workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსამ კუნდეს ტრანსფერში, შესაძლოა, ჟან-კლერ ტოდიბო ჩართოს

ბარსამ კუნდეს ტრანსფერში, შესაძლოა, ჟან-კლერ ტოდიბო ჩართოს

გახსოვთ ჟან-კლერ ტოდიბო? ახალგაზრდა ფრანგ მცველს “ბარსელონაში” თავის გამოჩენის შანსი არ მიეცა, მაგრამ “ბლაუგრანამ” ის, შესაძლოა, სხვა ფრანგი მცველის შესაძენად გამოიყენოს.

“ბარსამ” ტოდიბო 2019 წლის იანვარში ერთ მილიონ ევროდ იყიდა, შემდეგ ფეხბურთელის “შალკესა” და “ბენფიკაში” განათხოვრებით 3.5 მილიონი გამოიმუშავა, ბოლოს კი ჟან-კლერი “ნიცაში” 8.5 მილიონ ევროდ გაყიდა. კატალონიურ კლუბს ტოდიბოს ტრანსფერიდან მხოლოდ 11 მილიონი ევრო არ უხეირია. “ბარსას” ფეხბურთელის მომდევნო ტრანსფერიდან 25% შეხვდება და იმის გათვალისწინებით, რომ 22 წლის ცენტრალური მცველი “ნიცაში” აშკარად ამართლებს, ეს მცირე თანხა არ უნდა იყოს.

თუმცა, შესაძლოა, “ბლაუგრანამ” ამ 25%-ზე უარი თქვას. საქმე ისაა, რომ ტოდიბოთი ინტერესდება “სევილია”, რომელსაც დიეგო კარლოსის წასვლისა და ჟიულ კუნდეს გაყიდვის შემთხვევაში დაცვის ცენტრში სერიოზული პრობლემები ექნება. Sport-ის ცნობით, “ბარსა” ანდალუსიელებს ასეთ პირობებს სთავაზობს – “ნიცადან” ტოდიბოს იაფად გადასაბირებლად კატალონიელები 25%-ზე უარს იტყვიან, სანაცვლოდ კი “სევილიამ” კუნდე 35 მილიონად უნდა დათმოს.

ძნელი წარმოსადგენია, “სევილია” ამ პირობას დასთანხმდეს. ანდალუსიელები კუნდეს მინიმუმ 60 მილიონად აფასებენ, ტოდიბოს ტრანსფერის 25% კი 25 მილიონი ნამდვილად ვერ იქნება. თუმცა “ბარსელონას” მოლაპარაკებების გაგრძელება შეუძლია და ამ 25%-ის სანაცვლოდ კუნდეზე ფასდაკლების მიღება გამორიცხული სულაც არაა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • nikusha
    schedule 09 ივლ 2022, 20:18
    #10

    მახსოვს ტოდიბო ინტერთან მატჩის

  • M10 S9 D11
    schedule 08 ივლ 2022, 13:32
    #9

    არადა ტოდიბო საკმაოდ კარგად თამაშობს ნიცაში არ იქნებოდა ცუდი აზრი ამის დაბრუნება თუ კუნდე გაიმაზა

  • Gigi
    schedule 08 ივლ 2022, 01:00
    #8

    რატო შეუკეთეს ამ კუნდეს თუ არ აკლებენ ფასს და პაუ ტორესი მოიყვანონ ვილიარეალიდან და პინო გაომოაყოლონ არც ტრუხა რაფინიები და დებილი დემბელეები იქნება საჭირო პლიუს ხავი ესპანელებს კი აგროვებს პაჭკობით და თან იქ ნაკრებშიც შეთამაშდებიან აქ კლუბში უფრო იაფიც დაჯდება ამათი ტრანსფერები და ისედაც ზოგადად ცუდი ფეხბურთელებიც არ არიან ყოველ შემთხვევაში კუნდეს და რაფინიასთან შედარებით

  • Albicelecte
    schedule 07 ივლ 2022, 23:18
    #7

    სხვათა შორის 35+ტოდიბო წესით უნდა აწყობდეთ;
    ახალგაზრდა, მოზვერივით მცველი

  • EL MAESTRO 6
    schedule 07 ივლ 2022, 23:00
    #6

    45 ად მაინც რომ დაგვათრევია ძაან მაგარი იქნება

  • C.PC5
    schedule 07 ივლ 2022, 22:00
    #5

    ასეთ ჩალიჩში ახალ ჭადრაკს გამოიგონება ეს კაცი თავისი შტაბით😂

  • nika 54
    schedule 07 ივლ 2022, 21:49
    #4

    მოკლედ საწყალი ლაპორტა და მისი შტაბი, რას აღარ იგონებენ და რა სქემებს ხაზავენ რო როგორმე ნორმალური ფეხბურთელებს მოუყარონ თავი.

  • SHOTADEPAY9
    schedule 07 ივლ 2022, 21:47
    #3

    ტოდიბოს დაბრუნება არ იქნებოდა ცუდი

  • La Pulga10
    schedule 07 ივლ 2022, 21:38
    #2

    კუნდე დაიდოს

  • DesmondHume
    schedule 07 ივლ 2022, 20:38
    #1

    25 მილიონი არარეალურია, 10-15 მილიონის ფარგლებში შეიძლება დააკლონ