workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟულიანო ბელეტი: ლევანდოვსკის ტრანსფერისგან მიღებული ემოციები იმ გრძნობებს ჰგავს, რომელიც ბარსაში რონალდინიოს გადმოსვლისას დაგვეუფლა

ჟულიანო ბელეტი: ლევანდოვსკის ტრანსფერისგან მიღებული ემოციები იმ გრძნობებს ჰგავს, რომელიც ბარსაში რონალდინიოს გადმოსვლისას დაგვეუფლა

“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ჟულიანო ბელეტი ჟოან ლაპორტასა და რობერტ ლევანდოვსკიზე საუბრობს.

ლაპორტასი მჯერა. ასეთ რთული მომენტში და მსგავსი ზეწოლის ფონზე, ამ პასუხისმგებლობის აღება მარტივი არაა, მაგრამ, სწორი მუშაობით, ყველაფერი ნორმას დაუბრუნდება.

ლევანდოვსკი დიდებული ფეხბურთელია. მას ძლიერი ხასიათი აქვს, რაც გასახდელ ოთახსაც გადაედება. რობერტი ბევრს გაიტანს. დარწმუნებული ვარ, მისგან დიდ სიამოვნებას მივიღებთ.

ლევანდოვსკის ტრანსფერისგან მიღებული ემოციები იმ გრძნობებს ჰგავს, რომელიც “ბარსაში” რონალდინიოს გადმოსვლისას დაგვეუფლა.

მალე “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის თასით ვნახავთ.

– განაცხადა ბრაზილიელმა.

ბელეტი “ბარსელონაში” 2004-07 წლებში ასპარეზობდა. ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით ჩატარებულ 103 მატჩში მის ანგარიშზე ერთადერთი გოლია – 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ლონდონის “არსენალის” კარში.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 19 ივლ 2022, 15:10
    #4

    შენს პირს შაქარი ძმაო.

  • me da barca
    schedule 18 ივლ 2022, 21:50
    #3

    1 გოლი და ისიც ლიგის მომტანი🏆🎖

  • EL MAESTRO 6
    schedule 18 ივლ 2022, 21:28
    #2

    ნუ ახლა რონის ტრანსფერს ვერ შეედრება ნამდვილად, რონი ჯერ უკეთეს ასაკში იყო და ისეთი ფეხბურთელი იყო რომ მაგისი გახურების საყურებლად ივსებოდა ტრიბუნები,ასე რომ ცუდი შედარებაა, რონი უფრო სასიხარული იყო, ანრის ტრანსფერს უფრო შევადარებდი

  • La Pulga10
    schedule 18 ივლ 2022, 21:12
    #1

    ციტატა: Griezzy7
    ეხლა სანამ კუნდეს არ მოიყვანენ მოვკვდები ნერვიულობით. არ აგვახიოს ჩელსიმ რაა, შეიძლება ითქვას რომ ლევანდოვსკზე მეტადაც გვჭირდება კუნდე


    ჩვენია კუნდე.დაუჩქარებენ ესენიც და მოიყვანენ.