workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ჩელსის შეთავაზებას გაუთანაბრდა; ლიდსი ტრანსფერის დაჩქარებას ითხოვს

ბარსელონა ჩელსის შეთავაზებას გაუთანაბრდა; ლიდსი ტრანსფერის დაჩქარებას ითხოვს

“ბარსელონა” რაფინიას ტრანსფერზე მუშაობას განაგრძნობს და ბრაზილიელში იმდენს იხდის, რამდენსაც “ჩელსი”.

ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, “ბარსა” “ლიდს იუნაიტედს” იმაზე ნაკლებ ფიქსირებულ თანხას სთავაზობს, ვიდრე “ჩელსი”, მაგრამ საბოლოო რაოდენობა თანაბარია. კატალონიურმა გრანდმა ინგლისურ კლუბთან ბოლო 24 საათის განმავლობაში მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გამართა. ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, თუმცა, შესაძლოა, შეთანხმება მალე შედგეს.

რამდენიმე დღის წინ ჟოან ლაპორტამ თქვა, რომ ტრანსფერისთვის არანაირი დედლაინი არ დაუწესებია, მაგრამ “ლიდსი” “ბლაუგრანას” აჩქარებს, რადგან მათ მოვლენების სწრაფად განვითარება სურთ. ინგლისელებმა, ლუის სინისტერას სახით, რაფინიას შემცვლელი უკვე შეიძინეს. “ბარსამ” ახალი შეთავაზება გუშინ გააკეთა, დღეს კი მოლაპარაკებები გაგრძელდება. 

თითქმის გადაწყვეტილია, რომ რაფინია ამ ზაფხულში “ელანდ როუდს” დატოვებს და “ლიდსს” არ უნდა, საქმე გაიწელოს, “ბარსელონას” კი სჯერა, რომ შეთანხმებას მიაღწევს, მაგრამ “ჩელსი” კვლავ ბრძოლაშია.

წინ უმნიშვნელოვანესი 24-48 საათი გველის. “ლიდსი” სწრაფ ტრანსფერს ითხოვს და “ბარსას” მაქსიმალური სიჩქარე მართებს. ამასთან, თუ კატალონიაში გადმობარგების შანსი გამოირიცხება ან ზედმეტად დაყოვნდება, რაფინია მზად იქნება, “ჩელსიში” გადავიდეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • nikusha
    schedule 09 ივლ 2022, 20:08
    #9

    ჩქარა დასასრულებელია ეს ტრანსფერი!

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 09 ივლ 2022, 11:33
    #8

    ციტატა: M10 S9 D11
    იმედია ჩაიშლება ამის ტრანსფერი


    აუ შენ ძაან სტრანი გემოვნება გაქვს, ფრენკი აუცილებლად უნდა დატოვონო, ლევანა ბებერიაო და რაფინია არ მოვიდესო. ისე კია ღირსი აქ ზოგიერთი დემბელეს და ბრაიტვეიტს გაყურებინოთ მთელი სეზონი.

  • M10 S9 D11
    schedule 09 ივლ 2022, 10:30
    #7

    იმედია ჩაიშლება ამის ტრანსფერი

  • kortoxa23
    schedule 08 ივლ 2022, 22:01
    #6

    დიდათ არმხიბლავს რაფინიას ტრანსფერი. რაფინია და ტორესი ერთედ თან ოროვე 60 მილიონიანი. ერთერთს სკამზე დატოვებს თუ რათქმაუნდა ფატი შევიდა ფორმაში რისიც დიდი იმედი მაქ. დემბელე უეჭველი წამსვლელია, დეპაი კი სკამისთვის საჭიროა, რაფინიას ტრანსფერს გადაყვენ არადა უფრო ლევანას და კუნდეს ტრანსფერია დასაჩქარებელი

  • nika 54
    schedule 08 ივლ 2022, 17:41
    #5

    ჩელსის ხო უნდა დე იონგი და რაღას გვეჩრება ამ რაფინიას მოყვანაში. ფრენკისაც ნამდვილად ენდომება მან გადასვლა ვიდრე მანჩესტერიდან უეფა ლიგაზე თამაში. მორიგდენ დროზე მართლა რას წელავენ ამ საქმეს, 12 ივლისამდე ხო უნდათ მოასწრონ.

  • Kun agüeroooo
    schedule 08 ივლ 2022, 16:40
    #4

    გასაშვებია დეიონგი საშინელი სეზონი ჩაატარა პედრიმ და გავიმ ახეხინა სკამი. რავი თუ მართლა ეგრეა როგორც წერენ ჯობს გაყიდონ და დაცვას მოახმარინ ეგ ფული შემტევები გვყავს ნახევარდაცვაც ასე თუ ისე ნორმალური და დაცვის კიდე რამოგახსენოთ სკვაზნოიგვაქ ფლანგებიდან

  • EL MAESTRO 6
    schedule 08 ივლ 2022, 16:28
    #3

    ლევანა, კუნდე, რაფინია, აზპი, გრიმალდო, სოლერი აი ეს ტრანსფერები მჯერა რომ შეძლებენ ამ ტრანსფერების გაკეთებას,
    წასავლელები არიან უმტიტი, ლენგლე, ფრენკი, მინგეზა, დეპაი, ბრაითვეითი, პუჩი,ნეტო

    მეკარე: შტეგენი, პენია
    დაცვა: არაუხო, პიკე, კრისტენსენი, აზპილიკუეტა, გრიმალდო, ალბა, კუნდე, გარსია
    ნახევარ დაცვა: ბუსკეცი, კესი, ნიკო, ტორე, პედრი, გავი, სოლერი,
    შეტევა: ლევანდოვსკი, ფატი, ტორესი, რაფინია, ობამეიანგი, + დემბელე, აბდე , ტრინკაოს შორის ერთ ერთი
    ეს 23 ფეხბურთელია, პრე სეზონზე კი ვნახოთ და შეიძლება დავიმატოთ კიდე აკადემიიდან ვინმე

    ეს გუნდი თუ შეიკრა მაშინ ყველა ტიტულითლსთვის ვიბრძოლებთ და ერთ ერთი ფავორიტებიც ვიქნებით

  • shu1987
    schedule 08 ივლ 2022, 16:25
    #2

    ჩელსი რომ არა ამდენის გადახდა არ მოუწევდათ

  • La Pulga10
    schedule 08 ივლ 2022, 16:08
    #1

    სასწაული სატრანსფერო ფანჯარა გველის წინ.ლევანდოვსკი და კუნდე ყველაზე მნიშვნლოვანი ტრანსფერებია,ჩემი აზრით.