workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
4 - 2
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დუე 38'sports_soccer ერნანდესი 72'sports_soccer ვიტინია 81'sports_soccer რუისი 86'sports_soccer
ესპარტი 55'sports_soccer იამალი 79'sports_soccer
ჟერარ რომერო ბარსელონაზე

ჟერარ რომერო ბარსელონაზე

ესპანელი ჟურნალისტი, ჟერარ რომერო “ბარსელონას” რამდენიმე ფეხბურთელზე განახლებულ ცნობებს გვთავაზობს. 

ნეტუ | “ბარსამ” ბრაზილიელ მეკარეს კონტრაქტის გაწყვეტა შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.

მინგესა | ოსკარი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. მას სურს, კარგად დაფიქრდეს, კარიერას სად გააგრძელებს. მანამდე კი, ახალგაზრდა მცველი მზადაა, სავარჯიშო სესიებზე იაროს.

რიკი პუჩი | “ბლაუგრანა” განიხილავს, პუჩი როგორ გაუშვას – კლუბს 2 ვარიანტი აქვს: კონტრაქტის გაწყვეტა ან მისი გახანგრძლივება და ფეხბურთელის განათხოვრება.

ნიკო | ჟორჟე მენდეშს გონსალესის სხვა გუნდში იჯარით გადაყვანა სურს, მაგრამ “ბარსელონაში” მიაჩნიათ, რომ სჯობს, 20 წლის ნახევარმცველი კატალონიაში დარჩეს და განვითარება აქ გააგრძელოს. კლუბი ფიქრობს, რომ განათხოვრებამ მასზე, შესაძლოა, ცუდად იმოქმედოს.

დესტი | “ბარსელონას” ამერიკელი კვლავ ტრანსფერზე ჰყავს დაყენებული და მზადაა, ის 20 მილიონ ევროდ გაყიდოს, მაგრამ 17 მილიონზეც თანახმა იქნება. კლუბი მეორე ბერკეტის გააქტიურებას ელოდება, რისი წყალობითაც, სერჟინიოს გაყიდვის შემდეგ, 1:1 წესის გამოყენება შეეძლება.

დე იონგი | თუ კატალონიური გრანდი ბერნარდუ სილვას შეძენაში დარწმუნებული არ იქნება, ფრენკი დე იონგს არ გაყიდის – ჩავი ერნანდესის მოთხოვნა ასეთია. “მანჩესტერ იუნაიტედის” ბოლო შეთავაზება 65 მილიონს + 22 მილიონი იყო. თუ ისინი 75 მილიონს + 12 მილიონს შემოგვთავაზებენ, შესაძლოა, ნიდერლანდელი გაიყიდოს. ფრენკი ერიკ ტენ ჰაგთან ყოველდღე საუბრობს. 

დეპაი | “ბარსელონა” მემფისის 20-25 მილიონ ევროდ გასხვისებას გეგმავს. თუ დემბელე კონტრაქტს გაახანგრძლივებს, მისი წასვლის შანსები კიდევ უფრო გაიზრდება. 

ეზ აბდე | “ბარსა” სატრანსფერო ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს ელოდება, შემდეგ კი ეზალზულის მომავალს გადაწყვეტს. ამჟამინდელი გეგმა მაროკოელი შემტევის იჯარით გაშვებაა (შესაძლოა, კონტრაქტში სავალდებულო გამოსყიდვის პუნქტიც ჩაეწეროს).

რაფინია | რაფინიას ტრანსფერი დროის ამბავია. “ლიდსთან” შეთანხმება არსებობს, ისევე, როგორც თავად ფეხბურთელთან. მცირე დეტალების მოგვარების შემდეგ ის “ბარსელონელი” იქნება. ბრაზილიელმა მიზნის მისაღწევად დიდი ძალისხმევა გაიღო.

კუნდე | “ლურჯ-ბროწეულისფერებს” ფრანგთან ყველაფერი შეთანხმებული აქვთ და “სევილიასთან” მოლაპარაკებებსაც საკმაოდ წარმატებით აწარმოებენ. კატალონიელებს სჯერათ, რომ ჟიულის შეძენას 55-60 მილიონად მოახერხებენ.

ასპილიკუეტა & ალონსო | კლუბში ფიქრობენ, რომ “ჩელსიდან” ესპანელი ფლანგელების წამოყვანა 20 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

ბერნარდუ სილვა | პორტუგალიელის ტრანსფერი მარტივი არაა. “ბარსა” ფიქრობს, რომ მისი მოყვანა 65-70 მილიონი (პლუს ბონუსები) დაჯდება. პეპ გვარდიოლასა და ჩიკი ბეგირისტაინის დარწმუნება რთული იქნება. 

