ კუნდე მემგონი აგვახია ჩელსიმ ასე რომ გვარდიოლი ან ბასტონი ან შკრინიარი გაასწორებს, ალბაცთან როტაციისთვის ბალდეც გვყავს რონელიც წინა თამაშში ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდა, ასისტიც გააკეთა და შანსს ი.სახურებს ჩემი აზრით
ჯერ არ ვიცით. ალბათ, შეიძლება, კომპენსაციის გადახდა მოუწიოს კლუბს.
რასქვია კონტრაქტი ითვალისწინებს?? ანუ თუ დეპაი არ წავიდა და არც დათმო აი მაგ შემთხვევაში რახდება?
დეპაი წავა კაცო,აბა განაცხადს მიღმა ხო არ დარჩება ხოლმე.ბევრი ფეხბურთელი გროვდება და აღარაა მაგის ადგილი.იმ დებილს,რომ გაუხანგრძლივეს ჯობდა დეპაი დაეჩენილიყო.