მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ვარჯიში კამპ ნოუზე

ჟოან გამპერის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ლევანდოვსკიმ წაიღო სახლში. მშრალი სერია მოსამზადებელი ეტაპის ბოლო მატჩში დაასრულა, დაიწყო თუ არა შეხვედრა, პედრიმ დაუხატა პასი და ძალიან მახვილი კუთხიდან დაატრიალა, ასეთი სადებიუტო გოლი გამოვიდა. თვალსასეირო. კიდევ სამი უნდა შეეგდო, მაგრამ ესეც კარგია, ნელ-ნელა მოუმატებს რეალიზების პროცენტს. მომეჩვენა, რომ “კამპ ნოუსაც” ჰქონდა თავის ეფექტი, დებიუტანტებმა პირველად ითამაშეს საფეხბურთო ტაძარში, ყველა მაქსიმუმის ჩვენებას შეეცადა და საბოლოოდ განადგურებული “პუმასი” მივიღეთ, რომელიც იმდენად სუსტი გუნდი აღმოჩნდა, რომ თამაშმა ვარჯიშის ხასიათი მიიღო. 

წარმოიდგინეთ, პირველ ტაიმში არაუხო ისე მოდუნდა, რომ ვიღაც პატარა კაცი დაეჯახა და ცინგლიანი ბავშვივით მიაგდო. ამ დროს შეიქმნა მეტოქის სამი საცოდავი მომენტიდან ერთ-ერთი. ასე მოდუნების საშუალებას ალბათ ვარჯიშებზეც არ აძლევს საკუთარ თავს, ამიტომ, გაჭირდება რეალური წარმოდგენა შევიქმნათ, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, – “ბარსა” მზად არის.

პირველ ათ წუთში “პუმასი” უკვე განადგურებული იყო, ფეხბურთელებს რომ ნდომოდათ, თავისუფლად შეიძლებოდა ამ მატჩის 10:0 მოგება, ალბათ დანი ალვესს სცეს პატივი და მეტოქე ასე არ დაამცირეს, დანის მატჩის წინ საპატიო ჯილდო გადასცეს და როგორც იმსახურებდა, ისე გააცილეს. 

განგაშის ზარი გაისმა ანსუ ფატისთვის. უკვე მეორედ. მესამე ზარზე, როგორც უძველესი წიგნი გვეუბნება, პანიკაც უნდა დაეწყოს, თუმცა ჯერ მეორეა. რაფინია და დემბელე ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს, ძალიან სწორ დროს ცვლიან ადგილებს, კარგად ავსებენ სივრცეებს და ერთმანეთს საგოლე პასებსაც კი უკეთებენ. ასეთი ურთიერთგაგება სხვა გარემარბებს არ აქვთ, ფერან ტორესი საერთოდ არ გვინახავს ახალ გუნდელებთან საქმეში, ფატის კი შეეტყო უკმაყოფილება, ყურებჩამოყრილია, არადა, პირიქით, ახლა უნდა იხევდეს ყველაფერს იმისათვის, რომ საპირისპირო დაამტკიცოს. “პუმასთან” მატჩის მერე ვერ შევნიშნე, რომ კონკურენციისთვის მზად არის. ცეცხლი აკლია. თითქოს ყველა შეეგუა, რომ – ლევანდოვსკი, რაფინია, დემბელე, ძირითადი შემადგენლობის შეტევა იქნება. 

ნახავდით მატჩში, ან შემდეგ მიმოხილვაში, პედრიმ და ლევანდოვსკიმ რა ამბები დაატრიალეს, გაცვალეს ბრწყინვალე საგოლე პასები და გოლებიც ლამაზი შეყარეს, შემდეგ რაფინია-დემბელეს უკვე ჩვეული კომბინაციაც ვნახეთ, მოკლედ, ყველაფერი რიგზეა. ნახევარდაცვაც ძირითადისა იყო, – ბუსკეტსი, გავი, პედრი. აქაც დამარცხებულები გვყავს კონკურენციაში და აქაც გაგვიბრაზდა ერთი კაცი, თუმცა, გაბრაზებული ფრენკი დე იონგი მეორე ტაიმში შემოსული ფეხბურთელებიდან საუკეთესო იყო. მის თავს ჯერ კიდევ გაურკვევლობაა, ან ხელფასი უნდა შეიმციროს მაქსიმალურად და ძირითადისთვის იბრძოლოს, რაც ძალიან გაუჭირდება, ან უნდა წავიდეს კლუბიდან, მშვენიერ ხელფასსაც დაუნიშნავენ და ძირითადშიც მიართმევენ ადგილს. ერთი ამბავია, თან რთულია ამ ქალაქის დატოვება და წვიმიან ალბიონზე გადასვლა, თან ხვდება, რომ “ბარსა” ახლა იწყებს აღმასვლას, თავად კი მხოლოდ ჩავარდნილ პერიოდში მოუწია კლუბში ყოფნა. ერთი დასამშვიდებელი ის აქვს, რომ მესისთან  მოასწრო თამაში. 

