“ბარსელონასა” და “სევილიას” სპორტული დირექტორები, მატეუ ალემანი და მონკი ჟიულ კუნდეს ტრანსფერის ფასზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ჟერარ რომერო ავრცელებს.
ალემანისა და მონკის შეთანხმება ჯერ არ ნიშნავს იმას, რომ კლუბები საბოლოოდ შეთანხმდნენ, რადგან “ბარსას” “სევილიასთვის” ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა ეს ტრანსფერის განხორციელებისკენ აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია.
პრობლემას ის ქმნის, რომ “სევილიას” ფრანგი ცენტრალური მცველით სერიოზულადაა დაინტერესებული “ჩელსი” და ესპანური მედიის ცნობით ანდალუსიელებს ურჩევნიათ, კუნდე ლონდონურ გუნდში გაუშვან. თავად ფეხბურთელს “ბლაუგრანა” ურჩევნია, მაგრამ ის “ჩელსიში” თამაშზეც თანახმაა.
რომეროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ კუნდე “ჩელსიში” გადავა, ლონდონელები სესარ ასპილიკუეტას “ბარსაში” მაშინვე გამოუშვებენ, ხოლო თუ კუნდე კატალონიელებს დარჩათ, მაშინ მათ ლოდინი მოუწევთ, სანამ “ჩელსი” ასპილიკუეტას შემცვლელს მოძებნის.
ალემანისა და მონკის შეთანხმება ჯერ არ ნიშნავს იმას, რომ კლუბები საბოლოოდ შეთანხმდნენ, რადგან "ბარსას" "სევილიასთვის" ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებია.
ზუსტადაც იმას ნიშნავს, რო კლუბები შეთანხმდნენ (როცა სპორტული დირექტორები თანხმდებიან, აბა რა ფუნქცია ევალება მეტი სპორტ დირექტორს?!) კლუბმა წინასწარ იცის რა ფარგლებში შეუძლია "ვაჭრობა" სპორტ. დირექტორს და თუ შეთანხმებას მიაღწიენ, ესეიგი პეჩატი აკლია მარტო😃 გაოფიციალურებას!
იმედია დავითრევთ
გამოუშვან დროზე, ასპილიკუეტას თუ არ გამოუშვებენ დაიტოვონ თავისთვის.
როგორ ფიქრობ ლაპორტაზე რო იყოს დამოკიდებული ასე გაწელავდა დროს😁
კუნდე არ უნდა დავკარგოთ არავითარ შემთხვევაში !
კუნდე უეჭველია რაა,რას წელავენ პაჭიკოს გარმონივით დროზე გააქტიურონ მეორე ბერკეტი.
ჩელსიში გადადისო წეღან წავიკითხე და არვიცი არადა უეჭველი მოსაყვანია ამ დეიონგს გააჯ*ევინონ და სილვა მოიყვანონ კუნდე და სილვა უეჭველი და აზპი უკვე მოსულია ფაქტობრივად
ეს ტრანსფერი მაქსიმალურადაა დასაჩქარებელი!!!
კუნდე აუცილებლად უნდა ვითრიოთ ეგ და არაუხო თანატოლები არიან მგონი და ერთმანეთს კარგად გაუგებენ და გაუვალი კედლები იქნებიან
რასაც ალემანი აკეთებს არაა იოლი საქმე და ამ კაცს ყველა მადლობას უნდა ვუხდიდეთ!!!