ჟერარ რომეროს ინფორმაციით, “ბარსელონამ” ჟიულ კუნდესთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.
ახლა გარიგება კლუბს შორის უნდა შედგეს. წყაროს ცნობით, “ბარსა” და “სევილია” ტრანსფერში ფეხბურთელის ჩართვის საკითხს განიხილავენ, ყველაზე ხშირად კი მემფის დეპაი და სერჟინიო დესტი ახსენეს.
ანდალუსიურ კლუბს ორივე მოთამაშე მოსწონს, მაგრამ პრობლემას მათი ანაზღაურება წარმოადგენს.
ადრე გავრცელებული ცნობებით, “ბლაუგრანამ” “სევილიას” ფრანგი მცველის სანაცვლოდ, შესაძლოა, 35-40 მილიონი ევრო და ერთი ფეხბურთელი დაუთმოს.




დეპაის + 35 მილიონი იდეალური იქნება, დეპაის არამგონია იმაზე მეტი ჰქონდეს ვიდრე კუნდეს აქვს ხელფასი, თან დეპაი მაგათთვის ზედგამოჭრილია, ბარსას დონის არაა რა, კუნდე კი დაცვის პრობლემას სერიოზულად მოგვიგვარებს
რა ანაზღაურების ეშინია სევილიას? ამათ ხო ყველას შემცირებული აქვთ ხელფასი, დეპაის ხელფასს თუ ვერ იხდიან აბა კუნდე უფასოდ თამაშობს მაგათთან?
დეპაისთვის კაი ვარიანტი უნდა იყოს, ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე კლუბის ლიდერი შეუძლია გახდეს, იმედია ხელფასის ამბავი მოგვარდება, 30-40 მილიონს + დეპაი იდეალური ვარიანტი იქნება
მოკლედ ესეც ჩვენია დაგვრჩა ლევანდოვსკი და ალბას კაი შემცვლელი და ეგაა
35 და დეპაი მეტი რაუნდათ ტოო
და რატო არ დათანხმდება?!)))))სევილია მისთვის ზედგამოჭრილი კლუბია