თითქმის ყველა ბურთი დაცვიდან ფრენკიმ წამოიღო, მეორე ტაიმის მთავარ დრიბლიორად იქცა, სწრაფად ითვისებდა ცარიელ სივრცეს და ერთი-ორჯერ ძალიან მაგარი პასიც გაჭრა შეტევაში, რაღაც შეირგეს, რაღაც ვერა. საერთოდ, ბევრი მომენტი გაფუჭდა ამ მატჩში. ხო ვამბობ, ვარჯიში გამოვიდა-მეთქი. ფრენკიმ კი თავის გოლი დაიმსახურა. შესაძლოა, ბოლო მატჩიც კი იყო “ბარსას” მაისურში. 

დაცვას საქმე ნაკლებად ჰქონდა, სამაგიეროდ, კუნდეს დებიუტი ვიხილეთ. ჯერ კიდევ არ ვიცით, ჩავი ვის ანდობს ძირითადს. არ არის მარტივი ამბავი, ცენტრალური ზონა ისეთია, სადაც მთელი სეზონის განმავლობაში ყველაზე ნაკლები ცვლილებაა საჭირო. ამ ზონას წესით არ ეხებიან. საერთოდ, რაც უფრო უკან მოდიხარ ფაზებს შორის, მით უფრო მყარი კანდიდატი გჭირდება. – საყრდენი ზონა, დაცვის ცენტრალური ზონა და მეკარე. ამათი ხშირი ცვლა დამღუპველია. 

არაუხომ და ერიკ გარსიამ დაიწყეს. ერიკს კარგი მატჩი ჰქონდა და ძალიან კარგი პირველი პასიც გვანახა. არაუხომ ცოტა მოიწყინა, ცოდოა ასეთი მატჩებისთვის. მარჯვენა ფლანგზე კი სერჟი რობერტო ვიხილეთ, მეორე ტაიმში დესტი, ერთიც ამოვარდნილი მომეჩვენა და მეორეც. ეს ფლანგი კვლავინდებურად მთავარი თავის ტკივილი იქნება. ფაქტია, რომ ასეა. მარცხნივ გაცილებით კარგად გვაქვს საქმე, ალბა ჯერ კიდევ საქმეშია, ბალდე ჩვენს მარჯვენაფლანგელებზე უკეთ გამოიყურება და ალონსო გზაშიაო, ასე ამბობენ. 

ერთი კვირაც და ოფიციალურად დავიწყებთ. განწყობა კარგია, გუნდი მზად არის, ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი, რომელიც იმედი მაქვს, დიდ დროს არ წაგვართმევს. დე იონგი და დეპაი კვლავ აქ არიან, დრო კი გადის, ლა ლიგა იწყება! 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (17)

  • nikusha
    11 აგვ 2022, 12:09

    [quote=totti10]=

    პოლიტიკა რომ ბინძურია და ბინძური ხალხი მართავს რათ უნდა მაგას ლაპარაკი

  • nikusha
    09 აგვ 2022, 11:50

    [quote=totti10]=

    მესმის შენი, მეც მაშინ 8 წლის ვიყავი და თან ქობულეთში დასასვენებლად ეგ რომ გავიგე. 8ში როცა წამოვედი თბილისში გორში რაც მოხდა მეც მახსოვს. იმაში 100% გეთანხმები რომ ეს ომი მიშას ახირებით დაიწყო და მაშინ მას ყველა ეკიდა ვინ იყო არასრულწოვანი, სრულწლოვანი, დედისერთა, მამისერთა და ა.შ.

    მესმის და გითანაგრძნობ რომ 3 თვე დადიოდი ფსიქოლოგთან. და მაგ დროს ქობულეთში იცი რა ხდებოდა? 7 საღამოს როცა ეს მოხდა და გავიგეთ რესტორანში მაშინდელი რომელიღაცა მინისტრი იყო ხაბაზი და იჯდა 2 რუს ნაშასთან ერთად და ისე ფლირტაობდა სულ არ აინტერესებდა

