დღეს “ბარსელონამ” ფრანკ კესიესა და ანდრეას კრისტენსენის ტრანსფერები ოფიციალურად დაადასტურა – შემდეგი სამიზნეები რაფინია და რობერტ ლევანდოვსკი არიან.
ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, “ბარსა” ბრაზილიელი შემტევის თაობაზე “ლიდსთან” მოლაპარაკებებს ამ კვირაშიც გამართავს. ჟოან ლაპროტას შეთანხმების მისაღწევად დედლაინი არ დაუწესებია, მაგრამ თავად ინგლისური კლუბი მიიჩნევს, რომ მიმდინარე კვირა გადამწყვეტი იქნება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ისინი “ფეიენოორდიდან” კოლუმბიელი ფეხბურთელის, ლუის სინისტერას გადაბირებასთან ახლოს არიან.
ადრე გავრცელებული ცნობებით, “ჩელსი” რაფინიას დასარწმუნებლად ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ბრაზილიელი და მისი აგენტი დეკუ მხოლოდ “ბარსელონაზე” ფიქრობენ, რაც ლონდონელებმა კარგად იციან. “ლურჯების” სტრატეგია ყოველთვის მოლაპარაკებების დაჩქარება იყო და “ლიდს იუნაიტედთან” შეთანხმებაც აქვთ, მაგრამ საქმეს ფეხბურთელის სურვილი ურთულებთ.
რაფინია ამჟამად იბიცაზე იმყოფება და “ბარსელონასა” და “ლიდსის” შეთანხმებას ელოდება.




ოჰ ეს უკვე სერიოზული თემაა
ევროპაში ერთერთი საუკეთესოა. ეხლა არვიცი რაჭირთ მაგრამ ძმები ნავატოების დროს დაფრინავდნენ.
ესპანელებმა ენბეადან ვერავინ ჩამოიყვანეს და ამიტომაც ჩანდნენ სუსტები.
ევროპაში ერთერთი საუკეთესოა. ეხლა არვიცი რაჭირთ მაგრამ ძმები ნავატოების დროს დაფრინავდნენ.
რა თამაში მოუგეს ესპანეთს, ანდრონიკაშვილმა და ზანგმა მოგვაგებინა ეს თამაში თორემ შენგელია ისეთებს აკეთებდა გეგონება მოისყიდესო. მთავარი მოვიგეთ 🇬🇪
ძაანნ მაგარია და ბევრს გაგაოცებთ!!!ამდენი წელი დემბელეს რო ვიყურებთ გული მერევა უკვე
ნეტამც ეგრე იყოს მაგრამ ძაან დარწმუნებულივარ რო ჩვეულებრივი იგროკი გაიჩითება და მეორე სეზონში გაანათხოვრებენ და მერე გაყიდიან 10 მილიონად მაქსიმუმ
ამ სიტუაციაში ძაან კარგი ტრანსფერია, დემბელესა ბევრად ჯობია, ტექნიკურიცაა, სწრაფიც, დარტყმაც იცის და იდიოტი და უტვინო არაა დემბელესგან განსხვავებით, თან ასე თუ უნდა ბარსაში მონდომებულიც იქნება
ლიდსიც რო გაჯიუტდეს და ან ჩელის ან შემოსალტეო არ უფიქრიათ. ამას და დეკუს რას დავცინებ ლიდსში რო ჩარჩეს ამ ცანცარის გამო. ან ამ დეკუმ რატო შეიყო და გვატრნის თავის 20 მილიონიან კაცს 50-60მილიონად
ძაანნ მაგარია და ბევრს გაგაოცებთ!!!ამდენი წელი დემბელეს რო ვიყურებთ გული მერევა უკვე
წინა პრეზიდენტი რასაც შვებოდა საერთოდ ახლოს არაა იმასთან ეს სიტუაცია და ვერც იქნება. ძაანაც რო უნდოდეთ ვერ იზამენ მაგას რასაც ბართომეუ შვებოდა. დარწმუნებული ვარ მოხოდავენ ესენი გუნდს. მარა რაფინიაში რას ხედავენ ვერც მე ვერ ვხვდები.
რაში ჭირდებათ ეს ვერ ამოვხსენი 😃 თან 25 წლისაა ბავშვიც აღარაა და მაგარი რომ იყოს ლიდსში არ იქნებოდა. იგივე შეცდომებს იმეორებენ რასაც წინა პრეზიდენტი შვებოდა