workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფინია ბარსელონაში ხვალ ჩამოვა

რაფინია ბარსელონაში ხვალ ჩამოვა

RAC1-ის ცნობით, “ბარსას” მომავალი ფეხბურთელი, რაფინია ბარსელონაში ხვალ ჩამოვა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. 

ამავე წყაროს თანახმად, ბრაზილიელი ფეხბურთელი “ბარსელონას” ამერიკაში გაჰყვება და სეზონისთვის მზადებას გუნდთან ერთად დაიწყებს.

როგორც Mundo Deportivo იტყობინება, კატალონიური კლუბი მის სანაცვლოდ “ლიდს იუნაიტედს” 58 მილიონს ევროს + 7 მილიონს გადაუხდის. 

ჟერარ რომეროს მტკიცებით, რაფინიას ტრანსფერი ხვალვე გაოფიციალურდება, რობერტ ლევანდოვსკი კი “ბარსელონას” ფეხბურთელი ოფიციალურად პარასკევს გახდება.

ჟოან ლაპორტას სურს, ორივე მათგანი აშშ-ში გუნდთან ერთად იყოს, რადგან ეს მარკეტინგული კუთხითაც მნიშვნელოვანია – ლევანდოვსკის ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით ხილვა ყველასთვის სიგნალი იქნება, რომ “ბარსელონა” დაბრუნდა. 

მეორე ბერკეტის გააქტიურებამდე ფეხბურთელების მოყვანა შესაძლებელია. პრობლემას მხოლოდ ის ქმნის, რომ კლუბი მათ დარეგისტრირებას ვერ შეძლებს, მაგრამ ახალწვეულები ამხანაგურ მატჩებში თამაშს უპრობლემოდ მოახერხებენ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • Golden Boy from Holland F.De Jong
    schedule 12 ივლ 2022, 23:20

    გინდა ხვ ჩამოდი და გინდა ზეგ ან ვაბშე სულ არ ჩამოხვიდე გეხვეწები

  • EL MAESTRO 6
    schedule 12 ივლ 2022, 23:03

    მოკლედ ლევანა, რაფინია, კუნდე, გრიმალდო ეს ტრანსფერები აუცილებელია, მერე კი ბერნანდუზე თუ დაჩალიჩდნენ ვნახოთ, თუარადა სოლერი მაინც მოიყვანონ

  • La Pulga10
    schedule 12 ივლ 2022, 22:51

    თავიდან სკეპტოკურად ვიყავი განწყობილი,მარა დემბელეს 10 თავით ჯობია.თამაშს თუ დააკვირდებით გააზრებულად აკეთებს ყველაფერს და არა იმ უთავო ქათამივით.ვისაც ჰგონია,რომ დემბელე ამას ჯობია ფეხბურთის აზრზე არაა.

  • shu1987
    schedule 12 ივლ 2022, 22:44

    მშვენიერია ძაან მჯერა ამ ბიჭის