ჟერარ რომეროს ინფორმაციით, “ბარსელონამ” ჟიულ კუნდესთან 4-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა.
ჟურნალისტის ცნობით, ფრანგი მცველის “ბარსაში” გადასვლის ძალიან დიდი შანსი არსებობს. “ჩელსი” მის შეძენას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ უდიდეს ძალისხმევასა და თანხას გაიღებს.
რომეროს თქმით, მან რამდენიმე ადამიანისგან მიიღო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კუნდე “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდება. ჟიულს კატალონიური გრანდში გადმოსვლა სურს, რაც ყველაზე მთავარია.
ახალგაზრდა ფებურთელთან შეთანხმებულ 4-წლიან ხელშეკრულებაში ბონუსები (ე.წ. ცვლადები) მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ასევე, კონტრაქტში იქნება პუნქტი, რომელიც მის ტრავმიანობას უკავშირდება.
ტრანსფერში გადამწყვეტ ფაქტორს ჟორჟე მენდეში წარმოადგენს. მუდმივ კონტაქტზე არიან მატეუ ალემანი და მონჩიც (“სევილიას” სპორტული დირექტორი). მოსალოდნელია, რომ სატრანსფერო ღირებულება 55 მილიონ ევროს მიაღწევს.




კარგად ჩამოუყვანიათ, 70-ს არ ითხოვდნენ?
ოო კაია
ოპა ოპა კაიააა
55 მილიონად თუ გაამოვა ეს ტრანსფერი ძაან მაგარი ფასია, რამდენიმე დღის წინ 60-65 იწერებოდა. თან სევილიას დეპაი ოდნავ მაინც თუ მოსწონს, დეპაის + 25-30 მილიონადაც შეიძლება გამოვძვრეთ. ტრავმიანობის პუნქტი ჭკვიანური გათვლაა, აგერ უმტიტი-არაუხოს დუეტი გაუვალი უნდა ყოფილიყო ამ დროისთვის და სულ არ დაგვჭირდებოდა კუნდე, მაგრამ ტრავმებმა რაც უქნა კი ვხედავთ…
მალე გაოფიციალურდეს რააა მაგრად ველოდები ამას..