workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა 18 წლის ტალანტის აგენტს შეხვდა

ბარსელონა 18 წლის ტალანტის აგენტს შეხვდა

“ბარსას” ხელმძღვანელობის წევრები მატეუ ალემანი და ჟორდი კრუიფი 18 წლის ფეხბურთელის აგენტს შეხვდნენ.

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქმე “ასტონ ვილას” ახალგაზრდა ცენტრალურ ნახევარმცველ კერნი ჩუკვემეკას ეხება, რომლითაც “ბარსელონა” აქტიურად ინტერესდება. 

კლუბში 18 წლის შუახაზელი მოსწონთ, თუმცა, წყაროს ცნობით, “ბლაუგრანას” ამ მომენტისთვის მის შესაძენად საკმარისი თანხა არ აქვს.

ნიგერიული წარმოშობის მოთამაშე “ნორთჰემპტონ თაუნის” აღზრდილია. 2016/21 წლებში იგი “ასტონ ვილას” აკადემიაში ირიცხებოდა, გასული წლიდან კი “ვილა პარკის” ბინადართა პირველ გუნდში ასპარეზობს.

ჩუკვემეკამ მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით, 21 მატჩში თავი 2 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა. 

კერნის, რომელიც ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრების წევრია, “ასტონ ვილასთან” კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 25 მაი 2022, 22:01

    მოიყვანეთ მომავალ წელს უფასოდ

  • rivaldo80
    schedule 25 მაი 2022, 18:45

    ჩუამენში იხდიან 80 მილიონს და დეიონგი მაშინ 150 ღირს და პედრი 220 და გავი მინიმუმ 100…))))

  • nika 54
    schedule 25 მაი 2022, 17:47

    ხოდა მოელაპარაკონ ეხლა და მომავალ წელს უფასოდ მოიყვანონ. ხო დაამუღამეს ეს ვარიანტები უკვე.