workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონასა და ჩელსის ბრძოლა გრძელდება

ბარსელონასა და ჩელსის ბრძოლა გრძელდება

“სევილიას” ჟიულ კუნდეს “ჩელსიში” გაყიდვა სურს, რადგან ინგლისელები უფრო დიდ თანხას იხდიან, მაგრამ, უშუალოდ ფეხბურთელთან კომუნიკაციის შემდეგ, “ბარსელონაში” ოპტიმიზმი სუფევს, ვინაიდან, ისინი ფრანგს შეუთანხმდნენ, რომ მეორე ბერკეტის გააქტიურებამდე მოიცადონ.

ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, ანდალუსიური კლუბი ახალგაზრდა მცველში 60 მილიონ ევროზე მეტს ითხოვს. მათ სურთ, ეს თანხა დაუყოვნებლივ მიიღონ და იმედოვნებენ, რომ, საბოლოოდ, ფეხბურთელის გაყიდვას 65 მილიონად შეძლებენ. “ჩელსის” იმედი აქვს, რომ გარიგება ამ კვირაში შედგება. “ბარსას” ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებია, “სევილია” კი სწორედ მათ წინადადებას ელის.

კუნდესთან დაახლოებული წყაროები იუწყებიან, რომ ფრანგი “ჩელსიში” კალიდუ კულიბალის გადასვლით ბედნიერია და ფიქრობს, რომ “სტემფორდ ბრიჯზე” გადაბარგების შემთხვევაში მისგან ბევრს ისწავლის. თუმცა, ჩავი ერნანდესმა ჟოან ლაპორტას პირდაპირ უთხრა: ჟიული მთავარი სამიზნეა. ამიტომაც, კატალონიური კლუბი “სევილიას” ოფიციალური წინადადებით დანამდვილებით მიმართავს. გუნდებს შორის ღია ბრძოლა მიმდინარეობს…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • me da barca
    schedule 19 ივლ 2022, 19:41

    ამ ჩელსიმ რეალის როლი მოირგო. ფასს ბერავს.

  • Barca1980
    schedule 19 ივლ 2022, 14:43

    ციტატა: El pistolero 9
    Barca1980,
    ლისანდრო მანჩესტერმა წაიყვანა უკვე.

    გამოდის კუნდეს დაკარგვა კატასტოფა იქნება ჩვენთვის .

  • nika 54
    schedule 19 ივლ 2022, 14:31

    შეთავაზება არ გაუკეთებიათ და ამდენჯერ დაიწერა ბარსას უახლოვდებაო?

  • Novak Djokovic
    schedule 19 ივლ 2022, 13:50

    ყველა ავახიეთ და რაღა კუნდეს წაიყვანენ

  • El pistolero 9
    schedule 19 ივლ 2022, 13:31

    Barca1980,
    ლისანდრო მანჩესტერმა წაიყვანა უკვე.

  • EL MAESTRO 6
    schedule 19 ივლ 2022, 01:54

    არანაირად არ უნდა დავთმოთ კუნდე, საუკეთესო ვარიანტია და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ მაგისთვის, ალემანის იმედი მაქვს, კუნდესთვის ფული ნაღდად არ უნდა დავიშუროთ

  • Barca1980
    schedule 19 ივლ 2022, 01:29

    გეგმა ბ ლისანდრო მარტინესია , თუმცა ჩავი მაგ ვარიანტზე საერთოდ არ ფიქრობს . რაც შეეხება , პაუ ტორეს , მეგონა რომ მისგან ძალიან მაგარი მცევი დადგებოდა , თუმცა მაგ ბიჭს ძალიან დიდი მინუსი აქვს , გადამწყვეტ თამაშებში , ლენგლეზე უარესად თამაშობს , როგორც ნაკრებში , ასევე კლუბში . უფრო ძლიერი მენტალობის მცველი გვჭირდება , ისეთი როგორიც კულიბალი იყო , თუმცა რა გამოდის ორივე ვარიანტი დაცვის გაძლიერების რაც გვქონდა , ჩელსიმ გვაჯობა ? და ალონსო – ასპის გვაყიდის ჩვენ აქეთ ?

  • La Pulga10
    schedule 19 ივლ 2022, 01:22

    მალე კონტრშეთავაზება უნდა გაუკეთონ.იყოს 65 მილიონი,ყველა ვარიანტში უნდა მოიყვანონ ეს.

  • basa7
    schedule 19 ივლ 2022, 01:00

    ცუდი სუნი აუვიდა კუნდეს ტრანსფერს რაღაც

  • BARC4ever
    schedule 19 ივლ 2022, 00:57

    ციტატა: Don_Andresito
    გეგმა ბ არ გვყავს? პაუ ტორესზე იჩალიჩონ მიკვირს ჩავის რო არ უნდა. არადა ესპანელია 😁

    რავიცი,მე პირადად მაგას ბარსელონაში ვერ ვხედავ კარგ მცველად.

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 19 ივლ 2022, 00:54

    ციტატა: Don_Andresito
    გეგმა ბ არ გვყავს? პაუ ტორესზე იჩალიჩონ მიკვირს ჩავის რო არ უნდა. არადა ესპანელია 😁

    ალემანის გეგმა ბ არ სჭირდება sunglasses

  • Don_Andresito
    schedule 19 ივლ 2022, 00:51