  • azulgerana
    09 აგვ 2022, 05:22

    ნამდვილად სახალისო თამაში იყო

  • Davita
    08 აგვ 2022, 20:09

    ლევანას შეტენეს ეგ ჯილდო, პედრის უფრო ეკუთვნოდა

  • NAMASTE
    08 აგვ 2022, 14:44

    ციტატა: totti10
    ნიკოსთვის და გავისთვის ძალიან დიდი წნეხი იქნება იქ დგომა სადაც წლობით იდგა და დგას მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესო საყრდენი ბუსკესი, ასე მარტივად ბუსკესი გაუშვა და დააყენო ცინგლიანი ბავშვები რავიცი რომ წერთ დე იონგმა ააჯვა საქედანო კაი ააჯვას ვის აყენებ პედრი გავი ნიკო და ბუსკესს? ახლა როგორ ფიქრობთ შენელებული ბუსკესი გააკონტროლებს ამ ახალგაზრდებს? ან რა გარანტია აქვს გუნდ რომ ეგ ყველაფეირ გაამარტლებს, არავინ უარყობს რომ კარგები არიან, უბრალოდ პიანიჩსაც რომ აგინებთ და დე იონგსაც ძაან უცნაურია, გავი ნიკო პედრი ერთად რომ დააყენო ეგ სამივე ბაიერნისნაირი შეკრული გუნდი, თუნდაც ლივერპულისნაირი, ქვა ქვაზე არ დატოვებს ამ ცენტრს, გამცოდილი ხალხი საჭიროა, ბერნარდო სილვა რომ წერტ დახატავსო, ხომ არ გავიტყდებათ გვერდით ვინ ყავს მაგ კაცს :დ??? ჯერ მარტო სკამზე უზის ისეტი ხლახი უამრა ვგუნდს ძირიტადშI არ ყავს, ძალიან კარგია ბერნარდო, მაგრამ ყველაზ ემტავარი ამ მომენტში არის ფნაგის დაცვაააა, თორემ რაცარუნდა სასწაული შეტევა იყოს ალბას თუ არ ეყოლება სასწაული კონკურენტი ისევ იბოდიალებს მოედანზე და რობერტოს იმედზე ძაან სარისკოა მტელი სეზონი. პიანიჩი ძალიან დაეხმარება გუნდს, დე იონგს რაც შეეხება დიდი ალბათობით ალბათ წავა ჩელსიში ან ბაიერნში, აბა მანჩესტერში რა… უნდა ტიპები ჯერ ლიგაზე ხომ არ არიან და ალბათ 3-4 წელიც ვერ გავლენ ისეთი ლუზერები არიან ფერგუსონის წასვლის შემდეგ, აი ზუსტად ეგრე იქნება კლოპის წასვლის მერე ლივერი

    აბა ბაიერნს კითხე თუ უნდა დე იონგი. დე იონგი რა ჯანდაბათ უნდათ, როცა კიმიხის ნაირი ფეხბურთელი ყავთ. 1 კიმიხი ჯობს 10 დე იონგს. იქნებ ერთ დღეს აქ ამოყოს მაგ ბიჭმა თავი, ჩავის პერსოფანია და იქნებ რამე გამოგვივიდეს. დახატავდა ჩვენს საყრდენ ზონას ეგ ბიჭი.

  • nikusha
    08 აგვ 2022, 14:39

    ციტატა: katalomia

    ციტატა: totti10
    14 წელი გავიდა იმ ….. ომიდან, ყველა გარდაცვლილის ოჯახვს ვუსამძიმრებ და გმირებს კი მადლობა თანგანჭირვისთვის იმ უთანასწორო ომში 🙁 ისე რა …. არიან ტიპები 32 წლის განმავლობაში 3ჯერ გვეომნენ. ჩვენ რომ თავმოყვარე მთავრობა გვყავდეს უვიზოდ კი არა დედის გინებით უნდ ააგდებნენ აქედან ყველა რუს და რუსეთუმეს. დიდი იმედი მაქვს უკრაინა არ დმაარცხდება და ძალიან მალე დასამარდება ის დედა…. რუსეთი თავისი რუსეთუმებიანააააა. გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას და გმირების ხსოვნა და იმ უდანაშაულო ხალხის ხსოვნა იყოს 🙁

    დდშვც სააკაშვილის, პუტუნისაც ზედ დავაყოლე კიდე.

    მეც. იმიტომ რომ პოლიტიკა ბინძურია და ბინძური ხალხი მართავს

    ციტატა: რივალდო-მესი

    ციტატა: totti10

    ციტატა: nikusha

    ციტატა: totti10
    14 წელი გავიდა იმ ….. ომიდან, ყველა გარდაცვლილის ოჯახვს ვუსამძიმრებ და გმირებს კი მადლობა თანგანჭირვისთვის იმ უთანასწორო ომში 🙁 ისე რა …. არიან ტიპები 32 წლის განმავლობაში 3ჯერ გვეომნენ. ჩვენ რომ თავმოყვარე მთავრობა გვყავდეს უვიზოდ კი არა დედის გინებით უნდ ააგდებნენ აქედან ყველა რუს და რუსეთუმეს. დიდი იმედი მაქვს უკრაინა არ დმაარცხდება და ძალიან მალე დასამარდება ის დედა…. რუსეთი თავისი რუსეთუმებიანააააა. გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას და გმირების ხსოვნა და იმ უდანაშაულო ხალხის ხსოვნა იყოს 🙁

    შენ დაბრუნდი? რაღაც არ ჩანდი. და ეს გვერდი პოლიტიკური არ არის ცნობისთვის.
    უკრაინა დამარცხებულია და მაგას შეეგუეთ უკვე. ომს არავის ვუსურვებ მაგრამ რუსეთიო რომ გაიძახით ისტორიას გადახედეთ მუსლიმანები უარესს არ გვიკეთებდნენ? და ეცით სხვის აზრსაც პატივი. ვინ არის რუსეთუმე და ვინ პროევროპელი რომელიც გარყვნილების და ლგბტ პრაიდების მეტს არაფერს აკეთებს. ვკიდივართ ევროპას, ამერიკას და ეს ფაქტია. ის კაი იყო მარჯანიშვნილზე რომ ხაჭაპურში ჩაუფურთხეს რუსს ბავშვს? შენთვის რომ გაეკეთიბინათ უცხო ქვეყანაში კაი იქნებოდა? წადი რა მადრიდისტა ხარ თავი დაგვანებე ბარსამანიის ხალხს ჰალაზე წერე მსგავსი კომები