ლევანდოვსკი | “ბარსელონა” დარწმუნებულია, რომ პოლონელი თავდამსხმელის შეძენას 50 მილიონად შეძლებს. ჯერჯერობით, უცნობია, გარიგებაში ბონუსები იქნება გათვალისწინებული თუ არა, თუმცა, ცხადია, რომ რობერტი ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით ითამაშებს – ასევე ფიქრობს თავად ლევანდოვსკიც.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (28)

  • Ko Ke
    schedule 24 აგვ 2022, 13:51
    #28

    Კუნდე დროზე დაარეგისტრირეთ ბიჭოო

  • GAUCHO 8
    schedule 24 აგვ 2022, 13:19
    #27

    ციტატა: NITAELA-152
    დღეს ხო შეუძლია თამაში კუნდეს?
    შტეგო
    დესტი არაუხო კუნდე ბალდე
    დე იონგი ბუსი პედრი
    რაფინია ლევანა ფატი
    ასე ვითამაშებდი პირველ ტაიმს


    Desti aramgonia

  • EL MAESTRO 6
    schedule 24 აგვ 2022, 10:38
    #26

    კუნდესთან ერთად მარჯვენა მცველი აუცილებლად გვინდა,არაუხო ცოცოა მარჯვენა ფლანგზე

  • nika 54
    schedule 24 აგვ 2022, 09:00
    #25

    დროზე კუნდე გამოუშვით ხო ხედავთ ნერვიულობსო კაცი.

  • xavi73
    schedule 24 აგვ 2022, 08:43
    #24

    კუნდე დაარეგისტრირეთ და მერე თუ გინდათ ნურავის მოიყვანთ გაატრაკეს რა საქმე ,ასეთი იგროკი გყავდეს და არ ათამაშებდე მაგრად ტეხავს.

  • GAUCHO 8
    schedule 24 აგვ 2022, 03:17
    #23

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: GAUCHO 8
    Dests mainc ar viyenebt da foitshi fulis gaplangvashi jobia isev munie movides tu datanxmdeba dortmundi barsas.ai bernardu aramgonia gadmovides chventan.mara ras ver vxvdebi icit?tu aqvt es 80-100 millioni yvelaze susti poZicia gaazlieron mag fulit anu marjvena mcvelis pozicia,yvela vtanxmdebit rom marjvena mcvelia mosayvani.


    ხოდა რატომღაც ჩავი ფოიტს მიიჩნევს იდეალურ ვარიანტად. რას გაუგებ. მე ბელერინის ვარიანტს უფრო მივესალმებოდი უფასოდ


    Anu foiti aris arastabiluri,albasavit aqtiurobs shetevashi magram dacvashi cota sustia,amit gavs foiti albas.me mirchevnia rom vinme ufasod davimatod,es erti weli gavqachavt ramenairad da mere moiyvant vinme magars.ise foitis erti momenti chamyva gulshi:brazilia argentina iyo xoda coutinhom da foitma ichxubes,mere cota xanshi foitma iseti finti gauketa rom countinio imena mawonze gaushva.

  • Don_Andresito
    schedule 24 აგვ 2022, 02:52
    #22

    ციტატა: GAUCHO 8
    Dests mainc ar viyenebt da foitshi fulis gaplangvashi jobia isev munie movides tu datanxmdeba dortmundi barsas.ai bernardu aramgonia gadmovides chventan.mara ras ver vxvdebi icit?tu aqvt es 80-100 millioni yvelaze susti poZicia gaazlieron mag fulit anu marjvena mcvelis pozicia,yvela vtanxmdebit rom marjvena mcvelia mosayvani.


    ხოდა რატომღაც ჩავი ფოიტს მიიჩნევს იდეალურ ვარიანტად. რას გაუგებ. მე ბელერინის ვარიანტს უფრო მივესალმებოდი უფასოდ

  • GAUCHO 8
    schedule 24 აგვ 2022, 02:20
    #21

    Dests mainc ar viyenebt da foitshi fulis gaplangvashi jobia isev munie movides tu datanxmdeba dortmundi barsas.ai bernardu aramgonia gadmovides chventan.mara ras ver vxvdebi icit?tu aqvt es 80-100 millioni yvelaze susti poZicia gaazlieron mag fulit anu marjvena mcvelis pozicia,yvela vtanxmdebit rom marjvena mcvelia mosayvani.