ფრენკი დე იონგის მომავალი, შესაძლოა, მოულოდნელად განვითარდეს. აქამდე გასარკვევი იყო, ნიდერლანდელი ნახევარმცველი “ბარსელონაში” დარჩებოდა, თუ “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდოდა. ახლა კი საქმეში “ჩელსი” ჩაერთო და საკმაოდ სერიოზულადაც.
“ჩელსის” დე იონგით დაინტერესების შესახებ ინფორმაციას ჟერარ რომერო ავრცელებს, რომელიც იტყობინება, რომ ლონდონური კლუბი “ბარსას” კიდევ ერთი ფეხბურთელითაა დაინტერესებული. როგორც ირკვევა, ეს ფეხბურთელი სერჟინიო დესტია.
Sport-ის ცნობით, “ჩელსი” მზადაა, “ბარსელონას” დე იონგის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო, მარკოს ალონსო და სესარ ასპილიკუეტა შესთავაზოს.
ცნობილია, რომ “ბარსელონა” და “მანჩესტერ იუნაიტედი” 85 მილიონზე არიან შეთანხმებულები, საიდანაც 65 მილიონი ფიქსირებულია, 20 მილიონი კი ბონუსები. დღეის მდგომარეობით “ბარსას” ტრანსფერებზე შემოსავლის მხოლოდ 33%-ის დახარჯვა შეუძლია, გაცვლის შემთხვევაში კი ეს შეზღუდვა არ არსებობს. აქედან გამომდინარე, გამორიცხული არაა, “ბლაუგრანასთვის” “ჩელსის” შეთავაზება უფრო მიმზიდველი იყოს, რადგან დე იონგში მხოლოდ ფულის აღება და შემდეგ ამ ფულის მარკოს ალონსოსა და სესარ ასპილიკუეტას ტრანსფერებში დახარჯვა უფრო რთული იქნება.
Revelo-ს ინფორმაციით, ფრენკი დე იონგს “მანჩესტერზე” მეტად “ჩელსის” ვარიანტი იზიდავს. ეს გასაკვირი არაა, რადგან ლონდონელები მანჩესტერელებისგან განსხვავებით ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ. თუმცა ნიდერლანდელის პრიორიტეტი კვლავ “ბარსელონაში” დარჩენაა.
ჟოან ლაპორტა კვლავ ჯიუტად იმეორებს, რომ “ბარსა” ფრენკის გაყიდვას არ აპირებს, მაგრამ ნიდერლანდელის შესანარჩუნებლად აუცილებელ იქნება, რომ მან ხელფასი მნიშვნელოვნად შეიმციროს. ახალი სეზონიდან კლუბს დე იონგის შენახვა წელიწადში მინიმუმ 40 მილიონი ევრო დაუჯდება.
ჩელსი უკეთესია ვიდრე მანჩესტერი
რა ხელფასები ბლდ.თუნდაც მესი–4 წელში 550 მლნ!!!
იმიტომ დაერხა გუნდს…
60 ლიმონი და ორი ფლანგის გამოცდილი მცველი; ძალიან მაგარი ვარიანტია მე თუ მკითხავთ, თან ორივე ესპანელია და მარალ დონეზე თამაშის გამოცდილებითაა;
რაც შეეხება ალბას შემცვლელს, მე ლაპორტას ადგილას გერმანიაშიც გავიხედავდი, იქ ლაიფციგს ერთი ტყვიასავით სწრაფი და ძალიან მებრძოლი ესპანელი ბიჭი ყავს, 25 წლისაა და დროული ტრანსფერი იქნებოდა
" ახალი სეზონიდან კლუბს დე იონგის შენახვა წელიწადში მინიმუმ 40 მილიონი ევრო დაუჯდება."