    აუუ აუუუ აუუუუუ რა პოლიტიკააა ბიჭოოოოს რა ელგებეტეეე რეებს წერრრრ ან რა შუაშიაააა აუუ ღმერთო ჩემოოო ტყველა გავკარი ევროპასაც და ყველაფერს წაიკითხ ერა დავწერე საერთოდ რა შუაშია პოლიტიკა ბიჭოს ნუ გამაგიჟეეეეეეეეეე, რა პოლიტიკაა რის პოლიტიკა არაფრის გამო დედა… ბოლო 30 წელში 3 ჯერ მაგ … არამარტო ჩვენ მაგათი დამაარსებელი და კეთილმურვლეი ვქენი, ან რა ელგებეტეეე საერთდ ნამყოფი ხა რევროპაში??? ან საერთოდ იცი მაგათი ფასეულობა რა ელგებეტე რა გარყვნილებაააა????? რუსეთზ ემეტი გარყვნილება დედამიწაზე არსადარაა ამგათი მკვდარ ცოცხალი, ან რა პოლიტიკური არაა ეს საიტიი , გიაზრე საერთოდ რა მიწერია და იმსი მაგივრად პატივი სცე იმ უდანაშაულო ხალხს რომელიც არაფრის გამო დაიღუპნე და ახლაც უკრაინაში \იღუპებიან ელგებეტეები აირან ევროპელებიო არ გავკარიმაგათ დ აამგათ მოდგმას გაიაზრე რა მიწერია ჯერ. ხოო მადრიდისტა ვარ და აღიარების მეშIნია ;D რა ჰალა რის ჰალააა, აუ ღმერთ ო ჩემო მიტომ არ ვწერდი რომ არ მეცლელა აქ შემოსასვლელად რომ ზიხართ ზოგ ზოგიერთი 24 საათი აქ და ყველა სტატიაზ ერომ აკომებთ :დ და ყველა იმ ადამიანის დედა… ვინც უარყოფს ტავისი გუნდის ქომაგობას, ან რაზე უნდ ავუარყო დედამიწაზე ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ქომაგობა ვინმესიშ ემეშინება თუ რაა?

    კარგი დამშვიდდი🙂 ისე აძაან უცნაური კომენტარი კი დაგიწერეს რა შუააში იყო ახლა ეს კომენტარი შენს ნაწერთან ვერ ვხვდები🙁 მგონი მართლა გვენძრევა აზროვნებაში. თან ახალგაზრდა ადამიანი ჩანს და საიდან ასეთი აზრები. ხო რუსეთი იგებს სავარაუდოთ და მთელი ქართული ნაც არხები და დასავლური მედია თვალში ნაცარს აყრის ხალხს ეს ფაწტუა და ვწუხვარ ამაზე რომ უკანასკნელ უკრაინელამდე აპირება დასავლეთი ომს. მაგრამ მოგებული რუსეთის დედაც და წაგებულისაც, ზემოდან უკრაინელი არაკაცების და კლოუნების დედაც ზელენსკიდან დაწყებული და არესტოვიჩ არახამიათი დამთავრებული. მერე ვისაც თავისი ქვეყანა არ უყვარს ოცნება იქნება თუ ნაცები ( ნაცების დედაც ძველებისაც და ახლებისაც) მაგრამ კაცმა ჩვენი ომი გაიხსენა და სამძიმარი უთხრა ვისაც ეკუთვნოდა. აი საიდან მოიფიქრე ეს უაზრო კომენტარი და პლიუს მაგ თემასთან რა მოსატანი იყო ტოტის მადრიდისტობა? ( რომც იყოს მაინც) გამოშტერდები კაცი ისეთ ,,სიმაღლეებზეა; ზოგიერთი ქართველის აზროვნება, ემოცია და ლოგიკა😕

    მე მაქვს ჩემი აზრი, შენ შენი და ის იმიტომ ვთქვი რომ არ ჩანდი საერთოდ მანამდე კი სულ ნეგატივს ამბობდი სატრანსფერო ამბებში და უცბად რო ბევრი ტრანსფერი გაიჩახა მაშინ გაქრი ზუსტად

    ასე მეც არ ვჩანდი პირადი მიზეზების გამო. მაგრამ როცა დავრუნდი ავხსენი ჩემი მიზეზი.

