workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ბარსელონამ გამპერის თასზე პუმასი და მონპელიე მოიწვია

ოფიციალურად: ბარსელონამ გამპერის თასზე პუმასი და მონპელიე მოიწვია

ცოტა ხნის წინ “ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამპერის თასზე მამაკაცთა გუნდს – “პუმასი”, ქალთა გუნდს კი “მონპელიე” დაუპირისპირდება.

ჩავი ერნანდესის შეგირდები “კამპ ნოუზე”, 7 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მექსიკურ “კლუბ უნივერსიდად ნასიონალს”, იგივე “პუმასს” შეხვდებიან, გოგონები კი “ესტადი იოჰან კრუიფზე”, 23 აგვისტოს, 23:00 საათზე ფრანგულ “მონპელიეს” ეთამაშებიან.

“ბარსელონას” ოფიციალური საიტის ინფორმაციით, მამაკაცთა და ქალთა გუნდების მატჩების ერთ დღეს ჩატარება მჭიდრო გრაფიკის გამო ვერ მოხერხდება. მას შემდეგ, რაც “რომამ” გამპერის თასზე თამაშზე უარი თქვა, კატალონიელებს ახალი მოწინააღმდეგის პოვნა სწრაფად მოუწიათ.

როგორც იცით, კლუბის დამაარსებლის სახელობის ამხანაგურ ტურნირზე “ბარსას” გოგოებმა პირველად გასულ სეზონში ითამაშეს – მაშინ მამაკაცთა და ქალთა გუნდები ტურინის “იუვენტუსს” შეხვდნენ (და მოიგეს), წელს კი პირველი შემთხვევა იქნება, როცა ისინი სხვადასხვა მეტოქეს დაუპირისპირდებიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • nikusha
    schedule 09 ივლ 2022, 20:39

    გამპერის თასი ჩვენია

  • nika 54
    schedule 06 ივლ 2022, 15:00

    ალბათ ძალიან უნდათ სეზონის ტიტულებით დაწყება. smiley

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 05 ივლ 2022, 23:35

    ციტატა: C.PC5
    კია რაის პუმასი, ოდნავ ნორმალური მეტოქე როგორ ვერ დაითანხმეს ვერავინ😕 ხომ უნდა მოსინჯონ ძალები სეზონის წინ და გავიგოთ ჩვენც რისი თავი აქვთ


    იუვენტუსსა და რეალს შეხვდებიან ამერიკაში.

  • C.PC5
    schedule 05 ივლ 2022, 23:24

    კია რაის პუმასი, ოდნავ ნორმალური მეტოქე როგორ ვერ დაითანხმეს ვერავინ😕 ხომ უნდა მოსინჯონ ძალები სეზონის წინ და გავიგოთ ჩვენც რისი თავი აქვთ

  • QINQO
    schedule 05 ივლ 2022, 23:15

    რა პრინციპით შეარჩიეს ნეტავ 😂 ამაზე ცოტა სახელიანი კლუბები დავიჯერო ვერ მოიძებნა?

  • El pistolero 9
    schedule 05 ივლ 2022, 23:03

    EL MAESTRO 6,
    ან სად მიაგნეს. ამოტენიან იმედია

  • EL MAESTRO 6
    schedule 05 ივლ 2022, 22:53

    პუმასის მოწვევას მართლა ბათუმის დინამო მოეწვიათ რა🤣