მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე, ცენტრალურ მცველებს შორის, “ბარსელონას” პრიორიტეტი ჟიულ კუნდეა.
ჟერარ რომეროს ინფორმაციით, “ლურჯ-ბროწეულისფერებს” ფრანგი უკანახაზელის სანაცვლოდ “სევილიასთვის” 35-40 მილიონი ევროს გადახდა და ერთი ფეხბურთელის დათმობა მოუწევთ.
წყაროს ცნობით, დიდი ალბათობით, ეს მოთამაშე მემფის დეპაი იქნება, რომელიც, რაფინია-ლევანდოვსკის დამატებისა და უსმან დემბელეს კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში, ჩავი ერნანდესის გეგმებში არ იქნება. მთავარი კი ისაა, რომ რაფინია და ლევანდოვსკი “ბარსაში” გადმოსვლასთან ძალიან ახლოს არიან, ისევე, როგორც დემბელე – ახალი ხელშეკრულების გაფორმებასთან. შესაბამისად, მემფისის “ბარსელონური” მომავალი ბუნდოვანია.
კუნდეს ალტერნატივად “ბარსა” კალიდუ კულიბალის განიხილავდა და მას მოცდა სთხოვა, მაგრამ, გავრცელებული ცნობებით, სენეგალელი ფეხბურთელი 40 მილიონად “ჩელსიში” გადადის.




წესით სევილიასაც უნდა აწყობდეს ეს ბარტერი მაგათაც შეტევაში ამაზე უკეთესი ყავდეთ ვინმე რა
დეპაი იმენა ტლანქია ტიპი. უშიშხათოა რა.
დეპაი სევილიას დონის გუნდში უფრო აჩვენებს თავის თამაშს, კუნდესაც დარწმუნებული ვარ ურჩევნია ბარსაში გადმოსვლა, მინიმუმ ერთი ტიტულისთვის მაინც იბრძოლებს გუნდთან ერთად
დეპაი სევილიაში გაცილებით შედეგიანი იქნება ვიდრე ბარსაში, კუნდე კიდე უფრო მეტად გვჭირდება ვიდრე ეს ასე რომ ორივე მხარისთვის იდეალური იქნება
კუნდე ყველა ვარიანტში მოსაყვანია.ალბას შეურიგდება კაცო ეგ არაფერი.არაუხო და კუნდე ერთად რა იქნება ბიჯოო.ლევანა,რაფინია,კესი,კრისტენსენი და კუნდე ძაან საკაიფო სატრანსფერო ფანჯარა გამოგვივა.სილვაზე არვიცი რას იზამენ.ასპი და ალონსოც მოყავთ თუ არა ეგეც არვიცით ჯერ.
ოო თან დეპაი თუ ჩავრთეთ და თან ტოდიბოს ხარჯზე ფასდაკლება ვითრიეთ მაშინ 30 ზე მეტი არ დაგვიჯდება, თან დეპაისაც არ ექნება პრეტენზია, ლიგაზე ითამაშებს, კუნდე კი დაცვის პრობლემას სერიოზულად მოგვიგვარებს
ძააან დონეა კუნდე იმედია მალე მოვა
კუნდე ძაან მნიშვნელოვანია
თუ რამე შანსი არსებობს ამის მოყვანის უეჭველად უნდა ვიჩალიჩოთ