მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსელონა” საგრძნობლად გაძლიერებას აპირებს.
გუნდმა ფრანკ კესიე და ანდრეას კრისტენსენი უკვე დაიმატა, ახლა კი მთავარი სამიზნეები რობერტ ლევანდოვსკი, რაფინია და ჟიულ კუნდე არიან. ამასთან, კლუბი სესარ ასპილიკუეტასა და მარკოს ალონსოს მოყვანაზე მუშაობს.
კატალონიური გამოცემა Sport გვთავაზობს შემადგენლობას, რომლის ყოლაც ჩავი ერნანდესს 2022-23 წლების სეზონისთვის სურს:
მეკარეები: ტერ შტეგენი, პენია;
მცველები: ასპილიკუეტა, დესტი, ს. რობერტო, ალბა, ალონსო, არაუხო, კუნდე, კრისტენსენი, პიკე, გარსია;
ნახევარმცველები: ბუსკეტსი, პედრი, დე იონგი/ბ. სილვა, გავი, კესიე, ნიკო;
შემტევები: დემბელე, რაფინია, ფერანი, ფატი, ლევანდოვსკი, ობამეიანგი.
დანარჩენ ბალასტს ვინ გაყიდის?!
მეც ეგრე ვფიქრობა, სამწუხაროდ.
მეც ვიმედოვნებ რომ ასეთი გუნდი იქნება, ოღონდ ალონსოს ნაცვლად გრიმალდო რა
დიდი ალბათობით ტორეც პირველ გუნდში იქნება
ასეთი თავდასხმით კოპას თუ მოვიგებთ, რაფინია დემბელე ტორესი არის სამი ჩამოსხმა სლე, ლევანა ობამა ბებერი, ერთადერთი ნათელი წერტილი ფატია რომელიც ტრავმიანია, ან ითამაშებს ანარა. უაზროდ ყარეს ფული, უაზროდ დაადეს ვალები კლუბს და შედეგი 0, ღმერთმაქმნას გაამართლოს და გაგვახაროს მარა რავიცი, სამი უმაგრესი ახალგაზრდა იყო და ესენი ცალტვინა რაფინიას, ჩლუნგ დემბელეს და ბებერ ლევანას გადააკვდნენ.
სასწაული გუნდის მტერს არ ვუსურვებ შეხვედრას 😁😁😁😁😁😁😁😁😁
—————–შტეგენა————-
აზპი/დესტი–კუნდე–არაუხო–ალბა
—–სილვა—-ბუსი—-პედრი——
—–რაფინია—ლევანა—ფატი—-
დეიონგი-კესი-პედრი უნდა იყოს ნახევარდაცვა და გავი ხშირად უნდა ათამაშოს
თუ შეკრა რაც სურს ყველა ტიტულზე გაიწევს მჯერა მაგრად ჩავის ფილოსოფიის.
დესტი არაუხო კუნდე ალბა
ბერნარდო/ფრენკი ბუსკეცი პედრი
დემბელე ლევანდოვსკი ფატი
ფრენკი თუ დარჩა(იმედია დარჩება) პიანიჩი უნდა დატოვონ კიდე ბუსკეცი სკამზე უნდა გადაჯდეს და პიანიჩი ფრენკი პედრის ტრიო დადგეს
შტეგო
აზპი არაუხო კუნდე ალბა
პედრი ბუსი დე იონგი
რაფინია ლევი ფატი
🙂