    რაც შეეხება პოლიტიკურ ამბებს პირადი აზრია რომ უთანხმოება ქვეყნებს შორის ისევე როგორც ოჯახს შორს ხდება არის ორივეს ბრალი და მხოლოდ ერთისკენ ნუ ვიშვერთ ხელს. მე ბევრი რამ მომწონს ევროპისკიდეც ან საწინააღმდეგო რა მაქვს მაგრამ ზოგს დაკანონებული აქვს ისეთი რამ რაც ეწინააღმდეგება ჩემს შეხედულებას და ჩემთვის არის წითელი ხაზი. (ერთსქესიანთა ქორწინება)
    დიდება გმირებს ჩემგანაც
    მაგრამ ეს ყველაფერი არის თამაში 2 დიდი ქვეყნის შესრულებით (აშშ/ევროპის ზოგიერთი ქვეყანა და რუსეთი) და ამას ეწირება მშვიდობიანი მოსახლეობა და ბავშვები, რაც არ უნდა ხდებოდეს. შეიძლებოდა ამ ომების თავის არიდება მაგრამ არ მოხდა სამწუხაროდ. ეგრე მეგობრები მე მყავს რომელიც მიშას ტელევიზიაშიც მუშაობს, ისეთიც რომელიც ქოცების არხზე მუშაობს (პოსტ ტვ და იმედი) და ალტინფოშიც და რა ვქნა დავყო მეგობრები?

    ციტატა: რივალდო-მესი

    ციტატა: totti10

    ციტატა: nikusha

    ციტატა: totti10
    14 წელი გავიდა იმ ….. ომიდან, ყველა გარდაცვლილის ოჯახვს ვუსამძიმრებ და გმირებს კი მადლობა თანგანჭირვისთვის იმ უთანასწორო ომში 🙁 ისე რა …. არიან ტიპები 32 წლის განმავლობაში 3ჯერ გვეომნენ. ჩვენ რომ თავმოყვარე მთავრობა გვყავდეს უვიზოდ კი არა დედის გინებით უნდ ააგდებნენ აქედან ყველა რუს და რუსეთუმეს. დიდი იმედი მაქვს უკრაინა არ დმაარცხდება და ძალიან მალე დასამარდება ის დედა…. რუსეთი თავისი რუსეთუმებიანააააა. გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას და გმირების ხსოვნა და იმ უდანაშაულო ხალხის ხსოვნა იყოს 🙁

    შენ დაბრუნდი? რაღაც არ ჩანდი. და ეს გვერდი პოლიტიკური არ არის ცნობისთვის.
    უკრაინა დამარცხებულია და მაგას შეეგუეთ უკვე. ომს არავის ვუსურვებ მაგრამ რუსეთიო რომ გაიძახით ისტორიას გადახედეთ მუსლიმანები უარესს არ გვიკეთებდნენ? და ეცით სხვის აზრსაც პატივი. ვინ არის რუსეთუმე და ვინ პროევროპელი რომელიც გარყვნილების და ლგბტ პრაიდების მეტს არაფერს აკეთებს. ვკიდივართ ევროპას, ამერიკას და ეს ფაქტია. ის კაი იყო მარჯანიშვნილზე რომ ხაჭაპურში ჩაუფურთხეს რუსს ბავშვს? შენთვის რომ გაეკეთიბინათ უცხო ქვეყანაში კაი იქნებოდა? წადი რა მადრიდისტა ხარ თავი დაგვანებე ბარსამანიის ხალხს ჰალაზე წერე მსგავსი კომები

    აუუ აუუუ აუუუუუ რა პოლიტიკააა ბიჭოოოოს რა ელგებეტეეე რეებს წერრრრ ან რა შუაშიაააა აუუ ღმერთო ჩემოოო ტყველა გავკარი ევროპასაც და ყველაფერს წაიკითხ ერა დავწერე საერთოდ რა შუაშია პოლიტიკა ბიჭოს ნუ გამაგიჟეეეეეეეეეე, რა პოლიტიკაა რის პოლიტიკა არაფრის გამო დედა… ბოლო 30 წელში 3 ჯერ მაგ … არამარტო ჩვენ მაგათი დამაარსებელი და კეთილმურვლეი ვქენი, ან რა ელგებეტეეე საერთდ ნამყოფი ხა რევროპაში??? ან საერთოდ იცი მაგათი ფასეულობა რა ელგებეტე რა გარყვნილებაააა????? რუსეთზ ემეტი გარყვნილება დედამიწაზე არსადარაა ამგათი მკვდარ ცოცხალი, ან რა პოლიტიკური არაა ეს საიტიი , გიაზრე საერთოდ რა მიწერია და იმსი მაგივრად პატივი სცე იმ უდანაშაულო ხალხს რომელიც არაფრის გამო დაიღუპნე და ახლაც უკრაინაში \იღუპებიან ელგებეტეები აირან ევროპელებიო არ გავკარიმაგათ დ აამგათ მოდგმას გაიაზრე რა მიწერია ჯერ. ხოო მადრიდისტა ვარ და აღიარების მეშIნია ;D რა ჰალა რის ჰალააა, აუ ღმერთ ო ჩემო მიტომ არ ვწერდი რომ არ მეცლელა აქ შემოსასვლელად რომ ზიხართ ზოგ ზოგიერთი 24 საათი აქ და ყველა სტატიაზ ერომ აკომებთ :დ და ყველა იმ ადამიანის დედა… ვინც უარყოფს ტავისი გუნდის ქომაგობას, ან რაზე უნდ ავუარყო დედამიწაზე ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ქომაგობა ვინმესიშ ემეშინება თუ რაა?

