პეპ გვარდიოლას დღეს ოქროს მედლით დააჯილდოვებენ. ეს გადაწყვეტილება კატალონიის პარლამენტმა მიიღო. ცერემონია ესპანეთის დროით 7 საათზე დაიწყება Barça TV- სა და Esport 3- ის ეთერში. ამ ცერემონიას პეპის გარდა დაესწრება სანდრო როსელი და ხოსე მარია ბარტარომეუ. ასევე დამატებით “ბარსას” 4 ვიცე-პრეზიდენტიც.
პეპს დღეს ოქროს მედალს ნურია დე გისპერდი გადასცემს.
ასევე გეტყვით, რომ ტრადიცია დაარსდა 2000 წელს და ყოველ წლიურად ტარდება. პეპამდე აღნიშნული ღირსების ორდენი სხვა გამოჩენილ ხალხსაც გადაეცა, მაგალითად: დესმონდ ტუტეს, მიგელ ბატლორის, ჟორდ სავალის, ალფოდო პერესსა და როსერ კაპდევილიას. მათ რიცხვს დღეს ”ბარსას” მწვრთენლი, პეპ გვარდიოლა შეემატება.
შეგახსენებთ, რომ კატალონიის პარლამეტი გვარდიოლას ფეხბურთელისა და მწვრთნელის რანგში მიღწეული წარმატებების გამო აჯილდოვებს.



