როგორც იცით, გუშინ გაიმართა ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები. I ჯგუფში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ესპანეთისა და ლიხტენშტეინის ეროვნული ნაკრები გუნდები. მატჩი სანახაობრივი გამოდგა. “ფურია როხამ” თითო ტაიმში 3-3 უპასუხო გოლით “დააჯილდოვა” მეტოქე გუნდი. აღსანიშნავია, რომ ესპანელთა რიგებში საუკეთესო დავიდ ვილია იყო, რომლის ანგარიშზეც დუბლი და საგოლე გადაცემაა.
მატჩის 34-ე წუთზე ანგარიში ნეგრედომ გახსნა, რომელსაც ჩავიმ გენიალური პასი გუაკეთა და პირისპირ დატოვა მეკარე იელესთან. ესპანელთა მეორე გოლმაც არ დაახანა და ზუსტად 3 წუთში “ბარსელონას” ფორვარდმა, დავიდ ვილიამ, ქუსლით იდეალური გადაცემა გაუკეთა ისევ ნეგრედოს, რომელსაც არც ამჯერად გასჭირვებია ერთი-ერთზე გატანა. ტაიმის ბოლო წუთზე კი ჩავი ერნანდესმა ბრწყინვალედ შეასრულა საჯარიმო დარტყმა და მეკარე გაუნძრევლად დატოვა კარში.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 7 წუთში ანდრეს ინიესტამ გარღვევა განახორციელა ფლანგიდან და ზუსტი გადაცემა გაუკეთა სერხიო რამოსს, რომელმაც მეოთხე გოლი გაიტანა აღნიშნულ შეხვედრაში. მატჩის მესამოცე წუთზე კი დავიდ ვილიამ მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა. ხუან მატამ მარჯვენა ფლანგიდან შესანიშნავი გარღვევა განახორციელა და ბურთი ვილიას დაუგორა, ამ უკანასკნელმა მარჯვენა ფეხით მიიღო ბურთი და მარცხენათი შეაგორა კარის ბადეში. 79-ე წუთზე კი ჩაბი ალონსოს მიერ შესრულებულ სტანდარტს კვლავ დავიდ ვილია გამოეხმაურა და ჰაერიდან მომავალი ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა ლიხტენშტეინელთა კარში. საბოლოო ანგარიში 6:0….
მატჩის სტატისტიკა

ესპანეთის ეროვნული ნაკრები
მეკარეები: იკერ კასილიასი, ვიქტორ ვალდესი
მცველები: რაულ ალბიოლი, ალვარო არბელოა, სერხიო რამოსი, ალვარო დომინგესი
ნახევარმცველები: ანდრეს ინიესტა, ჩავი ერნანდესი, ჩავი ალონსო, სერხიო ბუსკეტსი, ხუან მატა, ტიაგო ალკანტარა
თავდამსხმელები: დავიდ ვილია, დავიდ სილვა, პედრო როდრიგესი, ალვარო ნეგრედო, ფერნანდო ლორენტე
მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე
გოლები: ა.ნეგრედო(34 წ.), ა.ნეგრედო(37 წ.), ჩ.ერნანდესი(44 წ.), ს.რამოსი(52 წ.), დ.ვილია(60 წ.), დ.ვილია(79 წ.)
ასისტები: ჩ.ერნანდესი, დ.ვილია, ა.ინიესტა, ხ.მატა, ჩ.ალონსო
შეცვლები
გავიდნენ: სერხიო რამოსი, ჩავი ერნანდესი, ალვარო ნეგრედო
შემოვიდნენ: ფრანსესკ ფაბრეგასი, ტიაგო ალკანტარა, ფერნანდო ლორენტე
ფეხბურთელთა შეფასებები

გოლები
[media=http://www.youtube.com/watch?v=xEncYXIpIbE]