    კარგი დამშვიდდი🙂 ისე აძაან უცნაური კომენტარი კი დაგიწერეს რა შუააში იყო ახლა ეს კომენტარი შენს ნაწერთან ვერ ვხვდები🙁 მგონი მართლა გვენძრევა აზროვნებაში. თან ახალგაზრდა ადამიანი ჩანს და საიდან ასეთი აზრები. ხო რუსეთი იგებს სავარაუდოთ და მთელი ქართული ნაც არხები და დასავლური მედია თვალში ნაცარს აყრის ხალხს ეს ფაწტუა და ვწუხვარ ამაზე რომ უკანასკნელ უკრაინელამდე აპირება დასავლეთი ომს. მაგრამ მოგებული რუსეთის დედაც და წაგებულისაც, ზემოდან უკრაინელი არაკაცების და კლოუნების დედაც ზელენსკიდან დაწყებული და არესტოვიჩ არახამიათი დამთავრებული. მერე ვისაც თავისი ქვეყანა არ უყვარს ოცნება იქნება თუ ნაცები ( ნაცების დედაც ძველებისაც და ახლებისაც) მაგრამ კაცმა ჩვენი ომი გაიხსენა და სამძიმარი უთხრა ვისაც ეკუთვნოდა. აი საიდან მოიფიქრე ეს უაზრო კომენტარი და პლიუს მაგ თემასთან რა მოსატანი იყო ტოტის მადრიდისტობა? ( რომც იყოს მაინც) გამოშტერდები კაცი ისეთ ,,სიმაღლეებზეა; ზოგიერთი ქართველის აზროვნება, ემოცია და ლოგიკა😕

    დიალოგს ალტერნატივა არ აქვს ! მათ შორის მტერთან

    გველსა ხვრელით ამოიყვან ენა ტკბილად მოუბარი – უთქვამს ბრძენ რუსთაველს

  • ani-messi-goat
    08 აგვ 2022, 13:47

    ციტატა: vitorborbafereira
    ფატი გასაყიდია ტრამვის შრმდეგ ძალიან დამძიმდა და სანამ ბევრ ფულს აიღებენ ჯობია გაუშვან

    მისთვისაც უკეთესი იქნება განვითარებისთვის, ამ ბარსაში ფაქტია ძირითადის იგროკი ვერ იქნება და დაიჩაგრება

    რა სულსწრაფია ხალხი :დდდ ჯერ ოფიციალურები არ დაწყებულა და უკვე გასაყიდია ფატიო :დ 2 წელი ტრავმის გამო გაუცდა და თვითონ ამბობს არ ვარ 100% მზადო და იქნებ დააცადოთ ფორმაში შესვლა, კი შეიძლება ისევ მიიღოს ტრავმა და გაუფუჭდეს კარიერა მაგის გამო მარა ეგ ყველაფერი სხვა გუნდებმაც იციან და დიდ ფულს ახლა არავინ გადაიხდის ფატიში

    1 მშვენიერი გოლი კი გაიტანა ამ ამხანაგურებში და კიდე ბევრს გაიტანს თუ ისევ სერიოზული ტრავმები არ შეაწუხებს

  • რივალდო-მესი
    08 აგვ 2022, 13:40

    ციტატა: totti10

    ციტატა: nikusha

    ციტატა: totti10
    14 წელი გავიდა იმ ….. ომიდან, ყველა გარდაცვლილის ოჯახვს ვუსამძიმრებ და გმირებს კი მადლობა თანგანჭირვისთვის იმ უთანასწორო ომში 🙁 ისე რა …. არიან ტიპები 32 წლის განმავლობაში 3ჯერ გვეომნენ. ჩვენ რომ თავმოყვარე მთავრობა გვყავდეს უვიზოდ კი არა დედის გინებით უნდ ააგდებნენ აქედან ყველა რუს და რუსეთუმეს. დიდი იმედი მაქვს უკრაინა არ დმაარცხდება და ძალიან მალე დასამარდება ის დედა…. რუსეთი თავისი რუსეთუმებიანააააა. გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას და გმირების ხსოვნა და იმ უდანაშაულო ხალხის ხსოვნა იყოს 🙁

    შენ დაბრუნდი? რაღაც არ ჩანდი. და ეს გვერდი პოლიტიკური არ არის ცნობისთვის.
    უკრაინა დამარცხებულია და მაგას შეეგუეთ უკვე. ომს არავის ვუსურვებ მაგრამ რუსეთიო რომ გაიძახით ისტორიას გადახედეთ მუსლიმანები უარესს არ გვიკეთებდნენ? და ეცით სხვის აზრსაც პატივი. ვინ არის რუსეთუმე და ვინ პროევროპელი რომელიც გარყვნილების და ლგბტ პრაიდების მეტს არაფერს აკეთებს. ვკიდივართ ევროპას, ამერიკას და ეს ფაქტია. ის კაი იყო მარჯანიშვნილზე რომ ხაჭაპურში ჩაუფურთხეს რუსს ბავშვს? შენთვის რომ გაეკეთიბინათ უცხო ქვეყანაში კაი იქნებოდა? წადი რა მადრიდისტა ხარ თავი დაგვანებე ბარსამანიის ხალხს ჰალაზე წერე მსგავსი კომები

