workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კლემან ლანგლე ტოტენჰემში გადადის

კლემან ლანგლე ტოტენჰემში გადადის

ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, “ბარსელონას” ცენტრალური მცველი, კლემან ლანგლე “ტოტენჰემში” გადადის.

იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, ფრანგი უკანახაზელის ტრანსფერი თითქმის დახურულია – ის ინგლისში ერთწლიანი იჯარით გადაბარგდება. მხარეები ბოლო დეტალებს აგვარებენ.

აღნიშნულ ინფორმაციას ფაბრიციო რომანოც ადასტურებს და დასძენს, რომ ორ კლუბს შორის დღეს გამართული მოლაპარაკებები გადამწყვეტი აღმოჩნდა. ახლა საფინალო საკითხების განხილვა (მათ შორის, ფეხბურთელის ხელფასის) მიმდინარეობს და შეთანხმება მალე შედგება. 

ამასთან, ცოტა ხნის წინ ხავი მიგელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კატალონიურმა კლუბმა ლანგლეს შეატყობინა, რომ 4 ივლისს ვარჯიშზე გამოცხადების ვალდებულება არ აქვს.

ჯერჯერობით, უცნობია, 2023 წელს კლემანი “ბარსაში” დაბრუნდება თუ “სპურსი” გამოისყიდის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (14)

  • Bakero
    schedule 01 ივლ 2022, 11:21

    საინტერესოა პირადად ამის დაშვებული შეცდომების სტატისტიკა დაიდოს რის შემდეგაც გუნდმა თამაში წააგო ან ქულები დაკარგა! ამაზე ცუდი მცველი ბარსას არ ჰყოლია

  • nika 54
    schedule 30 ივნ 2022, 17:16

    ხეფასის ვალდებულება ხო მაინც მოგვეხსნება და ეგეც ხეირია ამჟამად.

  • M10 S9 D11
    schedule 30 ივნ 2022, 15:30

    წადი წადი ვინც შენ იქიდან დაგაბრუნოს იმის სუყველაფერი

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 30 ივნ 2022, 09:18

    მშრალი იჯარა ძაან ცუდია რა… მაგას ჯობდა უფასოდ გაეშვათ…

  • torniket
    schedule 30 ივნ 2022, 09:03

    3 მცველიანში კარგი იქნება ეს და თუ ნორმალურად ითამაშა გამოისყიდიან, რომც არ გამოისყიდონ ეპლში ნათამაშები მცველი სადმე მაინც გაიყიდება ასე რომ კარგი გადაწყვეტილებაა…

  • JasoN
    schedule 30 ივნ 2022, 05:38

    ციტატა: Moriba
    ✅ კლემან ლენგლე ბარსელონადან 1 წლიანი მშრალი იჯარით ტოტენჰემში ითამაშებს ⚪️
    ნეტა მშრალი იჯარით არ აეყვანა ტოტეს


    ეგ მაგ მშრალ იჯარას ისედაც დაასველებს, ჩაისვრის და მაგიტომ

  • KING_BARCA
    schedule 30 ივნ 2022, 03:13

    წითელი ხალიჩა გასასვლელში სასწრაფოთ, ეს არის ბარსელონას ჩირქი, ესეთი დონის მცველი ვაბშე არუნდა იყოს ამ კლუბში….

  • Barca…
    schedule 30 ივნ 2022, 02:58

    ჩემი ოცნებაა ეს სხვა გუნდის მაისურში ვნახო

  • MSN G.O.A.T
    schedule 30 ივნ 2022, 02:22

    შევ*ცი დამბრუნებელს

  • Don_Andresito
    schedule 30 ივნ 2022, 01:50

    კონტეს ეს რათ უნდა ვინმე ამიხსნის?

  • Moriba
    schedule 30 ივნ 2022, 01:21

    ციტატა: El pistolero 9
    Moriba,
    იქნება ისე ითამაშოს რომ დაიტოვონ ან სხვა კლუბებს გაუჩნდეთ მეტი ინტერესი.


    იქნება უმტიტი მინგესა ნეტოც ვინმეს შევტენოთ🤣დემბელეს თუარ გაუხარგძლივეს ძაან კაიიქნება

  • VanillaSoul
    schedule 30 ივნ 2022, 01:15

    ამ სტატიას არ ეხება, მაგრამ უნდა დავწერო სხვაგვარად არ შემიძლია. მაგარ ილუზიებში ხართ ზოგიერთი აქ და ჯობია ფეხბურთს უყუროთ და გაანალიზოთ რა ხდება მოედანზე და მერე დაიწყოთ კომენტარების წერა. ფრენკის დარჩენა უნდათ და ბუსკეცს აგდებენ. სირცხვილია სხვა, რომ არაფერი მსგავსი სისულელე როგორ უნდა დაწერო ჩემამდე არ დადის. ნებისმიერი ფეხბურთის მცოდნე გეტყვის, რომ თუნდაც ეს ბუსკეცი საყრდენზე ამ ფრენკის გლიჯავს შუაზე და მიუხედავად იმისა, რომ სისწრაფე საერთოდ აღარ აქვს ბუსკეცს, იმდენი ტვინი აქვს თავში რომ საუკეთესო 5 საყრდენში დღესაც შედის, და ამას სტატისტიკურადაც ამტკიცებს სერხიო. აი ფრენკიზე კი რა მოგახსენოთ (სტატისტიკა შეგიძლიათ ნახოთ, ტიპი ლა ლიგის ნახევარმცველების 150 ფეხბურთელში არ შედის დაპრესინგების სტატისტიკაში, არადა ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა მისი ტიპის ნახევარმცველის ეგ არის), შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო, სადაც სპრინტში დემბელეს ასწრეფს, მაგრამ რათ გინდა ეგეთი სისწრაფე თუ არ აპრესინგებ და უბრალოდ ზარმაცი ხარ. ტიპი ისე დასეირნობს მოედანზე გეგონება მესი არის ან რამე ვალი აქვს გუნდს მაგისი. საყრდენზე ვალვერდემაც, სეტიენმაც, კუმანმაც და ჩავიმაც ათამაშა და აბსოლუტურად ყველა მატჩში (ყველანაირი გამონაკლისის გარეშე) ჩაისვარა, ცენტრი დაკარგული იყო საერთოდ, ნახევარდაცვა არ გვყავდა და თავდამსხმელებთან დამაკავშირებელი რგოლი საერთოდ არარსებული იყო, მერე შემოიყვანდნენ ხოლმე ბუსკეცს და ლაგდებოდა ეგრე მარტივად ყველაფერი. ჯობს ფრენკი წავიდეს, ბუსკეცს ამ სეზონის ბოლოს კონტრაქტი უმთავრდება და აღარც გაახანგრძლივებს და ამ სეზონს ღირსეულად ჩაამთავრებს კიდევ დარწმუნებული ვარ. ხოდა მანამდე კესიც მოისინჯება საყრდენ ზონაში და თუ ეგეც ვერ გაამართლებს სეზონის ბოლოს იდარდონ ჩავიმ და ლაპორტამ შემცვლელად ვის მოიყვანენ.

  • El pistolero 9
    schedule 30 ივნ 2022, 01:04

    Moriba,
    იქნება ისე ითამაშოს რომ დაიტოვონ ან სხვა კლუბებს გაუჩნდეთ მეტი ინტერესი.

  • Moriba
    schedule 30 ივნ 2022, 01:01

    ✅ კლემან ლენგლე ბარსელონადან 1 წლიანი მშრალი იჯარით ტოტენჰემში ითამაშებს ⚪️
    ნეტა მშრალი იჯარით არ აეყვანა ტოტეს