workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა კერნი ჩუკვემეკათი სერიოზულად ინტერესდება | ფაბრიციო რომანო

ბარსელონა კერნი ჩუკვემეკათი სერიოზულად ინტერესდება | ფაბრიციო რომანო

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ბარსელონა”, ინგლისელი ტალანტით, კერნი ჩუკვემეკათი სერიოზულად ინტერესდება.

იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, ახალგაზრდა ნახევარმცველს “ასტონ ვილასთან” კონტრაქტი მომავალ წელს ეწურება, რაც ნიშნავს, რომ იანვარში მას სხვა გუნდთან წინასწარი ხელშეკრულების გაფორმება შეეძლება.

18 წლის ფეხბურთელი, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს, “ბარსას” ადრეც დაუკავშირეს. მიმდინარე წლის მაისში მატეუ ალემანი და ჟორდი კრუიფი მის აგენტს შეხვდნენ.

მაშინ გავრცელებული ცნობებით, კატალონიურ კლუბს ჩუკვემეკა ძალიან მოსწონდა, მაგრამ მის შესაძენად საჭირო თანხა არ ჰქონდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • Barca1980
    schedule 12 ივლ 2022, 12:27

    ციტატა: messiiiiii
    კაროჩე რა ეს ვინ ჯანდაბააა საერთოდ, ამ შაკალ რეალს რა უმართლებს 18 წლის ბრაზილიელი მარჯვენა მცველი დაითრიეს, ვინიციუს ტობიასი და ანჩელოტიმ და კროოსმა თქვეს ამისთანა ტალანტი არ გვინახავსო ტექნიკა სირბილი, დაჟე ძირითადში განიხილავს ანჩელოტიო, ვიღაც ინგლისელი მწვრთნელიც იგივეს ამბობდა და ტიპებმა 2 წლიანი იჯარით და გამოსყიდვით დაითრიეს და ჩვენ ასპი და ალონსო? ესე შორს ვერ წავალთ იმედია ეს ტრანსფერები გაამართლებს თორე არ ვიცი რა იქნება. ვისკაა ბარსაააა.

    ჩვენ ესპანეთის ნაკრებს ვაძლიერებთ და რეალს სულ ერთ ადგილზე ჰკიდია ნაკრები , სელექცია მუსაობს და ეძებს ხალხს სამხრეთში , ჩვენ მარტო ესპანეთში ვეძებთ ტალანტებს , ასპი , ალონსო , ვისზე ნაკლებები არიან ?!

  • nika 54
    schedule 12 ივლ 2022, 11:51

    როგორც ეტყობა ფრენკი არ მიდის, კესი მოვიყვანეთ, ბუსკეტსიც ძირითადის ფეხბურთელია, ეს ახალგაზრდებიც ბლომად გვყავს და კიდევ ნახევარდაცვა გვინდა? რამდენი კაცი უნდა დააყენოს ცენტრში 3 თუ 5 დანარჩენებს რას უშვრებიან.ისე თუ ვინმეს არ დავიწყნია რობერტოც კი ამპლუით ნახევარმცველია.

  • Zura Gviniashvili
    schedule 12 ივლ 2022, 09:35

    გადასარევი არაა მაგრამ თუ უფასოც მოიყვანენ კარგია თან 18 წლისაა. . მორიბას სტილის ფეხბურთელია

  • messiiiiii
    schedule 12 ივლ 2022, 09:14

    კაროჩე რა ეს ვინ ჯანდაბააა საერთოდ, ამ შაკალ რეალს რა უმართლებს 18 წლის ბრაზილიელი მარჯვენა მცველი დაითრიეს, ვინიციუს ტობიასი და ანჩელოტიმ და კროოსმა თქვეს ამისთანა ტალანტი არ გვინახავსო ტექნიკა სირბილი, დაჟე ძირითადში განიხილავს ანჩელოტიო, ვიღაც ინგლისელი მწვრთნელიც იგივეს ამბობდა და ტიპებმა 2 წლიანი იჯარით და გამოსყიდვით დაითრიეს და ჩვენ ასპი და ალონსო? ესე შორს ვერ წავალთ იმედია ეს ტრანსფერები გაამართლებს თორე არ ვიცი რა იქნება. ვისკაა ბარსაააა.

  • shu1987
    schedule 12 ივლ 2022, 08:48

    ინგლისელი ღმესთს არ უქნია ბარსაში, ისე უმტიტიზე რატო არ წერთ რენმა უარი რატო თქვა? ტიპმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა და ტრანსფერი ჩავარდა ანუ არავინ წაიყვანს და ვერც ითამაშებს ფაქტიურად მილიონებს წყალში ყრიან გაუწყვიტონ საერთოდ კონტრაქტი.

  • La Pulga10
    schedule 12 ივლ 2022, 08:07

    კი სუფთა სისხლის ინგლისელია

  • VanillaSoul
    schedule 12 ივლ 2022, 02:23

    აზრზე არ ვარ ვინ არის საერთოდ. უფასოდ თუ მოჰყავთ, მოიყვანონ გაამართლებს ხო კაი, თუ არადა გაყიდიან…