    აუუ აუუუ აუუუუუ რა პოლიტიკააა ბიჭოოოოს რა ელგებეტეეე რეებს წერრრრ ან რა შუაშიაააა აუუ ღმერთო ჩემოოო ტყველა გავკარი ევროპასაც და ყველაფერს წაიკითხ ერა დავწერე საერთოდ რა შუაშია პოლიტიკა ბიჭოს ნუ გამაგიჟეეეეეეეეეე, რა პოლიტიკაა რის პოლიტიკა არაფრის გამო დედა… ბოლო 30 წელში 3 ჯერ მაგ … არამარტო ჩვენ მაგათი დამაარსებელი და კეთილმურვლეი ვქენი, ან რა ელგებეტეეე საერთდ ნამყოფი ხა რევროპაში??? ან საერთოდ იცი მაგათი ფასეულობა რა ელგებეტე რა გარყვნილებაააა????? რუსეთზ ემეტი გარყვნილება დედამიწაზე არსადარაა ამგათი მკვდარ ცოცხალი, ან რა პოლიტიკური არაა ეს საიტიი , გიაზრე საერთოდ რა მიწერია და იმსი მაგივრად პატივი სცე იმ უდანაშაულო ხალხს რომელიც არაფრის გამო დაიღუპნე და ახლაც უკრაინაში \იღუპებიან ელგებეტეები აირან ევროპელებიო არ გავკარიმაგათ დ აამგათ მოდგმას გაიაზრე რა მიწერია ჯერ. ხოო მადრიდისტა ვარ და აღიარების მეშIნია ;D რა ჰალა რის ჰალააა, აუ ღმერთ ო ჩემო მიტომ არ ვწერდი რომ არ მეცლელა აქ შემოსასვლელად რომ ზიხართ ზოგ ზოგიერთი 24 საათი აქ და ყველა სტატიაზ ერომ აკომებთ :დ და ყველა იმ ადამიანის დედა… ვინც უარყოფს ტავისი გუნდის ქომაგობას, ან რაზე უნდ ავუარყო დედამიწაზე ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ქომაგობა ვინმესიშ ემეშინება თუ რაა?

    კარგი დამშვიდდი🙂 ისე აძაან უცნაური კომენტარი კი დაგიწერეს რა შუააში იყო ახლა ეს კომენტარი შენს ნაწერთან ვერ ვხვდები🙁 მგონი მართლა გვენძრევა აზროვნებაში. თან ახალგაზრდა ადამიანი ჩანს და საიდან ასეთი აზრები. ხო რუსეთი იგებს სავარაუდოთ და მთელი ქართული ნაც არხები და დასავლური მედია თვალში ნაცარს აყრის ხალხს ეს ფაწტუა და ვწუხვარ ამაზე რომ უკანასკნელ უკრაინელამდე აპირება დასავლეთი ომს. მაგრამ მოგებული რუსეთის დედაც და წაგებულისაც, ზემოდან უკრაინელი არაკაცების და კლოუნების დედაც ზელენსკიდან დაწყებული და არესტოვიჩ არახამიათი დამთავრებული. მერე ვისაც თავისი ქვეყანა არ უყვარს ოცნება იქნება თუ ნაცები ( ნაცების დედაც ძველებისაც და ახლებისაც) მაგრამ კაცმა ჩვენი ომი გაიხსენა და სამძიმარი უთხრა ვისაც ეკუთვნოდა. აი საიდან მოიფიქრე ეს უაზრო კომენტარი და პლიუს მაგ თემასთან რა მოსატანი იყო ტოტის მადრიდისტობა? ( რომც იყოს მაინც) გამოშტერდები კაცი ისეთ ,,სიმაღლეებზეა; ზოგიერთი ქართველის აზროვნება, ემოცია და ლოგიკა😕

  • cruyff9
    08 აგვ 2022, 13:12

    ციტატა: vitorborbafereira
    ფატი გასაყიდია ტრამვის შრმდეგ ძალიან დამძიმდა და სანამ ბევრ ფულს აიღებენ ჯობია გაუშვან

    მისთვისაც უკეთესი იქნება განვითარებისთვის, ამ ბარსაში ფაქტია ძირითადის იგროკი ვერ იქნება და დაიჩაგრება

    ფატი იტყვის თავის სიტყვას რის გასაყიდი რა გასაყიდი,,,სეზონი იმხელაა დემბელეს იმედად ჩემი მტერი იყოს

  • vitorborbafereira
    08 აგვ 2022, 12:47

    ფატი გასაყიდია ტრამვის შრმდეგ ძალიან დამძიმდა და სანამ ბევრ ფულს აიღებენ ჯობია გაუშვან

    მისთვისაც უკეთესი იქნება განვითარებისთვის, ამ ბარსაში ფაქტია ძირითადის იგროკი ვერ იქნება და დაიჩაგრება

  • riva
    08 აგვ 2022, 12:33

    ეტყობა რომ პედრი იზრდება. გუშინ გუნდის წარდგენისას პედრის სკანდირებდა კამპ ნოუ. გუნდის ლიდერად აღიქვავს ხალხი და მგონი თვითონაც გაცილებით მზადაა. საოცარი ბიჭია და ხავის ხელში კიდევ უფრო გაიზარდა და მრავალფეროვანი გახდა. დარტყმითაც მეტს ურტყავს, შედეგიანადაც, ტექნიკის დემონსტრირებასაც არ ერიდება.

