მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილია: “განსხვავება “ბარსასა” და ესპანეთის ნაკრებს შორის არის – მესი”

ვილია: “განსხვავება “ბარსასა” და ესპანეთის ნაკრებს შორის არის – მესი”

ესპანეთის ეროვნული ნარკებისა და კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი, დავიდ ვილია სანჩესი, ფიქრობს, რომ “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების სათამაშო სტილს შორის დიდი განსხვავება არაა, უბრალოდ კლუბში მათ ჰყავთ ლიონელ მესი, ნაკრებში კი – არა. იტყობინება გავლენიანი კატალონიური გამოცემა “სპორტი”.

 

დავიდ ვილიამ ეს ყველაფერი იმით ახსნა, რომ ეროვნულ ნაკრებში ძალიან ბევრი “ბარსელონას” მოთამაშე ასპარეზობს: “ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” სათამაშო სტილში დიდი განსხვავება არ არის. საქმე იმაში გახლავთ, რომ ეროვნულ გუნდში უამრავი “ბარსას” ფეხბურთელია. ბოლო შეკრებაზე ნაკრებში გამოძახებული იყო 9 “ბლაუგრანას” ფეხბურთელი. ვფიქრობ, ყველაზე დიდი განსხვავება ჩვენს ნაკრებსა და კლუბს შორის არის ის, რომ არ გვყავს ლიონელ ანდრეს მესი”. დაასრულა დავიდ ვილიამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში