“ბარსელონას” მარჯვენა მცველი, სერჟინიო დესტი რამდენიმე თემაზე საუბრობს.
“ბარსაში” ბედნიერი ვარ და ნამდვილად აქ ვრჩები.
გუნდს პოტენციალი აქვს და ახალი თაობის შექმნის პროცესშია, რასაც დრო სჭირდება.
ჩვენ “ბარსელონა” ვართ, რომლისგანაც ყველა საუკეთესოს მოელის. ვფიქრობ, დიდებული სეზონი გვექნება.
გასულ წელს 2 მძიმე დაზიანება მქონდა. მინდა, ტრავმები არ მივიღო და მთელი სეზონი ჩავატარო.
ასევე, მსურს, კარგი პრესეზონი მქონდეს. შვებულების დროს ბევრი ვარჯიში მიწევდა, რადგან ჯერ კიდევ ტრავმირებული ვიყავი.
ჩემი აზრით, ევროპა ლიგაზე აღარასდროს ვითამაშებთ. არ ვიცი, დიდი შეცდომები დავუშვით თუ არა.
პროგრესი გვმართებს. მჯერა, რომ, თუ ყველანი განვვითარდებით, ისეთ შედეგებს მივაღწევთ, როგორიც “ბარსას” ადრე ჰქონდა.
“რეალთან” და “იუვენტუსთან” მატჩები კარგი ტესტი იქნება. “ელ კლასიკოს” მოუთმენლად ველი.
– ციტირებს ამერიკელის სიტყვებს ESPN.




პასს რო ვერ აკეთებს ფლანგის მცველი მეტი რაღა უნდა გვინდოდეს. ვერასდროს მიაღწევს ეს ბარსელონას დონეს
მერე ბოლოში რა ეწერა თუ წაიკითხე? დემბელემ რომ არ იცოდა პასი და ჩავის ხელში ასისტებს ჩუსტებივით რომ არიგებდა ამასაც მოარჯულრბს რამენაირად🤗
ბარსაში სათამაშოდ მარტო სურვილი არ კმარა ძმაო, პატარა შენც უნდა გაისარჯო. უნდა შენ თავს ზემოთ ახტე ისე არაფერი გამოვა.
აი ამის დონე მცველი რომ გვყავს ფლანდზე იმიტომაც მიდის ჩვენი საქმე დაცვაში "კარგად " არ არის ეს ბარსას დონის არც არასდროს ყოფილა ღმერთმა ქნას მე ვცდებოდე და ისეთი პერფომანსი შემოგვთავაზოს რომ ყველა დაადუმოს მაგრამ რაღაც არ მჯერა …. ას ასი წლის ალბა/ასპილიკუეტას თუ გაასწრებს სირბილში ეგ არაფერს არ ნიშნავს
არადა ცუდი არაა მთავარია სტაბილურად ჩაჯდეს
ალონსოს მოყვანას მირჩევნია ისევ ეს იდგეს ალბას შემცვლელად, მარცხნივ საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა რამდენიმე თამაში, ნაკრებშიც მარცხენა მცველია მგონი
აბა რობერტო რაღა უკან სათხრელად უნდათ?ასპი გადმოდის აშკარად.
წასვლა და თამაში რატომ არავის უნდა? ვინ დაუნიშნა ამხელა ხელფასები კაციშვილი აღარ მიდის ამის გამო. იციან ამის ნახევარსაც არავინ გადაიხდის და რატომ წავა.
თავიდან რა კარგი იყო პირველ ელკლასიკოში თუნდაც და დინამო კიევთან ჩემპიონთა ლიგაზე კიდე ისეთი მატჩი ჩაატარა მეთქი
აა გვეშველა და მოგვარდა მარჯვენა მცველის პრობლემათქვა
მაგრამ ისე კუმანის ხელში კიდე კარგად იყო
ისეთები წავიკითხე გამოვშტერდი
ის გასიებული მძღნერის ბოჭკა თურმე გასახდელში ძაან ამცირებდა თანაგუნდელებთან და ყველაფერს ამას აბრალიდა
უნდა მოუმატოს დროა კი არა ვფიქრობ ბოლო შანსია. ხავის ხელში რამდენიმე მატჩში (განსაკუთრებით მარცხენა ფლანგზე თამაშისას) გამოჩნდა რომ შეუძლია ის მოგვცეს რასაც ველით. დროა დასტაბილურდეს. თუ არადა გაისად უნდა გავუშვათ.
ტრამვამდე საკმაოდ კარგი იყო, არაა გასაშვები ეს ბიჭი, აქვს პოტენციალი და ჯერ ახალგაზრდაა
ეს დემბელეა ოღონდ მცველი
და ტრამვებსაც ნაკლებად იღებს
ამას და დემბელეს რო ვტოვებთ და დე იონგს ვუშვებთ ეგ რომელ ლოგიკაში ჯდება
ეს ფიზიკურად მოძლიერდეს მთავარია, დანარჩენად ტექნიკა და სისწრაფე არ აკლია დაცვაში კიდევ ალვეშის დონეზე კი დგას და მეტი რა უნდათ ამ ბიჭისგან ვერ ვხვდები, ცოტა დემბელესნაირი ქცევები რომ აქვს მაგას კი უშველის ჩავი😉