“ბარსელონას” ახალი თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი კატალონიური კლუბის არჩევის მიზეზებზე საუბრობს:
რატომ ავირჩიე “ბარსელონა”? არ მინდოდა, 10 წლის შემდეგ სარკესთან დავმჯდარიყავი და საკუთარი თავისთვის მეთქვა, რომ კარიერაში ყველაფერს ვერ მივაღწიე, მათ შორის, ჩემს ერთ-ერთ ოცნებას, რომელსაც ლა ლიგაში თამაში ჰქვია.
პინი ზაჰავი არასდროს ნებდება, ეს გასაოცარია. პარასკევს მას ვესაუბრე, მადლობა გადავუხადე და მიპასუხა: “ალბათ, ეს ჩემს კარიერაში ყველაზე რთული გარიგება იყო, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით.” პინისი მადლიერი ვარ.
ზაჰავი ეგოისტი არაა. მას მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს – თავისი კლიენტებისთვის საუკეთესო პირობების შექმნა. ვფიქრობ, “ბაიერნის” ლიდერებმა იციან, რომ პინი პროფესიონალია
– განაცხადა პოლონელმა ვარსკვლავმა.
დიდი ალბათობით, “ბარსაში” ლევანდოვსკის დებიუტი 24 ივლისს, ლას ვეგასში, “რეალის” წინააღმდეგ შედგება.




რეალი უნდა აწამო და მერე დადგები სარკის წინ და იტყვი: ,,მთავარი შევძელი, კლასიკოში რეალი დავიხვიე შანდალაზე"
ნუ ბაიერნის ფანები რაზე ბრაზდებიან პროსტა, ტიპმა მთელია კარიერა ფერმერ ლოგაში გაატარა და ამ სიბერეში ახალი გამოცდილების მიღებაც სურდა, ლევანას ბევრი რამე აქვს გაკეთებული მაგათთვის და მოგებულ ტიტულებშიც მთავარი წვრირლი მას შეჰქონდა
კარგია თუ გოლების ანგარიშს რეალთან გახსნის.