სანდრო როსელი: არ ვიცი, შევინარჩუნებდი თუ არა მესის

სანდრო როსელი “ბარსელონასთვის” კარგად ნაცნობი პიროვნებაა. მისი მამა ჯერ კიდევ ხოსეპ ლუის ნუნიესის ოპოზიციაში იყო. 2003 წელს სანდრო ჟოან ლაპორტასთან ერთად “ბარსას” სათავეში მოვიდა და კლუბის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. 2005 წელს ლაპორტასთან უთანხმოების გამო როსელმა “ბარსა” დატოვა და ოპოზიციაში წავიდა, 2010 წელს კი კლუბის პრეზიდენტი გახდა. 2014 წელს ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებული სკანდალის გამო მას პოსტის დატოვება მოუხდა.

შეიძლება ითქვას, რომ დღეს არსებობს 2 დაჯგუფება – ლაპორტას დაჯგუფება და როსელი-ბართომეუს დაჯგუფება. ასეთი დაპირისპირების მიუხედავად სანდრო ჟოანთან პიროვნულ ურთიერთობებს ინარჩუნებს, რაც კატალონიის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუშიც დაადასტურა.

ლაპორტასთან ურთიერთობა

ყველას მუშაობის თავისი სტილი აქვს. მე და ჟოანს ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს, რომელიც მხოლოდ ჩვენ ორს გვესმის. არჩევნებამდე ერთმანეთს ლანჩზე შევხვდით, შემდეგ კი მასთან პირისპირ შეხვედრა მის ოფისში მქონდა. გავამხნევე და ვუთხარი, რომ არჩევნებს მოიგებდა. მას შემდეგ კონტაქტი აღარ გვქონია, ორივე ჩვენი ცხოვრებით ვცხოვრობთ.

ჟოზეპ მარია ბართომეუ

ბართომეუს მართვის თავისი სტილი აქვს. მისი მიზანი შემოსავლის გაზრდაა. რომ არა პანდემია, არაფერი მოხდებოდა. კი ბატონო, ხელფასები ძალიან მაღალი იყო, პირადად მე ამ საკითხში უფრო ფრთხილი ვარ. თუმცა BarcaGate გაზვიადებული იყო. ბართოც და მეც კომუნიკაციაში ძალიან ცუდები ვართ, რის გამოც არასწორი ისტორია დაიწერა. სახელფასო პოლიტიკის მიმართ კრიტიკული ვარ, მაგრამ არა სხვა რაღაცების მიმართ.

მესი

მესი ისტორიაში საუკეთესოა. არა მხოლოდ “ბარსელონას”, არამედ მთელი ფეხბურთის ისტორიაში. მისი შედეგების გაუმჯობესება შეუძლებელია. თუმცა “ბარსა” მეტია, ვიდრე მესი. არ ვიცი, მე შევინარჩუნებდი თუ არა მას კლუბში. როდესაც “ბარსელონას” პრეზიდენტი ხარ, ძალიან რთულია, გადაწყვეტილება მიიღო.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (9)

  • nika 54
    06 ივლ 2022, 15:24

    ციტატა: GÍØ

    ციტატა: nika 54
    მაინც გაუშვეს და თანაც მუქთად, მანამდე თუ ვერ ხვდებოდნენ რო მომავალ წელს ხელფასს ვეღარ გადაიხდიდნენ(მე მგონი ჭკვიან პრეზიდენტს უნდა სცოდნოდა, თუ არ იცოდა და მართლა გასაგდები ყოფილა) ხოდა როცა მესიმ უთხრა გამიშვითო, გაეშვათ. ხო უკვე მიდიოდა მაგ დროს ლაპარაკი რო მესი დაბერდა, მოედანზე დასეირნობს, ზოგიერთი აქაური "კულეს" თქმით დაჟე ჩაჯმული დადიოდა. გაეშვათ 100 მილიონს ხო მაინც აიღებდნენ და გუნდის გაახალგაზრდავებას ადრევე დაიწყებდნენ. ისე კი გამოვიდა ვერც ესენი გამოდგნენ მინიმუმ პერესის დონის პრეზიდენტები და ვერც ლეომ ვერ იკადრა მშობლიურ გუნდთან კონფლიქტი და სასამართლოები. ამიტომაც აიწეწეს ასე საქმე ბარსელონაში. თუ ვინმე იტყვის კიდევ რო მესი ბოლო წლები დასეირნობდა, გაგახსენებთ ბოლო წლებში აიღო ოქროს ბუცი, ორი ოქროს ბურთი და ლა ლიგის პიჩიჩი. არვიცი ყველა დაბრმავდა მსოფლიოში ჩვენი "კულეების" გარდა? ან ვინ დარბის 90 წუთი გაუჩერებლად მოედანზე.

