“მილანის” ნახევარმცველმა, ჯენარო გატუზომ ჟურნალისტებს თავისი მოსაზრება გაუზიარა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრის შესახებ. შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს “ბარსელონა” და “მილანი” უპირისპირდებიან. პირველი შეხვედრა კატალონიის დედაქალაქში, “კამპ ნოუს” სტადიონზე გაიმართება.
“პარასაკევს გველის მატჩი “ლაციოს” წინააღმდეგ. ჩვენ პატივისცემით ვეკიდებით მეტოქეს, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ ვიფიქრებთ “ბარსელონასთან” მატჩზე. ამჟამად “ბარსელონა” ყველაზე ძლიერი გუნდია მსოფლიოში. ჩვენ ნამდვილად ძალიან გაგვიჭირდება მათი დამარცხება, თუმცა ცხოვრებაში იღბალის გარეშე არაფრის გაკეთება არ შეიძლება.” – ციტირებს გატუზოს სიტყვებს Football Italia.