    გავი შედარებით პატარა და გამოუცდელია. 1-2 სეზონი სჭირდება რომ სრულად აუბას პედრის მხარი. თუმცა არანაკლებია. მისი მებრძოლი ხასიათი აღფრთოვანებას იწვევს.

    ახალი საოცარი დუეტი გველოდება. ეს დუეტიბარ გავს ხავიესტას სულ სხვა თვისებები აქვთ მაგრამ იმედია იგივენაირი ლიდერები გახდებიან

  • Ko Ke
    08 აგვ 2022, 12:30

    Არ მინახავს ეს თამაში, თუმცა ფაქტია ძაან კაი გუნდი შეიკრა, ორი შემადგენლობა გვყავს რაც წარმატების საწინდარია, მწვრთნელი მშვენიერი. Პედრი სხვა განზომილებაა, რაფინია-დემბელე მეგონა დაჭამდნენ ერთმანეთს და პირიქით მაგრად უგებენ ერთმანეთს. Ლევანა კიდე უფრო გაიხსნება და 25+გოლს ველი ლალიგაში და პიჩიჩსაც.გავი არაა ძირითადის ჯერ, მაგას ჯობია კესიმ დაიწყოს ხოლმე

  • Chico
    08 აგვ 2022, 11:55

    ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ თავისუფლად შეიძლება ორი სრულყოფილი შემადგენლობის გამოყენება. კონკურენცია დიდია და ეს მხოლოდ სიკეთის მომტანია. მაგრამ ნუ ვიჩქარებთ, გუნდს სჭირდება შეთამაშება და ჩავის მითითებების კოლექტიურად შესრულება. გუშინდელ მატჩში აშკარად ჩანდა, რომ გუნდს აკლია ერთიანობა. მაგრამ ეხლა დაიწყება სეზონი, გმოიკვეთება პირველი და მეორე შემადგენლობა და გუნდი შეთამაშდება. ასევე ავღნიშნავ, რომ ძლიან სწორად მოიქცა ხელმძღვანელობა, რომ ლეგენდა შესაფერისად გააცილეს. ასე უნდა იყოს ყველას მიმართ, ვინც ამას იმსახურებს….

  • katalomia
    08 აგვ 2022, 11:39

    ციტატა: totti10
    14 წელი გავიდა იმ ….. ომიდან, ყველა გარდაცვლილის ოჯახვს ვუსამძიმრებ და გმირებს კი მადლობა თანგანჭირვისთვის იმ უთანასწორო ომში 🙁 ისე რა …. არიან ტიპები 32 წლის განმავლობაში 3ჯერ გვეომნენ. ჩვენ რომ თავმოყვარე მთავრობა გვყავდეს უვიზოდ კი არა დედის გინებით უნდ ააგდებნენ აქედან ყველა რუს და რუსეთუმეს. დიდი იმედი მაქვს უკრაინა არ დმაარცხდება და ძალიან მალე დასამარდება ის დედა…. რუსეთი თავისი რუსეთუმებიანააააა. გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას და გმირების ხსოვნა და იმ უდანაშაულო ხალხის ხსოვნა იყოს 🙁

    დდშვც სააკაშვილის, პუტუნისაც ზედ დავაყოლე კიდე.

  • EL MAESTRO 6
    08 აგვ 2022, 11:23

    კარგს მიგრძნობს გული, ჯერ ერთი გამპერის თასზე დაესწრო იმაზე მეტი ადამიანი ვიდრე წინა სეზონში ოფიციალურ თამაშებს, ანუ კამპ ნოუზე ხალხი ბრუნდება რაც ძალიან დაეხმარება გუნდს, კიდევ ის რომ ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულები არიან და რესურსიც ძალიან დიდია, ახალწვეულებით კარგად შეეწყვნენ გუნდს და შეთამაშდნენ, მოკლედ წელს ტიტულებს ველი და დავდებთ კიდეც

  • katalomia
    08 აგვ 2022, 11:19

    პედრი ფორმაშია, მტერს და ავს ეყურებოდეს! ლას პალმასო შენი ჭირიმე!

  • nika 54
    08 აგვ 2022, 11:06

    ეს მე მგონი გუნდის მაქსიმუმი სულაც არ არის, ბევრად უფრო მეტი რესურსია თითქმის ყველა რგოლში, და ალბათ ჩავიც საუკეთესო ვარიანტებს მიაგნებს. სწორ გზაზე ვდგავართ რაც მთავარია.