workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფრანკ კესიეს პირველი კომენტარი ბარსელონას ფეხბურთელის რანგში

ფრანკ კესიეს პირველი კომენტარი ბარსელონას ფეხბურთელის რანგში

ცოტა ხნის წინ, “ბარსელონას” ახალწვეული, ფრანკ კესიე კატალონიის დედაქალაქში ჩამოვიდა.

კოტ-დ’ივუარელი ფეხბურთელი კლუბის ოფიციალურ არხთან პირველ კომენტარს აკეთებს:

ეს დიდებული შესაძლებლობაა. მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ველი. ამ კლუბისთვის ყველაფერს გავიღებ. “ბარსა” დიდი გუნდია და აქ ყოფნით უბედნიერესი ვარ.

როცა ისეთი დიდი მწვრთნელი გირეკავს, როგორიც ჩავია, რომელიც ამასთანავე დიდებული ფეხბურთელი იყო, ხვდები, რომ შენი ძალისხმევა ღირდა. მასთან მუშაობასა და ახალ თანაგუნდელებთან თამაშს სიხარულით ველოდები.

მშრომელი ფეხბურთელი ვარ, რომელიც მოედანზე ყველაფერს გაიღებს. ჩემი პოზიცია? მწვრთნელი გადაწყვეტს, გუნდის დახმარებას უკეთ რომელ ზონაში შევძლებ. 

იაია ტურე შესანიშნავი მოთამაშე იყო. მქონდა პატივი, მასთან ერთად კოტ-დ’ივუარის ეროვნულ ნაკრებში მეთამაშა. ბედნიერი ვიქნები, თუ ტურესნაირი კარიერა მექნება. ის ჩემი კუმირია.

ტიტულების მოგებაზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს – სწორედ ამისთვის ვთამაშობთ. წარმატების მისაღწევად ყოველდღე ვვარჯიშობ.

კესიეს “ბარსაში” ტრანსფერი გუშინ გაოფიციალურდა. ის კლუბთან კონტრაქტს 2026 წლამდე გააფორებს.

ფრანკის პრეზენტაცია ხვალ, ჩვენი დროით 13:30 საათზე გაიმართება. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (14)

  • me da barca
    schedule 07 ივლ 2022, 01:05
    #14

    ამან პუჩი არ შეჭამოს.

  • nika 54
    schedule 06 ივლ 2022, 15:14
    #13

    შენ იცი ძმაო, ფრენკზეც და დემბელეზეც გვეგონა მარტო ტიტულები აინტერესებს და თავს დადებსო, მაგრამ კი ვხედავთ რა გეგმებიც ქონიათ. "ფული რას გვაწყენს თანაც ბარსას ფეხბურთელებათ ვითვლებითო".

  • El pistolero 9
    schedule 05 ივლ 2022, 22:59
    #12

    მიდი აბა შენ იცი. ისე ტურე ბარსადან გაუშვეს და მთლად მისნაირ კარიერას ნუ ინატრებ მაინც

  • Davita
    schedule 05 ივლ 2022, 22:05
    #11

    მჯერა ღლეიონგს ბევრად აჯობებს, მასავით ქალუსია მაინც არ იქნება

  • DesmondHume
    schedule 05 ივლ 2022, 20:48
    #10

    ციტატა: Iniesta_8
    მუშა კაცია, პენალტების გატანაც შეუძლია, წესით პაულიონიოზე უკეთ უნდა ითამაშოს, უფრო მაღალი დონის ფეხბურთელია. მგონია გაამართლებს, მთელი ნახევარდაცვის ტვირთს თუ არ აკიდებენ 1 კაცს.


    არაა, ჩავის ხელში ძაან დაბალანსებული ნახევარდაცვა და ზოგადად გუნდი იქნება ასე მგონია. საერთოდ არაა გამოკვეთილი ლიდერით თამაში საჭირო, კოლექტიური წარმატება ყოველთვის უფრო სასიამოვნოა.

  • Iniesta_8
    schedule 05 ივლ 2022, 19:29
    #9

    მუშა კაცია, პენალტების გატანაც შეუძლია, წესით პაულიონიოზე უკეთ უნდა ითამაშოს, უფრო მაღალი დონის ფეხბურთელია. მგონია გაამართლებს, მთელი ნახევარდაცვის ტვირთს თუ არ აკიდებენ 1 კაცს.

  • La Pulga10
    schedule 05 ივლ 2022, 19:04
    #8

    მე მჯერა რო გაამართლებს

  • Zura Gviniashvili
    schedule 05 ივლ 2022, 19:04
    #7

    ესეთი ტანკი საჭიროა ნახევარდაცვაში.. პლიუს ტექნიკურიც არის კარგი დარტყმაც აქვს და მაინც და მაინც ნელი არაა როგორც ბუსკეცი

  • LM10TheLegend
    schedule 05 ივლ 2022, 18:52
    #6

    ოხ ერთი ეს დე იონგზე კარგ შედეგს დადებდეს და მერე ვნახავთ რას იტყვიან მაგისი სოლო ფანები🙃

  • R10M10
    schedule 05 ივლ 2022, 18:27
    #5

    მჯერა კარგ გუნდს შეკრავს ჩავი

  • rivaldo80
    schedule 05 ივლ 2022, 18:19
    #4

    ოხ ერთი სული მაქვს როდის დაიწყება ჩემპიონატი რამდენს დაადუმებს ვინც არ იცის რა იგროკია 😂👌🏼 მარტო გაპიარებული ფეხბურთელები რომ იციან 😂

  • DesmondHume
    schedule 05 ივლ 2022, 18:14
    #3

    იმ ოქროს თაობამ რა დონის გუნდად აქცია ბარსელონა, ასეთ მდგომარეობაში ვართ და თავისუფალი აგენტებისთვის (და არა მარტო) მაინც სასურველ კლუბად რომ ვრჩებით, მიუხედავად იმისა რომ სხვაგან ლიგის მოგების უფრო მეტი შანსიც შეიძლება მიიღონ და ცხადია, უფრო დიდი ხელფასიც. ბართომეუს დამპალი მემკვიდრეობაც მალე მოშორდება და მერე თავიდან ბოლომდე უნდა მოიქოქოს კლუბი, უამრავი ანგარიში გვაქვს გასასწორებელი, პირველ რიგში – ბაიერნთან. ყველა ტიტულზე უარს ვიტყვი შემდეგ სეზონში, ოღონდ ეგენი ვათრიოთ ლიგაზე.

  • EL MAESTRO 6
    schedule 05 ივლ 2022, 17:41
    #2

    წარმატებები აბა ჯიგარო, მჯერა ამ კაცის რ9მ მოედანზე თავს არ დაზოგავს და გუნდისთვის მაქსიმუმს გაიღებს

  • SHOTADEPAY9
    schedule 05 ივლ 2022, 17:37
    #1

    წარმატებები