    კანტე 😂😂

    კანტეს ხნის მესიც დარბოდა, როცა საჭირო მომენტი იყო. კანტე 4 წლით ახალგაზრდაა ლეოზე.

  • El pistolero 9
    05 ივლ 2022, 22:52

    ეს მაგარი ჩამოსხმა შეგვრჩა ხელში. როსელი ბართომეუს დაჯგუფებაში ვინცაა კიდე თქვენ იქ ხომარ გაქვთ?

  • nikusha
    05 ივლ 2022, 19:03

    ბიჭო ტატა მარტინო რამ დაგანიშნინა მწვრთნელად?

    ან კიდე ბართომეუს კიკე სეტიენი?

  • SHOTADEPAY9
    05 ივლ 2022, 17:48

    ლაპორტა რომ ბარსას ძველ დიდებას დაუბრუნებს 100% მჯერა

  • cruyff9
    05 ივლ 2022, 16:29

    ლაპორტას ნაირი სულით კულე პრეზიდენტი არ გვყოლია,,,ეს კაცი ყველაფერს იზავს ბარსას დიდებისთვის

  • shu1987
    05 ივლ 2022, 16:09

    ისე ეს და ბართუშა შეინარჩუნებდა და ჩაძირავდნენ გუნდს საბოლოოდ იმხელა ფულებს ისროდა ჰაერში, მესი რაც და ვინცაა ამის ახსნას აზრი არ აქვს ყველამ იცის ხოდა როგორც ჩანს ეს სიქიმა ფიქრობს შემდეგ არჩევნებზე და პიარის გაკეთებას იწყებს .

  • GÍØ
    05 ივლ 2022, 15:29

    ციტატა: nika 54
    მაინც გაუშვეს და თანაც მუქთად, მანამდე თუ ვერ ხვდებოდნენ რო მომავალ წელს ხელფასს ვეღარ გადაიხდიდნენ(მე მგონი ჭკვიან პრეზიდენტს უნდა სცოდნოდა, თუ არ იცოდა და მართლა გასაგდები ყოფილა) ხოდა როცა მესიმ უთხრა გამიშვითო, გაეშვათ. ხო უკვე მიდიოდა მაგ დროს ლაპარაკი რო მესი დაბერდა, მოედანზე დასეირნობს, ზოგიერთი აქაური "კულეს" თქმით დაჟე ჩაჯმული დადიოდა. გაეშვათ 100 მილიონს ხო მაინც აიღებდნენ და გუნდის გაახალგაზრდავებას ადრევე დაიწყებდნენ. ისე კი გამოვიდა ვერც ესენი გამოდგნენ მინიმუმ პერესის დონის პრეზიდენტები და ვერც ლეომ ვერ იკადრა მშობლიურ გუნდთან კონფლიქტი და სასამართლოები. ამიტომაც აიწეწეს ასე საქმე ბარსელონაში. თუ ვინმე იტყვის კიდევ რო მესი ბოლო წლები დასეირნობდა, გაგახსენებთ ბოლო წლებში აიღო ოქროს ბუცი, ორი ოქროს ბურთი და ლა ლიგის პიჩიჩი. არვიცი ყველა დაბრმავდა მსოფლიოში ჩვენი "კულეების" გარდა? ან ვინ დარბის 90 წუთი გაუჩერებლად მოედანზე.

    კანტე 😂😂

  • nika 54
    05 ივლ 2022, 14:56

  • ChuxrELia
    05 ივლ 2022, 14:37

    ეს კრისა ეს 🐭