როგორც იქნა დაიწერა სწორად. ბარსას უჯდება 40 მილიონი და არა ფრენკი აიღებს ხელზე ამ თანხას. ფრენკის აქედან ნახევარიც არ შეხვდება, ესპანეთში ლამის 60%-მდეა საგადასახადო, რომელსაც გასაგებია ისევ ესპანეთის ბიუჯეტი და პირადად ტებასი შეახრამუნებს.
თუ გავითვალისწინებთ იმას რომ 40 მ გვექნება გადასახდრლი ხელფასი ახალ სეზონზე და თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ ასპი და ალონსო გვინდა მაშინ 60 პლიუს ეს ორი ძაან კარგი ვარიანტია.სრც უნდა დაფიქრდნენ. მაქს 5 მილიონი მოამსტებინონ მეტზე არ წამოვლენ.
კაპიტნად რომ მაგუაირს დანიშნავ გუნდში აი მანდგაქვს მაგრად დარხეული 😂😂😂 გავგიჟდი ტიპი რეებს აკეთებსს ასეთი რამ არ მომსწრებია 😂😂 ანუ ამ მაშტაბით ასე საშინლად იქცეოდეს უფროსწორად უსაშინლესად ფეხბურთელი პირველად ვნახე 😂 თან მანჩესტერის კაპიტანია და ერთ-ერთი ყველა ძვირადღირებული ტრანსფერია მცველებს შორის 😂საოცარი მოვლენაა უბრალოდ 😂 დე ხეა ყავთ გუნდში რომელიც 2011 წლიდან ირიცხება გუნდში და ორი წლის წინ მმოთრეულ, თანაც უვარგისს ფეხბურთელს მისცეს კაპიტნობა 😂😂თუ მაინცადამაინც დეხეაში ვერ ხედავდნენ კაპიტნურ სულს რავი ბრუნოსთვის მიეცათ ან შოუსთვის ნუ ესენიც შეიძლება მაგ მხრივ წყალწაღებულები არიან,მაგრამ მაგუაირს აი ყველაფერი სჯობს 😂😂😂 მანჩესტერის ადგილას გავაჩუქებდი ან აქეთ მივცემდი ფულს ვინმეს
მანჩესტერი რა უბედური გუნდია, არავინ გადადის მაგათთან ფულზე დახამებული ზანგების გარდა და ვინც წესიერი ჰყავთ ან წასვლა უნდოდა და ძალით გააჩერეს ან ახლაც უნდათ წასვლა.
ანუ როჟამ (ლაპორტა) თქვა რო არ იყიდება ფრენკიო და ესეთი რამეები საიდან მოდის?
აი 70 + აზპილიკუეტა კარგი იქნებოდა, თან კუნდეს ან რაფინიას ან ლევანას ფული გვექნება , კარგი შეთავაზებაა რა
ისე ასეთი უაზრო კონტრაქტი რა გაუფორმა იმ აჩკარიკამ რომ ამ ფულით მესის შეინახავდა გუნდი
ხელფასს თუ არ შეიმცირებს იდეალური ვარიანტია. დაჟე 65-70ზე ვაჭრობაც შეიძლება, ალონსოში და აზპიში 13-13ს თუ ითხოვენ 60-70-ს + ეგ ორი 100 მილიონამდე გამოდის და მაგდენი კი ღირს ფრენკი
აუუ ჩამოყალიბდეს რა,შეიმციროს ხელფასი თუ არადა გააცვას.60 მილიონი+ასპი და ალონსო ცუდი არაა პრინციპში.
მაშინ 70-მილიონი მაიმც გადაიხადონ პლიუს ფეხბურთელები
60 მილიონი ევრო, მარკოს ალონსო და სესარ ასპილიკუეტა ცუდი არაა ნამდვილად, მაგრამ მგონია რომ მოლაპარაკებების შედეგად ცოტა მეტის წამოღებაც შეიძლება, მაგალითად 65 მილიონს პლიუს ეგ ორი და უკვე კი აჯობებს მანჩესტერის შეთავაზებას.