ვისენტე დელ ბოსკეს კონტრაქტი, ესპანეთის ეროვნული მწვრთნელის პოსტზე, მომავალი წლის ზაფხულის ბოლოს იწურება, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ანხელ მარია ვილარმა დელ ბოსკეს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა, რაზეც ესპანელი სპეციალისტი ყოყმანობს. აქედან გამომდინარე, ვილარმა შესაძლო კანდიდატების სია შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ სიაში ერთ-ერთ კანდიდატად პეპ გვარდიოლა მოიაზრება. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის აზრით, “ბარსელონას” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი შესანიშნავად ერგება მოთხოვნებს. გვარდიოლა არაჩვეულებრივად იცნობს ნაკრების ფეხბურთელებსა და მათ სათამაშო სტილს და საფეხბურთო სამყაროში უდიდესი პრესტიჟით სარგებლობს მიღწეული წარმატებებიდან და ხედვიდან გამომდინარე.
საბოლოო გადაწყვეტილება დელ ბოსკეს პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.



