“ბარსელონას” ცენტრალური მცველი, ერიკ გარსია, “ინტერ მაიამისთან” მოგებული მატჩის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს:
გუნდი ტოპ ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული: თითოეულ პოზიციაზე არაერთი მოთამაშე გვყავს, რაც გუნდისთვის კარგია – კონკურენცია ყველას უკეთესს ხდის.
ბერნარდუ სილვა? მასთან არ მისაუბრია. ჩვენ მეგობრები ვართ და ყველამ იცის, ის რა დონის ფეხბურთელია, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება.
ჩემპიონატში თამაში სწორედ ასე უნდა დავიწყოთ.
როცა მცველი ხარ, რა თქმა უნდა, გირჩევნია, ლევანდოვსკი შენს გუნდში იყოს. ის მსოფლიო დონის ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დაგვეხმარება.
თუ ვარჯიშს ასეთი ინტენსიურობით გავაგრძელებთ, დასახულ მიზნებს მივაღწევთ.




შენთვის კიდე ბევრია საჭირო ბარსელონაში, სიმშვიდე რო შეინარჩუნო))))
მე არ ვიცი ვინ რას ფიქრობთ მაგრამ მე როგორც არასოდეს დარწმუნებული ვარ წელს ტრიპლეტი დაიდება და აი დაიმახსოვრეთ ყველამ…
აბა ლაპორტა იყიდე მბაპე, ჰოლანდი, ნეიმარი, მესი, ბენზემა ვინისიუსი, და ერთი ორი კაი ბომბარდირი რო გარსია მშვიდად იყოს და აღარ ინერვიულოს.
წელს მინიმუმ 2 თასი მაინც უნდა მოვიგოთ ტებასის ჯინაზე